From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-27.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 27.04.2018 08:07
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.04.2018

ტელევიზია

27.04.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:     საქმიანი დილა

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებთან ითანამშრომლებს, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში განმატავენ, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები სელექტიური კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის   დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5190947

---

 

27.04.2018

არხი:  იმედი  

გადაცემა:     იმედის დილა

1 მაისიდან შენობებში მოწევის გარდა შენობებში თამბაქოს ღერებით გაყიდვაც იკრძალება. თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობით, იკრძალება სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაციაც, ასევე ბავშვთა სათამაშოებთან და კვების პროდუქტებთან ერთად მისი გაყიდვაც. პროსესზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება. როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, ყველა მაკონტროლებელი უწყება კანონის აღსრულებისთვის მზადაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5190442

---

 

27.04.2018

არხი:  იმედი 

გადაცემა:     იმედის დილა

შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მზაობა და მისი დამოუკიდებლობა-არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც პრობლემური იქნება შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების პროცესში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ინსპექტირების მაქსიმალური დამოუკიდებლობა კორუფციული რისკების თავიდან ასარიდებლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5190850

---

 

26.04.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა:     დღის მთავარი თემა 20:00

შრომის ინსპექციამ კომპანიებში უსაფრთხოებასთან ერთად შრომითი უფლებების საკითხის შესწავლაც დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლია. პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო პროექტს ამზადებს რომელიც ინსპექციას შრომითი უფლებების გაკონტროლების მანდატს მიანიჭებს. ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტე პროგრამის ფარგლებში შრომითი უფლებების ნაწილის შესწავლა მიმდინარე წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით 20-მდე კომპანია შემოწმებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5190204

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189815

---

 

26.04.2018

არხი:    ტელეკომპანია იბერია 

გადაცემა:    ახალი ამბები 13:00

საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში. არსებული ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა უკვე დატოვა. ის გარდა მინისტრის მოადგილისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებს. თანამშრომლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას. მათი თქმით, დავით სერგეენკოს მათთვის მინისტრის მოადგილე ჯერ არ წარუდგენია. ცნობილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს კი მიხეილ დუნდუა დაიკავებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილის პოსტი შესაძლოა სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188986

ტელეკომპანია იბერია -ახალი ამბები 11:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188450

---

 

26.04.2018

არხი:   იმედი  

გადაცემა:     ქრონიკა 20:00

2 წლის ნენე მოდებაძის მშობლები იაშვილის კლინიკის ექიმებს უჩივიან. როგორც ირკვევა პაციენტს 2 წლის წინ ბავშვს სწორედ ამ საავადმყოფოში გაუკეთდა ოპერაცია, რა დროსაც მას ორგანიზმში დოლბანდი ჩაუტოვეს. გოგონა ფრანგმა ექიმებმა გადაარჩინეს, რომლებმაც ღვიძლის გადანერგვისას ორგანიზმში უცხო სხეული იპოვეს. მომხდარს შსს იძიებს. შემთხვევას სწავლობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5190125

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189202

---

 

26.04.2018

არხი:   რუსთავი 2  

გადაცემა:   სხვა შუადღე

პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი თამბაქოს მოხმარების შესახებ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ადგილებში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189220

---

 

26.04.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 18:00  

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მცხოვრებ ოჯახს სახლი რამდენიმე თვის წინ დაეწვა. მერიამ მათ მხოლოდ ერთჯერადი 1000 ლარიანი დახმარება აღმოუჩინა. სხვა ყველა სახის დახმარებაზე კი უარი უთხრა. მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად დახარჯული მილიონების ნაცვლად, ბიუჯეტის თანხა სოციალურად დაუცველებს მოახმარონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189947

---

 

26.04.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 18:00

ხმაური კოჯორში - ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა კომპანია „თელასის“ წარმომადგენლებს დენის გათიშვის უფლება არ მისცეს. ადგილობრივთა განმარტებით, ელექტროენერგიის საფასურს 28 ოჯახს ხუთი წელი მერია უხდიდა. ბოლო სამი თვე კი გადახდა შეწყვიტა, რის გამოც, მათ დავალიანება დაუგროვდათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189924

---

 

