| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Marina Darakhvelidze; Nutsi Odisharia |
| Subject : | ლიტვის დელეგაციის ვიზიტი |
| Received On : | 15.03.2018 16:48 |
მოგესალმებით,
დამიკავშირდა ლიტვაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მაცნობა, რომ ლიტვის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი შეზღუდული შესაძლებლობებისა და შრომისუნარიანობის დამდგენი სამსახურის დირექტორს ბატონ მანფრედას ჟიმანტასს სურს ვიზიტი განახორციელოს საქართველოში და შეხვდეს კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. დელეგაციაში იქნება 4-5 ადამიანი, ვიზიტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 კვირა.
პირველ ეტაპზე აინტერესებთ თარიღი როდის შეიძლება, რომ ჩამოვიდნენ და ვინ შეიძლება უმასპინძლოს ლიტვის დელეგაციას.
გთხოვთ მომწეროთ ა.წ. 19 მარტისთვის თქვენი მოსაზრება თუ ვინ უმასპინძლებს დელეგაციას ჩვენი მხრიდან და ამის მიხედვით შევჯერდეთ თარიღებზე.
დიდი მადლობა.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232