From : sbelkania@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject : პასუხის პასუხი :)
Received On : 05.12.2017 00:03

ბატონი დავით,

 

როგორც გითხარით შეფასების ექსპერტი ნინო ოხანაშვილი და ასევე undp წარმომადგენელი იჭრიან ვენებს სსიპ არ გვინდაო, როცა ერთი სსიპ (სასწრაფო) უკვე გვყავდა ტრაინინგზე, სულ ქვევით არის ნინოს მიერ გმაოგზაცნილი პასუხი და აქ ჩემი რის მიწერასაც ვაპირებ თუ თქვენ დამეთანხმებითJ))

 

გამარჯობა ნინო,

 

როგორ ხართ?

 

არ ვიმყოფები საქართველოში და მაგიტომ გწერთ დაგვიანებით.

 

ნინო ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ ყველას ერთი ინტერესი გვაქვს და გვინდა რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს და პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულები ამაში. მე არც მიფიქრია სიტუაციის გაჭედვა ან ის რომ ვინმე სიტუაციას ჭედავს, რაღაც ახირების გამო, ან რა ახირებაზეა საუბარი საერთოდ ვერ ვხვდები.

მე მესმის, რომ მთავარი თქვენი აქცენტი არის სამინისტოზე და შესაბამისად მის ფარგლებში სისტემის დანერგვაზე, გთხოვთ მეც ნუ ჩამითვლით „ახირებაში“ მაგრამ სამინისტროში დანერგილი სისტემა ვერ იქნება წარმატებული და შედეგის მომტანი თუ იგივე არ გავრცელდება სსიპებზე, რადგან როგორც მოგეხსენებათ სსიპ არის სამინისტროს პოლიტიკის განმახორციელბელი. თუ განმახორცილემა სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ვერ შეასრულა სათანადოდ, სამინისტროს საქმიანობა ვერ შეფასედება დადებითად. აქედან გამომდინარე შემოგთავაზეთ მე დასაწყისშივე სსიპების ჩართულობა რაზეც მივიღე თანხმობა თქვენგან. როგორც ჩვენ შევთანხმდით სსიპ-ები იქნებიან ე.წ. მსმენელის როლში, რომ მეტი ინფორმაცია მოისმინონ შეფასების სისტემაზე და ნახონ პრაქტიკული მაგალითები,  რაც უნდა დაინერგოს მაგათთანაც 2018 წლიდან. თუ სწორედ მახსოვს სამინისტროდან ტრეინინგს ესწრება 17 ადამიანი. რაც შეეხება სსიპ-ებისთვის ერთი დღის გამოყოფას, ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ხალხის მთელი დღით ერთ დარბაზში გაჩერება (მათი გრაფიკიდან და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება მთელი დღე შეძლონ დარჩენა).

ამ თემაზე მე ნატალიასაც ვესაუბრე და ჩავთვალე რომ მოვრიგდით.

იმედია სამინისტროს პოზიცია სწორედ გადმოგეცით დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.

 

ნინო მინისტრმა მოიკითხვა შუალედური ანგარიშის წარდგენის თარიღო. იქნებ შევთანხმდეთ დროზე და თარიღზე. შუალედური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს 22 დეკემბრამდე.  ასევე Task Force Management - ზე ვართ ჩამოსაყალიბებელი, რომელიც შეფასების სისტების მთავარი ინსტრუმენტი იქნება, როდის შეიძლება რომ ამ საკითხზე შევხვდეთ? შუალედურ ანგარიშში ეს თემაც უნდა გავაჟღეროთ.

 

დიდი მადლობა.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Nino Okhanashvili [mailto:nokhanashvili@gmail.com]
Sent: Friday, December 1, 2017 5:16 PM
To: Sopo Belkania; Nato Dolidze
Cc: Natalia Baratashvili; nana.tsiklauri@undp.org
Subject: Fwd:
ბორჯომი

 

 

ნატა, სოფო,

 31 კაციან ტრენიგნს ფიზიკურად ვერ ჩავატარებ. შეუძლებელია ამ რაოდენობის ადამიანებში იმ აქტივობების გაკეთება, რაც შედეგამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ გვინდა სსიპ-ების ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ არ მინდა, რომ ეს მოხდეს იმის ხარჯზე, რომ სამინსიტროსთან აღებული მთავარი ვალდებულება ვერ შესრულდება ჯეროვნად. მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ იმისდა მიუხედავად, რომ სკოუპში მათი ტრენინგი არ იყო, ცალკე გამოვყო დრო და  ჩავუტარო საფუძვლიანი 1 დღიანი ტრენინგი სსიპ-ებს

ტრენინგის მონაწილეთა ოპტიმალური რაოდნეობა (ყველა სტანდარტით) არის 12-15 ადამიანი (მაგალითისთვის - გერმანელი ექსპერტი იყო ეხლა ფინ. სამინსიტროში და არაფრით 12 კაცზე მეტი არ დააშვებინა ტრენინგზე). მე მზად ვარ 20 კაციან ჯგუფთანაც ჩავატარო, მაგრამ 30 ძალიან ბევრია. მათი პასიურად ყოფნა მგონი უარესია, ვიდრე ის, რომ ეხლა არ იყვნენ და ცალკე დაეთმოთ დრო, როდესაც პასუხებს მიიღებენ კითხვებზე

 

მე მჯერა, რომ საერთო ინტერესი გვაქვს ყველა მხარეს. არავინ არ ვჭედავთ სიტუაციას, უბრალო ახირების გამო. მე გული შემტკივა ისევე, როგორც თქვენ და მინდა, რომ გამოვიდეს კარგად ყველაფერი

მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი რა. ამ ადამიანებისთვის უარის თქმა უკეთესია, ვიდრე სამინისტროს მენეჯერების ცუდი ტრენინგი

 

მომწერეთ რას ფიქრობთ

 

ნინო

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232