26.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:     ახალი ამბები 13:00

მეტროს მემანქანეთა პროფკავშირი დედაქალაქის მერიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 3 დღეს აძლევს. მემანქანეები ვიცე-მერთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორთან ერთად 3 საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა. დედაქალაქის მერმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა არ იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189014

---

 

26.04.2018

არხი:    ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:    ახალი ამბები 13:00

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უკრაინელმა ექსპერტებმა 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაასრულეს. მოკვლევის შემდეგ სამთო-ინჟინრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს დღეს დატოვებენ, თავიანმთ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში მოამზადებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188555

---

 

26.04.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა:     ახალი ამბები 10:00

დავით სერგეენკომ გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები დააჯილდოვა. დავით სერგეენკომ მათ სიგელები პირადად გადასცა. გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ინციდენტი 16 აპრილს მოხდა. საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები დაშავდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188261

---

 

26.04.2018

არხი:   რუსთავი 2  

გადაცემა:     კურიერი 18:00

8 წლის ირაკლი მურჯიკნელს რომელსაც მოულოდნელად ლეიკემიის მწვავე ფორმა აღმოაჩნდა სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. ბავშვმა თურქეთის კლინიკაში უკვე გაიარა მკურნალობის პირველი კურსი და მის გასაგრძელებლად ოჯახს თანხა აღარ აქვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5189965

---

 

 

 

ინტერნეტი

26.04.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142302&lang_id=ge

იაშვილის კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცი, მას შემდე დაივიწყეს, რაც BGEO ჯგუფი შევიდა

ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი თვის ბავშვისთვის გაკეთებული ოპერაციის ფატალურ შეცდომაზე, ფრანგი ექიმები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა ნენეს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩინეს. დღეს ამ ფაქტის სამართლებრივ შეფასებაზე საქართველოში სამართალდამცველები და ადამიანის უფლებების დამცველები ერთობლივად მსჯელობენ. გამოძიება უკვე მუშაობს და სავარაუდოდ კონკრეტული ექიმის ბრალეულობაზეც გამოიტანს დასკვნა. თუმცა რეალური მიზეზების დადგენა და მით უმეტეს, მასზე შემდგომი რეაგირება, რა თქმა უნდა, მის კომპეტენციაში არ შედის. ამისათვის ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო არსებობს, რომლის მინისტრმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ „ამ კლინიკაში ყველაფერი რიგზე არ არის.“ მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, რეაგირება აგვიანებს. დღესაც, ვისაც შეხება ჰქონია ბავშვთა მთავარ საავადმყოფოსთან, ხშირად საუბრობენ პრობლემებზე - დაწყებული ელემენტარული უყურადღებობით, ხშირად ფატალური შედეგით დასრულებულ ოპერაციებზე. მსოფლიო მედიცინაში წარუმატებელი ფაქტები არავის უკვირს, თუმცა ვინც კარგად იცის იაშვილის კლინიკის შიდა სამზარეულო, ისინი მთავარ პრობლემას სულ სხვა მიმართულებით ხედავენ. უკვე ყოფილი, დღეს დასაქმებული ექიმები თუ ექსპერტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ორიენტირებულია ფინანსებზე და არა პაციენტის მომსახურებაზე. მათი თქმით, კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცმა უკანა პლანზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სისტემით არაპროფილური მიმართულების, წმინდად კომერციული ინტერესების მქონე  „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი კორპორაცია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ GHG დაინტერესდა. კორპორაცია „სამედიცინო კორპორაცია „ევექსს„ და  სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების  ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.  „ევექსი“ ქართულ ბაზარზე დღეს 44 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი. სხვათა შორის, 2015 წელს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, როგორც წარმატებული ბიზნეს სუბიექტი, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსდა და  100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალიც მოიზიდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან და შეფასებებიდან ჩანს, რომ ამ ინვესტიციას არც უშუალოდ „ევექსის“ საავადმყოფოების (მათ შორის, იაშვილის კლინიკის) განვითარებაზე და არც იქ დასაქმებულ მედპერსონალის ფინანსურ მდგომარეობაზე  არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც საბოლოოდ პაციენტზე უნდა ასახულიყო. ლოგიკურად იბადება კითხვა, სად წავიდა ეს თანხა? მოხმარდა თუ არა იგი საავადმოყოფოების განვითარებას, რის პირობასაც თავად კორპორაციის ხელმძღვანელები დებდნენ თუ არამიზნობრივად დაილექა კონკეტული პირების ჯიბეებში? ფაქტია, ფინანსური პრობლემები პერიოდულად იმდენად მწვავედ იჩენს თავს  „ევექსში“ , რომ ექიმები იძულებულნი არიან თეთრი ხალათი გაიხადონ. მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებიდან რამდენიმე დღეში „ევექსის“თანამშრომლები ხელფასის დაგვიანების გამო გაიფიცნენ. ამავე მიზეზით, ოთხი თვის წინ საპროტესტო აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკაში.  ეს მაშინ, როცა ბიჯიო ჯგუფის (საქართველოს ბანკი) გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ 2017 წელს, გადასახადების ჩათვლით,  5,097,000 აშშ დოლარი შეადგინა. (ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე „კომერსანტი“ ვრცლად წერდა). სწორედ  გილაურს ავალია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფზე“ და მასში შემავალი კორპორაციებზე ზედამხედველობა. თუმცა კორპორაციის მიმართ თანამშრომელთა პრეტენზიები ამით არ შემოიფარგლბა.   რამდენიმე წლის წინ „ევექსში„ არსებულ სისტემურ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ კლინიკის „ახალი სიცოცხლის” ექიმები, რის გამოც რამდენიმე ათეულმა მედიკოსმა და მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ კლინიკა დატოვეს და   საზოგადოება და ჯანდაცვის სამინისტრო გააფრთხილეს, რომ სისტემური პრობლემის გამო კლინიკა ხშირ შემთხვევაში არა პაციენტზე, არამედ ინვესტორის მოგებაზეა ორიენტირებული. როგორ გაიგეს ეს გზავნილი ქვეყნის ჯანდაცვაზე პასუხისმგებელმა პირებმა, რა ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს იმ დროს, როდესაც კერძო საავადმყოფოებში პაციენტების მომსახურების წყვეტა ხდება, რა დგას „ევექსისადმი“ ჯანდაცვის სამინისტროს ლოიალური პოზიციის უკან – სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსნის ინტერესები, თუ გულგრილობა? - ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომელსაც „კომერსანტი“ უკვე რამდენიმე წელია სვამს, მაგრამ არც ამ თემაზე და არც „ევექსთან“ დაკავშირებულ სხვა პრობლემაზე, რომელზეც ჩვენს არაერთი სტატიაში იყო საუბარი, ჯანდაცვის სამინისტროს არ უსაუბრია. უწყება ამ პრობლემაზე ქმედით რეაგირებას ვერ ახდენს და შესაბამისად, ქართული სამედიცინო სისტემის შეცდომების გამოსწორება უცხოელ კოლეგებს უწევთ, რაც არა მხოლოდ ავადმყოფის მდგომარეობაზე, არამედ ქვეყნის   იმიჯზეც უარყოფითად აისახება.

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotmedikamentebze-gaweuli-magali-danaxarjebi-jandacvis-gamowvevad-rchebaquot/18867/

"მედიკამენტებზე გაწეული მაღალი დანახარჯები ჯანდაცვის გამოწვევად რჩება"

მედიკამენტებზე გაწეული მაღალი დანახარჯები ჯანდაცვის გამოწვევად რჩება. ფარმაცევტული ბაზრის და ჯანდაცვის სექტორის ნაკლოვანებები სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის დამატების მიუხედავად, სახალხო დაცველი მიიჩნევს, რომ მეტი ცვლილებაა საჭირო. კერძოდ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ დაავადებების და მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა, რომელიც პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაფინანსებას საჭიროებს. „მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს დანახარჯები სამკურნალო საშუალებებზე, რაც მუდმივად იზრდება და მათ მიერ ჯანდაცვაზე გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს უტოლდება. საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი ელემენტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის სისტემური რეფორმა, რომლის შედეგადაც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს ამბულატორიული მოხმარების მედიკამენტებზე გაეზრდებათ ხელმისაწვდომობა.644 მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს გენერიკების645 ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე ელექტრონული რეცეპტის სისტემის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ორიგინალი ბრენდების გენერიკებით ჩანაცვლებას. უნდა გაგრძელდეს წამლების ფიზიკური ხელმისაწვდომობის რეგულარული მონიტორინგი, რეცეპტით გამოწერილ პრეპარატებში გენერიკების ხვედრითი წილის კონტროლი“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/191776-2017-tslidan-dghemde-saqarthveloshi-145-sazghvargareth-3-bavshvi-gashvilda.html?lang=ka-GE

