| From : | Belkania |
| To : | Maia Lagvilava; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Gia Tvalavadze; lashakiladze@yahoo.com; Zaza Sopromadze |
| Subject : | ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა |
| Cc : | David Sergeenko |
| Received On : | 18.04.2018 07:44 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
დანართის სახით გიგზავნით პარლამენტის მიერ წარმოდგენილ კონცეფციას სსკ 273-ე მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით და საბჭოს სამდივნოს მიერ შემუშავებულ დონორთა კოორდინაციის მექანიზმის პროექტს.
საბჭოს სხდომაზე შეთანხმების შესაბამისად, გთხოვთ:
- წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრება წარმოდგენილ მოდელთან დაკავშირებით კონცეფციის სახით ა/წ 20 აპრილამდე. მიღებულ ვერსიებს, საბჭოს სამდივნო მიაწოდებს პარლამენტს, რომელიც 30 აპრილს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე წარმოადგენს ოპტიმალურ შეჯერებულ ვერსიას საკანონმდებლო ცვლილების სახით.
- დონორთა კოორდინაციის მექანიზმთან დაკავშირებით არსებული საწინააღმდეგო/განსხვავებული მოსაზრებები გთხოვთ მომწეროთ ა/წ 20 აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი საბჭოს მხრიდან დამტკიცებულად ჩაითლება.
დიდი მადლობა.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232