From : sbelkania@moh.gov.ge
To : Marina Darakhvelidze; Elza Jgerenaia; Nutsi Odisharia; Natia Khmaladze; Noe Kinkladze; Kakha Dzimistarishvili; Dato Bibilashvili; Misha Janiashvili; Maia Tabagari; Zaza Sopromadze; Amiran Gamkrelidze; Avto Talakvadze; Gia Tvalavadze; Tamuna Barkalaia
Subject : შეხვედრები შეფასების სისტემის მოდელის გასაცნობად
Cc : ndolidze@moh.gov.ge
Received On : 13.11.2017 09:32

მოგესალმებით,

 

მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამოდენიმე თვეა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლების შეფასების სისტემის მოდელის შემუშავებაზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია (UNDP) -ის მიერ მოწვეული ექსპერტი ნინო ოხანაშვილი. ქალბატონმა ნინო ოხანაშვილმა მინისტრს და მოადგილეებს წარუდგინა ჩვენს უწყებაზე მორგებული შეფასების სისტემის ერთ-ერთი მოდელი, რომელზეც მიიღო თანხმობა. აქედან გამომდინარე დაიგეგმა შეხვედრა აღნიშნული მოდელის გასაცნობად და შემდგომ ტრეინინგი ფართო აუდიტორიისთვის თემაზე შეფასების სისტემის მოდული და მიზნები.

 

შეფასების სისტემის შერჩეული მოდელი გავრცელდება ასევე სამინისტროს ქვეშ არსებულ სსიპ-ებზე. აქედან გამომდინარე  სამინისტოს თანამშრომლებთან ერთად აუცილებელია სსიპ-ების წარმომადგენლობის ჩართულობა.

 

პირველი შეხვედრა ქალბატონ ნინო ოხანაშვილთან გაიმართება თბილისში, 21 ნოემბერს, სავარაუდო დრო 10:00-15:00, თემა: შეფასების მოდელის გაცნობა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და სსიპ-ების უფროსებთან ან მათ მოდგილეებთან. ადგილს მოგვიანებით გაცნობებთ.

 

ამის შემდგომ იგეგმება გასვლითი ტრეინინგის ჩატარება უფრო ფართო აუდიტორიისთვის თემაზე: შეფასების სისტემის მოდული და მიზნები. ტრეინინგში მონაწილეობა უნდა მიიღონ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული დეპარტამენტის უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა, სამმართველოს უფროსებმა და მოადგილემ, ასევე სსიპ-ების ხელმძღვანელებს ვთხოვ წარმოადგინონ კანდიდატურა ვინც მიიღებს აღნიშნულ ტრეინინგში მონაწილეობას და შემდგომ დანერგავს და გაუძღვება აღნიშნულ პროცესს. ტრეინინგი ჩატარდება 24-26 ნოემბერს, სავარაუდოდ ბორჯომში.

 

დაგეგმილი ღონისძიებების დეტალებს მოგაწვდით მოგვიანებით.

 

გთხოვთ დღეს დღის ბოლომდე მომწეროთ თქვენი და თქვენი თანამშრომლების დასწრების შესაძლებლობა ორივე ღონისძიებებზე.

 

შეხვედრის დეტალებზე დაგიკავშირდებათ ნატო დოლიძე (ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი).

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232