მედიამონიტორინგი 0 4.04.2018
ტელევიზია
03.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რამდენად ხელმისაწვდომია საყოველთაო ჯანდაცვა შშმ პირებისთვის? არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ანგარიში მოამზადა. მის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ბოლო სამი წლის განმავლობაში შშმ პირთა 30%-ზენაკლებმა ისარგებლა. 2015 წლის მონაცემით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 23%-მა, 2016 წელს 26%-მა, 2017 წლის 5 თვის მონაცემით კი 11% შეადგინა. 95% კი საყოველთაო ჯანდაცვით მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში სარგებლობენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143043
---
03.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მეორე წელია პერიოდულად იდებს ბინას დოქტორი ვაისმანი ისრაელიდან და რთულ პროცედურას ატარებს მძიმე ნარკოზის ქვეშ დაპირებით, რომ ნებისმიერ ნარკომანს 24 საათში განკურნავს ერთხელ და სამუდამოდ. პროცედურა რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება, ოღონდ ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზირების უწყება საქმის კურსში არ არის. მის გარეშე კი ეს ყველაფერიო კრიმინალია. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა კლინიკაში ვერ აღმაოჩუინეს საბუთი იმისა, რომ კლინიკაში ექიმი ვაისმანი ოპერაციებს აკეთებდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5142683
---
03.04.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
გამოწვევები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან თანხვედრაში? თემას დღეს ჯანდაცვის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განიხილავდნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა გასული წლის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებები.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5144307
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143914
---
03.04.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
მკურნალობისას დაშვებული შეცდომა და ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღება – მსგავს არაერთ შემთხვევას იკვლევს ყოველწლიურად სამედიცინო რეგულირების სააგენტო, ექიმებს პასუხისმგებლობას კი დისციპლინური საბჭო აკისრებს, შედეგი კი შემდეგია მედიკოსებს ლიცენზია მხოლოდ რამდენიმე თვით უწყდებათ, უმეტეს შემთხვევაში კი საბჭო გაფრთხილებით შემოიფარგლება. სტატისტიკა და დროში გაწელილი პროცესები.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5144286
---
03.04.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
''ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება”- განუცხადა ,,მთავარს” ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს განცხდებით რეგიონის მთავრობასთან ერთად ერთობლივ სტრატეგიას შეიმუშავებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143929
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143334
---
03.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
აყრილი იატაკი, ჩამონგრეული ჭერი და დაჭაობებული ტერიტორია. ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, უკვე წლებია პაციენტებს ამ პირობებში ემსახურება ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლის ამბულატორია. ადგილზე ტარდება ვაქცინაცია და ხორციელდება დაკვირვება ონკოლოგიურ ავადმყოფებზე. ადგილობრივები დახმარებას და შენობის სასწრაფოდ რეაბილიტაციას მოითხოვენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143896
---
03.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ნაცემი და უსამართლოდ დაკავებული ექიმების შესახებ პაციენტთა და მედმუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაციამ სტატისტიკა წარმოადგინა. ასოციაციის თავმჯდომარის, ნანა სანაიას თქმით, რიცხვი მზარდია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ფაქტების მოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ნაცემია 16, ხოლო გასამართლებულია 5 ექიმი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143187
---
03.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ბათუმის პორტში გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, პორტი პარალიზებულია. ისინი დირქტორის გადადგომასა და სამუშაო ადგილების შენარჩეუნებას ითხოვენ. რამდენმე ადამიანი მეორ დღეა, შენობაში შეიმშილობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143196
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143025
---
03.04.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
თბილისში დასაქმებულთა რაოდენობა ორჯერ აღემატება რეგიონების ჯამურ მაჩვენებელს. დედაქალაქში დასაქმებულთა რიცხვი 529 000 ადამიანია. კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, არასაფინანსო და საფინანსო სექტორში დასაქმებული კაცების რიცხვი 20% აღემატებოდა ქალების რაოდენობას.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5143414
---
ინტერნეტი
04.04.2018
კადრები რუსთავიდან, სადაც პოლიციას და ექიმებს თავს დაესხნენ, პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ჩხუბში იღებდა მონაწილეობას, პრობაციონერია. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ავთანდილ თალაკვაძემ სატელეფონო კომენტარი გააკეთა.