2017 წლიდან დღემდე საქართველოში 145, საზღვარგარეთ 3 ბავშვი გაშვილდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 127 ბავშვი გაშვილდა, საზღვარგარეთ - 2 ბავშვი. 2018 წელს, დღემდე საქართველოში - 18 ბავშვი, საზღვარგარეთ - 1 ბავშვი. 2018 წლის მარტის მდგომარეობით, თავშესაფრით სარგებლობს 188 ბავშვი, აქედან დღის ცენტრით - 140 ბავშვი, სადღეღამისო თავშესაფრით - 48 ბავშვი. 2017 წელს - 270 ბავშვი, აქედან დღის ცენტრით - 186 ბავშვი, სადღეღამისო თავშესაფრით - 84 ბავშვი. 2016 წელს - 239 ბავშვი, აქედან დღის ცენტრით - 162 ბავშვი, სადღეღამისო თავშესაფრით - 77 ბავშვი. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 6 დღის ცენტრი და 6 სადღეღამისო თავშესაფარი, აქედან თბილისში - 4 დღის ცენტრი და 4 სადღეღამისო თავშესაფარი, რუსთავში - 1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი, ქუთაისში - 1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489966-2017-tslidan-dghemde-saqarthveloshi-145-da-qveynis-gareth-3-bavshvi-gashvilda.html?ar=A

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/191726-asethi-ram-khdeboda-da-kidev-mokhdeba-chventhanac-evropashi-da-amerikashic-iashvilis-klinikis-qirurgi.html?lang=ka-GE

„ასეთი რამ ხდებოდა და კიდევ მოხდება, ჩვენთანაც, ევროპაში და ამერიკაშიც“ - იაშვილის კლინიკის ქირურგი

