| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Nino Shubladze; Nino Mamaladze; Kakha Dzimistarishvili; Dato Bibilashvili; Misha Janiashvili; Natia Khmaladze; Nutsi Odisharia; Marina Darakhvelidze; Elza Jgerenaia |
| Subject : | თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1 ივლისიდან |
| Cc : | Noe Kinkladze |
| Received On : | 17.05.2017 16:30 |
| Attachments : |
კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ ა.წ. 1 ივლისიდან ძალაში შედის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი. აღნიშნული კანონის თანახმად 1 ივლისიდან დანამატი უქმდება. აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს პროექტის სახით უნდა წარვუდგინოთ თანამდებობრივი სარგო თითოეული თანამშრომლის, რომელიც მოიცავს ერთად ხელფასს და დანამატსაც.
თანდართული ფაილით გიგზავნით თითოეული დეპარტამენტის უფროსის მიერ შესავსებ ფორმას. ფორმაში უნდა ჩაწეროთ თქვენი თანამშრომლების ყოველთვიური ანაზღაურება (ხელფასს + დანამატი).
ფორმის შევსების დროს გაითვალისწინეთ:
გრაფაში - მოქმედი სარგო და 1 თვის ფონდი - აღნიშნულია მხოლოდ თანამშრომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, დანამატის გარეშე.
გრაფაში - ახალი სარგო და 1 თვის ფონდი - უნდა ჩაწეროთ ის თანხა (საშუალოდ), რასაც თქვენი თანამშრომელი იღებს ჯამურად (თანამდებობრივ სარგოს + ყოველთვიური დანამატი).
თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაამუშავებს ეკონომიკური დეპარტამენტი და შემდგომ საბოლოო ვარიანტს გაგაცნობთ.
გთხოვთ შევსებული ფორმა მომაწოდოთ ა.წ. 18 მაისის დღის ბოლომდე.
კითხვების შემთხვევაში მომმართეთ.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232