| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | მოხსენებითი ბარათი |
| Received On : | 04.08.2017 15:38 |
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარების მიღება ხორციელდებოდა ძირითადად სამი მიმართულებით:
1. ანალოგური ნომერი 116001 - თამბაქოს ცხელი ხაზი;
2. ანალოგური ნომერი 2394986 - ძირითადად შეტყობინებები და ტელეფონოგრამები ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით;
3. ციფრული ნომერი 2553939 - ცენტრის საერთო ცხელი ხაზი.
ამჟამად, ყველა მიმღები ნომერი გაერთიანდა და ერთიანი ციფრული ფორმატის ნომერი 116001 გახდა, საიდანაც უკვე შიდა სისტემის მეშვეობით ხდება ზარების გადამისამართება (1 - თამბაქო, 2 - ც-ჰეპატიტი, შიდა ნომერი - შესაბამის თანამშრომელთან დასაკავშირებლად და ასევე, ძირითადი ოპერატორი) შესაბამისი მიმართულებით.
ბოლო პერიოდში განხორციელებულმა და განსაკუთრებით ც-ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშრებულმა მიზანმიმართულმა აქტივობებმა (სამიზნე ჯგუფებში მასიურად დაგზავნილი SMS-ები, მოსახლეობაში დარიგებული ფლაერები, ცენტრის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის უფრო მეტად გააქტიურება და ა.შ.) მნიშვნელოვნად გაზარდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობა, ამასთანავე, შიდა ციფრულ სისტემაზე გადასვლამ განაპირობა ასევე სტატისტიკის გაუმჯობესება (ზარების დაფიქსირება), რომლის შედეგად ცხელ ხაზზე შემოსული საერთო ზარების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 5-6-ჯერ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შიდა სისტემის მოწესრიგემაბდე, ვერ ხდებოდა არასამუშაო საათებში და ასევე ანალოგურ ნომრებზე შემოსული ზარების სრულად აღრიცხვა).
აქვე მოგახსენებთ ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით მოცულ ძირითად საკითხებს/მიმართულებებს:
- თამბაქო;
- ც-ჰეპატიტი;
- ელექტრონული სისტემების დანერგვასთან (მოდულები: იმუნიზაცია, სტატისტიკა და ა.შ.) დაკავშირებით არასპეციფიკური, ზოგადი საკითხები;
- ცენტრის ფუნქციებთან და საერთო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.
ამ მოცემული საკითხებიდან, ზარების მიღება გაყოფილია პრაქტიკულად ორ მიმართულებად, ერთი თამბაქო, სადაც ზარების მიღება ხორციელდება არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის რამოდენიმე (5-7) თანამშრომლის მიერ მორიგეობით (ძირითადი ფუნქციურ საქმიანობის პარალელურად), და მეორე - ყველა სხვა დანარჩენი მიმართულება, სადაც ზარების მიღებას ახორციელებს მხოლოდ ერთი თანამშრომელი (შტატგარეშე მომუშავე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ცენტრის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სტატუსის მქონე პირს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ კვლავაც მოსალოდნელია ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციური მოცულობისა და არეალის გაზრდა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს ამ რგოლის გაძლიერება, რისთვისაც გთხოვთ თქვენს თანხმობას, რათა დამატებით აყვანილ იქნეს ორი შტატგარეშე თანამშრომელი - შედეგად ცხელი ხაზის ოპერატორთა გუნდი დაკომპლექტდება სამი პირისგან, რომელთა შორის განაწილდება ფუნქციები და ასევე, ერთმანეთს შეცვლიან არყოფნის დროს. დამატებით გაცნობებთ, რომ შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფა დაგეგმილია საგრანტო პროექტების ბიუჯეტის ფარგლებში.
ამასთან ერთად, დანართის სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას ცხელი ხაზის კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხების თაობაზე.
პატივისცემით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232