იაშვილის კლინიკის ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე, იაშვილის კლინიაკსთან დაკავშირებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში ჩარჩენილი ტამპონი „ადამიანური ფაქტორია" და ამისგან არავინაა დაზღვეული. „რამდენიმე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო "იაშვილის კლინიკის სკანდალს". დღეს ძალიან ადვილია წამოიწყო ჯვაროსნული ომი კლინიკისა და ექიმების წინააღმდეგ. დღეს ყველა სააგენტოს მთავარ ნიუსად ჰქონდა გამოტანილი ისტორია, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია, არ დადებულა კომპეტენტური დასკვნა. ვიცი მძიმე ტვირთს ვიღებ ჩემს თავზე, ვიცი ლანძღვა - გინების ნიაღვარიც არ ამცდება, მაგრამ საქმე ეხება ჩემს კოლეგას, რომელსაც ათასობით უიმედო ბავშვი ჰყავს გადარჩენილი და არა ერთი ოპერაცია აქვს საქართველოში პირველად ჩატარებული. გაგიკვირდებათ და თავად ამ ბავშვის სიცოცხლეც სწორედ მისი დამსახურებაა. დავიწყოთ თავიდან: ბავშვი დაიბადა 6 თვიანი, წონით 1300. ახალშობილთა რეანიმაციის ექიმებისა და ექთნების თავდადებული შრომის შედეგად მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება და მისი გამოზრდა კუვეზში. სამწუხაროდ პატარას აღმოაჩნდა უმძიმესი, თანდაყოლილი პათოლოგია - სანაღვლე გზების ატრეზია. ეს გახლავთ პათოლოგია, რომლის დროსაც ღვიძლი გამოიმუშვებს ნაღველს, მაგრამ არ გააჩნიაარც სადინრები და არც ნაღვლის ბუშტი რათა მოხდეს ნაწლავში მისი ჩადინება. შესაბამისად ვითარდება ე.წ. ბილიარული ცეროზი და თუ არ მოხდა ღვიძლის გადანერგვა, პაციენტი 5-8 თვეში აუცილებლად იღუპება. ეს დიაგნოზი, სულ რაღაც 5-6 წლის წინ. განაჩენი იყო და ყველა განიხილავდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელ პათოლოგიას. სწორედ ჩემმა კოლეგა ქირურგმა, საკუთარი რეპუტაციის რისკისა და ნერვების ფასად დაიწყო ე.წ. კასაის ოპერაციის კეთება, რომელიც გულისხმობს პაციენტის წვრილი ნაწლავით, ნაღვლის ხელოვნური სადინარის შექმნას. ეს გახლავთ ბავშვთა ქირურგიაში, ერთ-ერთ ურთულესი ოპერაცია და ქირურგისგან ითხოვს უმაღლეს პილოტაჟს. ოპერაცია პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს 2-3 წლით, საშუალებას აძლევს მიაღწიოს ღვიძლის გადანერგვამდე. რომ არა ქირურგის ჟინი და თავდადება, ახლის კეთების დაუძლეველი სურვილი და მაღალი პროფესიონალიზმი, ეს და მისი მსგავი ათამდე პაციენტი, დღეს დიდი ხნის დაღუპულები იქნებოდნენ. რაც შეეხება "ჩარჩენილ ტამპონს", ალბათ ყველა ქირურგი დამეთანხმება, რომ ამისგან არავინ ვართ დაზღვეული. ოპერაცია უმძიმესი სტრესია, მითუმეტეს ახალშობილზე და თან უმაღლესი სირთულის, სანამ არსებობს "ადამიანური ფაქტორი" ასეთი რამ ხდებოდა და კიდევ მოხდება, ჩვენთანაც, ევროპაში და ამერიკაშიც. მე თავად ვარ დასწრებული ოპერაციას, როდესაც ქართული ქირურგიის კორიფედ წოდებულ პროფესორის ნაოპერაციევ პაციენტს 3 თვის შემდეგ, 20 სანტიმეტრიანი ლითონის ინსტრუმენტი ამოუღეს მუცლის ღრუდან.. დღეს ჩემი კოლეგა გამარჯვებულია, რადგან მისმა გაკეთებულმა ოპერაციამ საშუალება მისცა პატარა პაციენტს ღვიძლის გადანერგვამდე მიეღწია. უმადურობა მომაკვდინებელი ცოდვაა. ნუ დასჯით გამარჯვებულებს, შეარჩინეთ მარჯვენა ოსტატებს...

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/199690-davit-sergeenkom-samedicino-daxmarebis-processi-cartuli-pirebi-daajildova

დავით სერგეენკომ სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები დააჯილდოვა

გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა. დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის, ღუდუშაურის საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს 26 თანამშრომელს სიგელები პირადად გადასცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ყოველ მათგანს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ინციდენტი 16 აპრილს მოხდა. საძელეს მონაკვეთზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები დაშავდნენ. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ნაწილს სამედიცინო მომსახურება რეგიონული ჯანდაცვის გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღმოუჩინეს, ხოლო დანარჩენები სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა“ და „მედიქლაბჯორჯია“-ში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა. ავთანდილ თალაკვაძე - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ზაურ ჯიქია - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/108857-gudauris-incidentis-shedegad-dashavebulta-samedicino-dakhmarebis-processhi-chartuli-pirebi-jandacvis-ministrma-daajildova

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/shromis-bazarze-motkhovnad-propesiebshi-samushaos-madziebelta-propesiul-momzadeba-daitsqo

შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი პროგრამაში ჩართულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდა. პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შემუშავდა წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელმაც გამოავლინა 51 მოთხოვნადი პროფესია. პროფესიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებ-პროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენდი, შემდუღებელი, ბუღალტერი. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 თვემდე, პროფესიების შესაბამისად (სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე - 1000 ლარს. პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს. ისინი წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და ბათუმი. გარდა მოკლევადიანი კურსებისა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით - 200 ლარს გადაუხდის. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება – სტაჟირება, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად დაწყებულია სუბსიდირების პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი. პროგრამაში ჩასართავად სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვის მსურველებმა უნდა მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეარჩევენ სასურველ პროფესიას და დარეგისტრირდებიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე პროგრამაში ჩართვის მსურველად. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს. ამით სახელმწიფო მათ უქმნით დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge. 2017 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" პროფესიული მომზადება-გადამზადების კომპონენტით მოსარგებლე 2130 სამუშაოს მაძიებლიდან, ამ ეტაპზე, დასაქმებულია 551 სამუშაოს მაძიებელი.

