| From : | Belkania |
| To : | Tamar Barkalaia |
| Subject : | ბრუსელში ვიზიტი |
| Received On : | 29.03.2018 16:01 |
| Attachments : |
თამუნა,
25 აპრილს ბელგიაში, ქ. ბრიუსელში ტარდება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) რიგით მე-11 შეხვედრა. თანდართულია დღის წესრიგი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ანგარიში.
დღის წესრიგის წინასწარი ვერსიისა და ანგარიშის თანახმად, შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა: ბავშვთა თავშესაფრები, ქალთა მიმართ ძალადობა, შშმ პირთა უფლებები, შრომის უსაფრთხოება, შრომის ინსპექტირება, სამმხრივი სოციალური დიალოგი და სხვ.
ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელიდან ელოდება (4 აპრილისთვის) დეტალურ დღის წესრიგს, რომლის მიღების შემდგომ გამართავს უწყებათაშორის შეხვედრას მინისტრის მოადგილეების დონეზე, რათა განისაზღვროს რომელი უწყება კონკრეტულად რა თემებს დაფარავს.
ამასთან, ქართულ მხარეს ევალება შეხვედრამდე ორი კვირით ადრე (10 აპრილისთვის) დღის წესრიგით გათვალისიწნებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის ინგლისურ ენაზე მიწოდება.
ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს შესაბამისი წარმომადგენლის დასახელებას.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232