From : Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania; Noe Kinkladze; Nato Dolidze; nata.dolidze@yahoo.com
Subject : pr statgareshe
Cc : Maia Gotiashvili
Received On : 31.01.2018 10:33
Attachments :

 

 

მოგესალმებით, კოლეგებო!

 

მოგახსენებთ, რომ იანვრის თვეში შტატიანი თანამშრომლების სახელფასო სარგოს თემაზე მუშაობისას ეკონომიკურ დეპარტამენტთან შედგა შეთანხმება მასზედ, რომ მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება თებერვლის თვიდან გათანაბრებოდა  ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი შტატიანი თანამშრომლების ხელფასის ოდენობას.

წლის დასაწყისშივე ეს ცვლილება ვერ განხორციელდებოდა იმ მიზეზით, რომ შტატგარეშე თანამშრომლებს უკვე გაფორმებული ჰქონდათ ერთთვიანი (2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრამდე) ხელშეკრულებები, ამიტომ ცვლილების შეტანა დაიგეგმა დარჩენილ პერიოდში (2018 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე).

ბუღალტერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტის საფუძველზე შევადგინეთ აღნიშნული სახელფასო სარგოს ნუსხა   და მივაწოდეთ ეკონომიკურ დეპარტამენტს. ველით მათგან რეაგირებას და მოგმართავთ თხოვნით, ახალი შრომითი ხელშეკრულების შედგენისას,  გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი.

 

 

პატივისცემით,

 

მაია თაბაგარი

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0159, აკაკი წერეთლის გამზ 144

მობ: +995 599 693333

 

 

p.s. მიმაგრებულ დოკუმენტში გთხოვთ, იხილოთ შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ნუსხა