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64440

25 წლის მამუკა იაკობიძეს სასწრაფოდ გულის გადანერგვა ესაჭიროება

25 წლის მამუკა იაკობიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა. ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, ამიტომ მან 130.000 დოლარი უნდა შეაგროვოს მინსკში გადასაფრენად და გულის გადასანერგად. მამუკა თეთრი წყაროს რაიონი სოფელი ივანოვკადანაა. მას მეუღლე გვანცა და ორი შვილი- 4 წლის საბა და 7 თვის სანდრო ჰყავს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ასევე მამუკა არის პირველი ჯგუფის ინვალიდი. მას არ შეუძლია მუშაობა. ოჯახური პირობების გამო, ისინი ვერ ახერხებენ თანხის მოძიებას. იმისთვის, რომ ახალგაზრდა ბიჭის გული არ გაჩერდეს, საზოგადოების დახმარებაა საჭირო. მამუკას ოპერაცია 20 მაისამდე უნდა გაუკეთდეს, მისი მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. გავერთიანდეთ, გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. მამუკას პირადი ანგარიშის ნომერია : GE03LB0711120781740000 საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის დარეკეთ 0 901 700 177 ( ზარის ღირებულება 1 ლარი ) ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში ,მთელი საქართველოს მაშტაბით.(მინიმალური შენატანი 1 ლარი) ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი. საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი : TBCBGE22 GE34TB7319436080100002 GEL GE78TB7319436180100002 USD GE08TB7319436180100001 EUR საქართველოს ბანკი: BAGAGE22 GE10BG0000000667885400 GEL GE10BG0000000667885400 USD GE10BG0000000667885400 EUR მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი დანიშნულებაში მიუთითეთ: მამუკას გადასარჩენად

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36108/patsients-ertert-sameditsino-datsesebulebashi-rekomendatsiad-lotsva-gamoutseres

პაციენტს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს

პაციენტს თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს.  „რეკომენდაცია: ლოცვა, ნატურალური პროდუქტებით კვება, მხიარული და კეთილი განწყობა ყველასა და ყველაფრისადმი“, - ეს გაცემული რეკომენდაციების ნაწილია. „ლიბერალი“ ეკატერინე ქიმუცაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული რეკომენდაცია გასცა. ქიმუცაძის თქმით, ანალიზის აღება თბილისის კარდიოლოგიურ საავადმყოფოში არის შესაძლებელი. კლინიკა უზნაძის N49-ში მდებარეობს - საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ქ.თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო“ თბილისის მერიის საკუთრებაა. ქიმუცაძესთან ვიზიტი 70 ლარი ღირს. შეკითხვაზე თუ რა სახის ლოცვებია რეკომენდებული, იგი გვპასუხობს, რომ „ჩვეულებრივი „მამაო ჩვენოც" საკმარისია“. მან მეტი ინფორმაციის მისაღებად Hemoscan.ge-ის შემოწმებაც გვირჩია. ვებგვერდის მიხედვით ქიმუცაძე ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ჰემოსკანირების სპეციალისტია. ამავე წყაროს თანახმად, ჰემოსკანირება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პლაზმისა და სისხლის ფორმიანი ელემენტების მორფოლოგიური ცვლილებების საფუძველზე ორგანიზმში მიმდინარე, უკვე ჩამოყალიბებული და მოსალოდნელი დაავადებები. დიაგნოსტირებას 15-20 წუთი ესაჭიროება, სამკურნალოდ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გამოიყენება. „ლიბერალი“ ესაუბრა კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორს, თეიმურაზ შენგელიას, რომლის თქმით, ეკატერინე ქიმუცაძე, ნამდვილად მუშაობს კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში, თუმცა კლინკის ექიმი არ არის, არამედ იქ ოფისი აქვს ნაქირავები. „რამდენადაც ვიცი, ის ფუნქციურ დიაგნოსტიკას აკეთებს“, - ამბობს კლინიკის დირექტორი. მისი ინფორმაციით ეკატერინე ქიმუცაძე ბიოლოგია.

