| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | d.gogokhia@mof.ge |
| Subject : | მოსაწვევი - 7 მარტი |
| Received On : | 02.03.2017 11:48 |
მოგესალმებით,
გვაქვს პატივი მოვიწვიოთ ბატონი გიორგი 7 მარტს, 11:30 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ სემინარზე, თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარე რეფორმები. ადგილი: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი, მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 12-ე კილომეტრი (კლინიკა „ლანცეტის“ გვერდზე).
ღონისძიების მიზანია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებების განხილვა და მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პროგრამებთან შედარება. შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგებიან მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერი, ენის ბარიში, ასევე წამყვანი ეკონიმისტი, აპარნა სომანათანი. მოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია საქართველოში მიმდინარე საყოველთაო პროგრამის განვითარების შესაძლებლობებისა და მიმართულებების შესახებ.
სემინარი ჩატარდება მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური ფონდის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
გთხოვთ დამიდასტუროთ მისი დასწრება.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232