---
03.04.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63252
დავით სერგეენკო: ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცახდებით, სხდომის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდა. „ჩვენ თითოეული პუნქტის ინდიკატორი განვიხილეთ. საბედნიეროდ, არცერთ მათგანში ჩამორჩენა არ არის და გარკვეული პუნქტები წინსწრებითაც სრულდება. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა “, - განმარტა მინისტრმა. დღევანდელ შეხვედრაზე უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. მან ყურადღება პროგრამებისა და ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სფეროს განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. შეხვედერის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. გასვლითი სხდომა გუშინ გაიხსნა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
---
03.04.2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეხვედრა გამართა
ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდა. „ჩვენ თითოეული პუნქტის ინდიკატორი განვიხილეთ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანში ჩამორჩენა არ არის და გარკვეული პუნქტები წინსწრებითაც სრულდება. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა,“ - განაცხადა მინისტრმა. სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. მან ყურადღება პროგრამებისა და ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სფეროს განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. გასვლითი სხდომა გუშინ გაიხსნა. ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ
---
03.04.2018
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენები ბულგარეთში საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები ევროკომისიის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების საერთაშორისო საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოპერაციებში ცენტრის ორი პარამედიკოსი და ექიმი მონაწილეობდა. წვრთნები სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობდა. სცენარის მიხედვით, ჯგუფები წყალდიდობის, მიწისძვრისა და მეწყერის ჩამოწოლისას გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მაგალითებს აჩვენებდნენ. საწვრთნელი მოდულის მიხედვით, კოორდინირებული მუშაობის ნიმუშებს სამი სახის საძიებო, სამაშველო და სამედიცინო ერთეულები წარმოადგენდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლება ბულგარეთში 20-დან 23 მარტამდე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენლები სიმულაციურ წვრთნაში სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი მექანიზმის მონაწილე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ. მიწვეული ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო სწავლებაზე საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველად წარსდგა. სამოქალაქო თავდაცვის სფეროში წვრთნები ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მსგავს სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების სამსახურების მზადყოფნის შეფასებას, ასევე, კადრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას, ერთობლივი ოპერაციების დროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას ისახავს მიზნად.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=63224
---
03.04.2018
ბათუმის პორტის თანამშრომლები მეორე დღეა შიმშილობენ - აქციის მონაწილეებს ხელისუფლების და პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ
ბათუმის პორტის 10-მდე თანამშრომელი მეორე დღეა შიმშილობს. ისინი გენერალური დირექტორის გადადგომას, შემცირებულ ხელფასებს და გაუარესებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის აპროტესტებენ. პორტის თანამშრომლებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ. „ეს გამოწვეულია დირექტორის ხისტი პოზიციით, ხისტი და მე ვიტყოდი არასამართლიანი მიდგომით, როგორც პროფკავშირების ასევე ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ, კონფლიქტი მოგვარებისკენ წაიყვანოს“- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - მაჟორიტარების” თავმჯდომარე ილია ვერძაძე.
---
03.04.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?id=6289&lang=ge
4 წლის ბიჭი, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება
ახლა კი სოფელ ჭარნალში მცხოვრები კახიძეების გასაჭირზე მოგიყვებით. ოჯახის 9 წევრიდან არც ერთი არ მუშაობს, 4 წლის ბავშვს კი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ძვირადღირებული ოპერაციისთვის საჭირო თანხების მოსაგროვებლად კახიძეები ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავენ. ოჯახის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE56BG0000000028414400
---
03.04.2018
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/11849
,,თქვე უსინდისო გარეწარო კაზიოლებო! ეს არის ჯანდაცვის რეფორმა?!”
ინტერნეტმომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,იაშვილის კლინიკა ––190 ლარი. მარდალეიშვილის კლინიკა –120 ლარი. ნიუ ჰოსპიტალი –– 800 ლარი. აი რაც გადავიხადეთ თითო კლინიკაში . ამ დროს ადმინისტრაციას კლინიკების ეზოში შლაგბაუმები აქვთ გაკეთებული საიდანაც მიმღებამდე არაა ახლოს და მანქანაზე 2 ლარს ახდევინებენ. ავადმყოფი ანუ კლიენტი მოგდის და ან ფეხით გაიარე ავადმყოფო 50––100 მეტრი ან გადაიხადეო. აი თქვე უსინდისო გარეწარო კაზიოლებო ფასები აბსოლუტურად შეუსაბამო მოსახლეობის შემოსავლებთან ხომ არ გყოფნით ბარემ ჰაერშიც გადაახდევინეთ ფული. ცალკე სერგეენკოს და მისი მეტრანახევრიანი შეფის თავზეც რომ დავაცხიკვე !! ესაა ხომ რეფორმა და დალაგება?? სასწრაფოებით ემერეჯენსში მიყვანილ პაციენტებზე ხომ ცალკეა სასაუბრო რა ატკატ სქემებით მიდის ბიუჯეტის ძარცვა. ყველაფრის წილშია ივანიშვილი !! არა ბიჭო შორიდან უცქერის რა ფულები ტრიალებს და მუქთად იტანს ხალხისაგან კეთილების ტრიალს!!”
---
03.04.2018
საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს
საქართველოში 150 186 ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრებს, ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 ათას ბავშვი 1-დან 5-მდე წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 ჩვილია. ანგარიშში წერია, რომ “ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გაიყვანეს”. სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ. საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება. 60 000-დან 65 000 ქულამდე – 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც „UNICEF” რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით. ანგარიშში ასევე წერია: ”749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა”. სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.
