From : sbelkania@moh.gov.ge
To : Nino Odisharia; Elza Jgerenaia; Natia Khmaladze; Marina Darakhvelidze; Mikheil Janiashvili; Ivane Bibilashvili; Kakhaber Dzimistarishvili; Noe Kinkladze; Maia Tabagari
Subject : მინისტრთან შეხვედრა
Cc : Nato <Dolidze>
Received On : 23.10.2017 13:50

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2018 წლის 1 იანვრიდან ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია დანერგოს შეფასების სისტემა, რითაც მოხდება თანამშრომლების შეფასება. აქედან გამომდინარე, UNDP-ის მხარდაჭერით ვიწყებთ აღნიშნული სისტემის შემუშავებაზე მუშაობას. პროცესში ჩართულია მოწვეული ექსპერტი ნინო ოხანაშვილი. ქალბატონი ნინოს და მინისტრის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა წინა კვირას. ასევე შეხვედრა შედგა მინისტრის მოადგილეებთან. შემდეგი ეტაპია თითოეულ დეპარტამენტის უფროსთან გასაუბრება. სამწუხაროდ დროში ძალიან შეზღუდულები ვართ ამიტომ შეხვედრები სასურველია ჩატარდეს ამ კვირაში. გთხოვთ გამოყოთ დრო მოწვეულ ექსპერტთან შესახვედრად. ინტერვიუს ხანრძლივობა 20 წუთი. შეხვედრის დეტალებზე დაგიკავშირდებათ ნატო დოლიძე (ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი). მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. საუკეთესო სურვილებით, სოფო ბელქანია ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159 მობ: +995 599 223232