From : sbelkania@moh.gov.ge
To : sopo_belqania@yahoo.com
Subject : ინფო
Received On : 24.01.2018 23:30

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, .ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142- სესიის  პარალელურად, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დავით სერგეენკო მიწვეულ იყო მთავარ მომხსენებლად. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მინისტრმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტურ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.

 

პანელს ფასილიტატორობას უწევდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი. ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიიდან დაისვა შეკითხვები და გაკეთდა კომენტარები.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232