From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-25.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 25.05.2018 07:34
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 5.05.2018

ტელევიზია

24.05.2018

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

„კურიერმა“ ექსპერიმენტით გაარკვია, რომ ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქი წამლებს ურეცეპტოდ არასრულწლოვნებზეც ყიდის. პრეპარატი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ, მოზარდმა ბათუმის ერთ-ერთ აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5309031

---

 

24.05.2018

არხი:    ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

სოციალურად დაუცველები ყველაზე მეტად სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ფინანსური პრობლემები პირდაპირ კავშირშია პრობლემების გაუარესებასთან. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა კი ფარისებრი ჯირკვალია გულის დაავადებათა შემდეგ. პრობლემებით კი მთავრობა არ ინტერესდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5307780

---

 

24.05.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 17:00  

27 მაისს “თეთრი ხმაური” საპროტესტო აქციას გამართავს . ჯერ-ჯერობით უცნობია აქციის ფორმა და აქტივისტების მოთხოვნები. კონსულტაციები მოძრაობის წევრებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს. “თეთრი ხმაურის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი განმარტავს, რომ თავდაპირველი აქცია კლუბ ბასიანის მხარდასაჭერად დაიგეგმა, თუმცა კლუბის გახსნის შემდეგ მოთხოვნები შეიცვალა. ბექა წიქარიშვილი:" მნიშვნელოვანია შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში,რომელიც ეს შეხვედრა ჩვენი მოთხოვნით გადაიდო, ვინაიდან ჩვენ პროცესში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვას ვითხოვდით. "

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5308647

---

 

24.05.2018

არხი: ობიექტივი         

გადაცემა: სოციალური თემატიკა

მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი საქართველოში.

http://www.obieqtivi.net/resource/video/20180524/OBIEQTIVI-720x576_20180524_1830.mp4

---

 

 

24.05.2018

არხი:    ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 19:00  

რა გხდა მიზეზი სამი არასრულწლოვანის ინტოქსიკაციისა, ზუგდიდის საავადმყოფოში ბავშვები გადაიყვანეს და სავარაიდოდ ისინი ფაროსანას საწინააღმდეგო ნივთიერებამ მოწამლა. ამ ვერსიას არ უშვენს სურსათის უვნებლობის სამსახური.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5308967

---

 

ინტერნეტი

24.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/narkopolitikaze-shetanxmebuli-kanonproeqti-komitets-7-ivnisamde-unda-waredginos/19985/

ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმებული კანონპროექტი კომიტეტს 7 ივნისამდე უნდა წარედგინოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით კონსენსუსის რესურსი კვლავ არსებობს. "იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას და გადავდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმ პრინციპების საკანონმდებლო დონეზე ასახვისკენ, რაზეც ვსაუბრობთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა". მისი თქმით, დღეს ნარკოდამოკიდებულების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულებაა. „არ შეიძლება შპრიცზე ნარჩენი ნივთიერების გამო ადამიანი 5-8 წელი იჯდეს ციხეში, ეს მიუღებელია და არც საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება და არც იმ ადამიანის გამოსწორებას. ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება და ციხით ვერავის გამოასწორებ, ამაზე ყველა ვთანხმდებით“,-განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები  იმუშავებენ იმაზე, თუ ბიუჯეტის რა ნაწილი დაიხარჯება ამ მიმართულებით. ზოიძის განმარტებით, ცვლილებების შეთანხმებული პროექტი იურიდიულ კომიტეტს 7 ივნისამდე უნდა წარედგინოს.

 

---

 

24.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/494917-quthaisis-merma-khuthsuliani-ojakhi-moinakhula-sadac-yvela-shezghuduli-shesadzleblobis-mqonea-da-socialuri-dakhmarebac-moekhsna.html?ar=A

ქუთაისის მერმა ხუთსულიანი ოჯახი მოინახულა, სადაც ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და სოციალური დახმარებაც მოეხსნა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ნიკეას ქუჩაზე სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მივიდა. ნაილი თავხელიძის ხუთსულიან ოჯახში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის არის და მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. ოჯახს სოციალური სააგენტოს მიერ სახელმწიფო დახმარებაც მოეხსნა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ადგილობრივი მთავრობა შუამდგომლობას გაუწევს აღნიშნულ ოჯახს, რათა ფულადი შემწეობა კვლავ აღუდგეთ. ქალაქის მერი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად თავხელიძეების ოჯახში საურსათო პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო აუცილებელი ნივთებით მივიდა. „როდესაც დაგვიკავშირდა თავხელიძეების ოჯახიდან ქალბატონი და თავის პრობლემებზე გვესაუბრა, ჩვენ ოჯახში ვეწვიეთ მას. გარდა იმისა, რომ დახმარება აღმოვუჩინეთ, ასევე ვაპირებთ ვუშუამდგომლოთ სოციალურ სააგენტოსთან, რათა კანონის ფარგლებში მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც მას ეკუთვნის“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

---

 

24.05.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tyviis-shemcvelobis-mimartulebit-qveyanashi-sagangasho-mdgomareobaa

ტყვია შენელებული ნაღმია - „ტყვიის შემცველობის მიმართულებით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა“

