From : Ekaterine Meshveliani <emeshveliani@mfa.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : press release
Received On : 24.01.2018 16:01

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, . ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142- სესიის  პარალელურად, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. ღონისძიება მთლიანად დაეთმო საქართველოს საკითხსა და ჯანდაცვის სფეროში ქვეყნის მიღწევებს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

 

ღონისძიების ფარგლებში დავით სერგეენკო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. კერძოდ მინისტრმა, დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და მის სპეციფიკაზე, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობის საკითხზე.

 

პანელს ფასილიტატორობას უწევდა ევროპის რეგიონის დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი. ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სეგმენტი, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიიდან დაისვა შეკითხვები და გაკეთდა კომენტარები. მინისტრმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გამოეხმაურა კომენტარებს.

 

 

Ekaterine Meshveliani

Counsellor
Mission permanente de la Géorgie aupr ès de l'ONU et 
des autres Organisations Internationales à Genève 
Rue Richard Wagner 1 
1202 Genève 
Tel: 
+41 22 919 10 16 
Mob:  
+41798806730