---
03.04.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/evropis-sabcho-saqartveloshi-shromiti-eqspluataciis-shemtkhvevebis-rickhvi-gaizarda/
ევროპის საბჭო - საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა
საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში საუბარია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც შრომითი ექეპლუატაციის შემთხვევებსა და ტრეფიკინგზე. კვლევის ავტორების თქმით, ბოლო წლებში ექსპლუატაციის შემთხვევათა რაოდენობამ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევებს გადააჭარბა. საქართველოს გარდა, ანალოგიური მდგომარეობაა ბელგიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სერბეთსა და დიდ ბრიტანეთში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი ევროპის ყველა ქვეყანაში მატულობს. „ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ევროპაში სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი. ადამიანებს ხშირად უჭირთ საუბარი ამ თემაზე, რადგან დეპორტაციის ან კრიმინალური ჯგუფების მხრიდან შურისძიების ეშინიათ“, – ამბობენ ანგარიშის ავტორები. კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად შრომით ექსპლუატაციას განიცდიან მამაკაცები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ტურისტულ ან თევზჭერის სფეროში მუშაობენ. ქალ მსხვერპლთა უმეტესობა კერძო სახლებში მომვლელად მუშაობს და შრომით ექსპლუატაციასთან ერთად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ მიგრანტები, რომლებიც დასაქმებას ინტერნეტით ან სოციალური ქსელებით ცდილობენ და კრიმინალური ჯგუფების ხელში ხვდებიან. ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, გააუმჯობესონ ტრეფიკინგის შემთხვევათა მონიტორინგი და დამნაშავეები დასაჯონ. მთავრობებმა კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ითანამშრომლონ, რათა საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი რეგულაციები მიიღონ.
---
03.04.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/55717/gairkva-ristvis-uchivian-saqartveloshi-eqimebs
გაირკვა, რისთვის უჩივიან საქართველოში ექიმებს
2017 წელს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში პაციენტების ან მათი ახლობლების მხრიდან 170 საჩივარი შევიდა. საჩივრების დიდი ნაწილი სამედიცინო დახმარების ხარისხს და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ფაქტებთან დაკავშირებით სავალდებულო შეტყობინებებს შეეხებოდა. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს. "მომართვა უფრო მეტად არის იმასთან დაკავშირებული, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს კორექტული. არასწორად დასმული დიაგნოზიც ასევე დახმარების ხარისხზე მიუთითებს და შესაბამისად, ესეც მსჯელობის საგანია. შესწავლის პროცესში ასევე ერთვებიან დარგობრივი სპეციალისტები და პროფესიული განვითარების საბჭოზე საბოლოოდ შეჯერებული ფორმატით გადის და მსჯელობა ხდება," - ამბობს სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზალდასტანიშვილი. ზალდასტანიშვილის თქმით, პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობის 305 საკითხი განიხილა, საიდანაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 300 ექიმს, 2-ის შემთხვევაში, კი პასუხისმგებლობა არცერთს დაჰკისრებია. ხათუნა ზალდასტანიშვილის თქმით, 2017 წელს 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 93 ექიმს კი სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. ამასთან, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ბოლო წლებში მზარდი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა.
---
03.04.2018
გავერთიანდეთ საბა მაღლაფერიძის სიცოცხლის გადასარჩენად! - 19 წლის მორაგბეს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს
19 წლის მორაგბეს, ქუთაისის სარაგბო კლუბ ,,არესის" წევრ საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს. ლაშას მეგობრები აცხადებენ, რომ საჭიროა თურქეთში სასწრაფო ოპერაცია, რომელის ღირებულება 96 ათასი დოლარს შეადგენს. 19 წლის სპორტსმენის გადასარჩენად სიციალურ ქსელში ღონისძიებაც დაიგეგმა. პარასკევს 6 აპრილს ღვინის ქარხანა ნომერ 1 ში გაიმართება სარაგბო ეკიპირების გამოფენა გაყიდვა , ასევე შეძლებთ შეიძინონოთ " Champions Academy " - ის აბონიმენტები სპეციალურ ფასად . "მოგეხსენებათ 6 აპრილი არის წითელი პარასკევი სწორედ ამიტომ ჩვენს ღონისძიებაზე გაიყიდება ბროტმაისტერი • Brotmeister ის უგემრიელესი პასკები . გელოდებით ყველას"- წერენ ორგანიზატორები. ინფორმაცია დახმარების მსურველთათვის: ანგარიშის ნომერი: „თიბისი“ ბანკი, GE02TB7750136010100042
ფორტუნა.ჯი-
http://fortuna.ge/moragbe-saba-maghlaferidzis-dasakhmareblad-saqvelmoqmedo-ghonisdzieba-gaimarteba/