---

 

ბეჭდვითი მედია

27.04.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

იაშვილის კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცი მას შემდეგ დაივიწყეს, რაც იქ BGEO ჯგუფი შევიდა

ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში. საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი თვის ბავშვისთვის გაკეთებული ოპერაციის ფატალურ შეცდომაზე, ფრანგი ექიმები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა ნენეს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩინეს. დღეს ამ ფაქტის სამართლებრივ შეფასებაზე საქართველოში სამართალდამცველები და ადამიანის უფლებების დამცველები ერთობლივად მსჯელობენ. გამოძიება უკვე მუშაობს და სავარაუდოდ კონკრეტული ექიმის ბრალეულობაზეც გამოიტანს დასკვნა. თუმცა რეალური მიზეზების დადგენა და მით უმეტეს, მასზე შემდგომი რეაგირება, რა თქმა უნდა, მის კომპეტენციაში არ შედის. ამისათვის ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო არსებობს, რომლის მინისტრმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ „ამ კლინიკაში ყველაფერი რიგზე არ არის.“ მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, რეაგირება აგვიანებს. დღესაც, ვისაც შეხება ჰქონია ბავშვთა მთავარ საავადმყოფოსთან, ხშირად საუბრობენ პრობლემებზე - დაწყებული ელემენტარული უყურადღებობით, ხშირად ფატალური შედეგით დასრულებულ ოპერაციებზე. მსოფლიო მედიცინაში წარუმატებელი ფაქტები არავის უკვირს, თუმცა ვინც კარგად იცის იაშვილის კლინიკის შიდა სამზარეულო, ისინი მთავარ პრობლემას სულ სხვა მიმართულებით ხედავენ. უკვე ყოფილი, დღეს დასაქმებული ექიმები თუ ექსპერტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ორიენტირებულია ფინანსებზე და არა პაციენტის მომსახურებაზე. მათი თქმით, კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცმა უკანა პლანზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სისტემით არაპროფილური მიმართულების, წმინდად კომერციული ინტერესების მქონე „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი კორპორაცია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ GHG დაინტერესდა. კორპორაცია „სამედიცინო კორპორაცია „ევექსს„ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. „ევექსი“ ქართულ ბაზარზე დღეს 44 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი. სხვათა შორის, 2015 წელს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, როგორც წარმატებული ბიზნეს სუბიექტი, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსდა და 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალიც მოიზიდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან და შეფასებებიდან ჩანს, რომ ამ ინვესტიციას არც უშუალოდ „ევექსის“ საავადმყოფოების (მათ შორის, იაშვილის კლინიკის) განვითარებაზე და არც იქ დასაქმებულ მედპერსონალის ფინანსურ მდგომარეობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც საბოლოოდ პაციენტზე უნდა ასახულიყო. ლოგიკურად იბადება კითხვა, სად წავიდა ეს თანხა? მოხმარდა თუ არა იგი საავადმოყოფოების განვითარებას, რის პირობასაც თავად კორპორაციის ხელმძღვანელები დებდნენ თუ არამიზნობრივად დაილექა კონკეტული პირების ჯიბეებში? ფაქტია, ფინანსური პრობლემები პერიოდულად იმდენად მწვავედ იჩენს თავს „ევექსში“ , რომ ექიმები იძულებულნი არიან თეთრი ხალათი გაიხადონ. მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებიდან რამდენიმე დღეში „ევექსის“თანამშრომლები ხელფასის დაგვიანების გამო გაიფიცნენ. ამავე მიზეზით, ოთხი თვის წინ საპროტესტო აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკაში. ეს მაშინ, როცა ბიჯიო ჯგუფის (საქართველოს ბანკი) გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ 2017 წელს, გადასახადების ჩათვლით, 5,097,000 აშშ დოლარი შეადგინა. (ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე „კომერსანტი“ ვრცლად წერდა). სწორედ გილაურს ავალია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფზე“ და მასში შემავალი კორპორაციებზე ზედამხედველობა. თუმცა კორპორაციის მიმართ თანამშრომელთა პრეტენზიები ამით არ შემოიფარგლბა. რამდენიმე წლის წინ „ევექსში„ არსებულ სისტემურ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ კლინიკის „ახალი სიცოცხლის” ექიმები, რის გამოც რამდენიმე ათეულმა მედიკოსმა და მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ კლინიკა დატოვეს და საზოგადოება და ჯანდაცვის სამინისტრო გააფრთხილეს, რომ სისტემური პრობლემის გამო კლინიკა ხშირ შემთხვევაში არა პაციენტზე, არამედ ინვესტორის მოგებაზეა ორიენტირებული. როგორ გაიგეს ეს გზავნილი ქვეყნის ჯანდაცვაზე პასუხისმგებელმა პირებმა, რა ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს იმ დროს, როდესაც კერძო საავადმყოფოებში პაციენტების მომსახურების წყვეტა ხდება, რა დგას „ევექსისადმი“ ჯანდაცვის სამინისტროს ლოიალური პოზიციის უკან – სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსნის ინტერესები, თუ გულგრილობა? - ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომელსაც „კომერსანტი“ უკვე რამდენიმე წელია სვამს, მაგრამ არც ამ თემაზე და არც „ევექსთან“ დაკავშირებულ სხვა პრობლემაზე, რომელზეც ჩვენს არაერთი სტატიაში იყო საუბარი, ჯანდაცვის სამინისტროს არ უსაუბრია. უწყება ამ პრობლემაზე ქმედით რეაგირებას ვერ ახდენს და შესაბამისად, ქართული სამედიცინო სისტემის შეცდომების გამოსწორება უცხოელ კოლეგებს უწევთ, რაც არა მხოლოდ ავადმყოფის მდგომარეობაზე, არამედ ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად აისახება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5190390&name=27.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