„ტყვია ჩვენი ჯანმრთელობისთვის შენელებული ნაღმია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა. გიგაშვილს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას მეტი მოქმედებაა საჭირო, რათა მოასხლეობას ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის საფრთხეები არ შეექმნას. „სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება კი ავტომობილების ტექდათვალიერებას მიექცეს, ასევე ინდუსტრიულ საწარმოებს, რომელიც სხვადასხვა მავნე ნივთიერებას გამოყოფს,“ - აღნიშნა გიგაშვილმა. „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის განცხადებით, საბაჟოზე კონტროლი აუცილებელია, რადგან ყურადღება მიექცეს იმას, თუ რა შემოდის ქვეყანაში და რას აქვს ამკრძალავი ნიშანი. როგორც რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, საკვებ პროდუქტში ტყვია სხვადასხვანაირი ფორმით ხვდება. მაგალითად ისეთ საკვებში, რომელიც გამოფენილია გზებზე და მასში გამონაბოლქვი აღწევს. ან ფერმასთან ახლოსაა გამონაბოლქვის დონე მაღალი.„მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის თქმით, საკვების გარდა ტყვია შესაძლოა ჭურჭელში და სათამაშოებშიც იყოს. ხოლო ეს პროდუქცია საზღვარზე კონტროლს არ გადის. რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, თურქეთი სწორედ ასეთი ქვეყნის რიცხვს მიეკუთვნება. მისივე თქმით, რაც უფრო ფერადია ჭურჭელი მასში ტყვიის შემცველობაც მაღალია. ტყვია საშენ მასალებსა და საოჯახო ნივთებშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, მათ შორის პლასტმასის ნივთებშიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ქვეყნის მთავრობამ საკვებთან ერთად შეშფოთება გამოთქვა სათამაშოებსა და სამკაულებში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ტყვიის გამო. ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევის თანახმად, ტყვია აფერხებს ტვინისთვის ცილის მიწოდებას, რაც აუცილებელია მისი სათანადო განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health). კვლევებმა ისიც გამოავლინა, რომ ბავშვის ორგანიზმი პირის ღრუდან მოხვედრილი ტყვიის 50%-ს ითვისებს, მოზრდილთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 10-15%-ია.

---

 

24.05.2018

მედიასაშუალება: https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/95741-qbavshvebis-thvaltsin-mcemda-kholmeq-28-tslis-martokhela-deda-romelic-sam-shvils-ukidures-gatcirvebashi-zrdis.html

"ბავშვების თვალწინ მცემდა ხოლმე" - 28 წლის მარტოხელა დედა, რომელიც სამ შვილს უკიდურეს გაჭირვებაში ზრდის

28 წლის თათია ძალადობის მსხვერპლი ქალი და მარტოხელა დედაა. სოციალური დახმარებისა და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, სამ მცირეწლოვან შვილს თათია მარტო ზრდის. მეუღლე მასზე ფიზიკური ძალადობის გამო ციხეშია. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, ქმარი მასზე ბავშვების თანდასწრებითაც ძალადობდა.  უმცროსი ანდრია თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა და ექიმის კონსულტაციას საჭიროებს, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოთხი და ხუთი წლის გოგონები კი ბაღში ვერ მიჰყავს, რადგან მათ ჯანმრთელობის ცნობას ვერ უკეთებს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

25.05.2018

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

ტყვია შენელებული ნაღმია!

„ტყვია ჩვენი ჯანმრთელობისთვის შენელებული ნაღმია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა. გიგაშვილს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას მეტი მოქმედებაა საჭირო, რათა მოასხლეობას ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის საფრთხეები არ შეექმნას. „სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება კი ავტომობილების ტექდათვალიერებას მიექცეს, ასევე ინდუსტრიულ საწარმოებს, რომელიც სხვადასხვა მავნე ნივთიერებას გამოყოფს,“ - აღნიშნა გიგაშვილმა. „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის განცხადებით, საბაჟოზე კონტროლი აუცილებელია, რადგან ყურადღება მიექცეს იმას, თუ რა შემოდის ქვეყანაში და რას აქვს ამკრძალავი ნიშანი. როგორც რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, საკვებ პროდუქტში ტყვია სხვადასხვანაირი ფორმით ხვდება. მაგალითად ისეთ საკვებში, რომელიც გამოფენილია გზებზე და მასში გამონაბოლქვი აღწევს. ან ფერმასთან ახლოსაა გამონაბოლქვის დონე მაღალი. „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის თქმით, საკვების გარდა ტყვია შესაძლოა ჭურჭელში და სათამაშოებშიც იყოს. ხოლო ეს პროდუქცია საზღვარზე კონტროლს არ გადის. რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, თურქეთი სწორედ ასეთი ქვეყნის რიცხვს მიეკუთვნება. მისივე თქმით, რაც უფრო ფერადია ჭურჭელი მასში ტყვიის შემცველობაც მაღალია. ტყვია საშენ მასალებსა და საოჯახო ნივთებშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, მათ შორის პლასტმასის ნივთებშიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ქვეყნის მთავრობამ საკვებთან ერთად შეშფოთება გამოთქვა სათამაშოებსა და სამკაულებში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ტყვიის გამო. ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევის თანახმად, ტყვია აფერხებს ტვინისთვის ცილის მიწოდებას, რაც აუცილებელია მისი სათანადო განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health). კვლევებმა ისიც გამოავლინა, რომ ბავშვის ორგანიზმი პირის ღრუდან მოხვედრილი ტყვიის 50%-ს ითვისებს, მოზრდილთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 10-15%-ია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5309740&name=25.05.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---