იაშვილის კლინიკის ქირურგი ჩარჩენილ დოლბანდზე: ამისგან არავინ ვართ დაზღვეული

იაშვილის კლინიკის ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე, მედიაში გავრცლებულ ფაქტს და იაშვილი კლინიკის სკანდალს ეხმაურება: "ვიცი მძიმე ტვირთს ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ საქმე ეხება ჩემს კოლეგას, რომელსაც ათასობით უიმედო ბავშვი ჰყავს გადარჩენილი და არა ერთი ოპერაცია აქვს საქართველოში პირველად ჩატარებული. გაგიკვირდებათ და თავად ამ ბავშვის სიცოცხლეც სწორედ მისი დამსახურებაა. ბავშვი დაიბადა 6 თვიანი, წონით 1300 გრ. ახალშობილთა რეანიმაციის ექიმებისა და ექთნების თავდადებული შრომის შედეგად მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება და მისი გამოზრდა კუვეზში. ჩემმა კოლეგა ქირურგმა, საკუთარი რეპუტაციის რისკისა და ნერვების ფასად დაიწყო ე.წ. კასაის ოპერაციის კეთება, რომელიც გულისხმობს პაციენტის წვრილი ნაწლავით, ნაღვლის ხელოვნური სადინარის შექმნას. ეს გახლავთ ბავშვთა ქირურგიაში ერთ-ერთ ურთულესი ოპერაცია. ოპერაცია პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს 2-3 წლით, საშუალებას აძლევს მიაღწიოს ღვიძლის გადანერგვამდე. რომ არა ქირურგის ჟინი და თავდადება, ეს და მისი მსგავი ათამდე პაციენტი, დღეს დიდი ხნის დაღუპულები იქნებოდნენ. რაც შეეხება "ჩარჩენილ ტამპონს", ალბათ ყველა ქირურგი დამეთანხმება, რომ ამისგან არავინ ვართ დაზღვეული. ოპერაცია უმძიმესი სტრესია, მითუმეტეს ახალშობილზე და თან უმაღლესი სირთულის, სანამ არსებობს "ადამიანური ფაქტორი" ასეთი რამ ხდებოდა და კიდევ მოხდება ჩვენთანაც, ევროპაში და ამერიკაშიც. მე თავად ვარ დასწრებული ოპერაციას, როდესაც ქართული ქირურგიის კორიფედ წოდებულ პროფესორის ნაოპერაციევ პაციენტს 3 თვის შემდეგ, 20 სანტიმეტრიანი ლითონის ინსტრუმენტი ამოუღეს მუცლის ღრუდან", დაწერა სოციალურ ქსელში ლევან ფერაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5190373&name=27.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&3lang=Ge

---