From : sbelkania@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject : წერილი
Received On : 29.06.2017 10:10

მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

 

წარმოგიდგენთ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ცვლილების პროექტს, რომლის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

            როგორც თქვენთვის ცნობილია,  საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს დაწესებულებების შეფასებასა და სერვისის დონის მინიჭებას „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა  და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-2/ ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

       
აღნიშნული ბრძანების ცვლილების შესაბამისად,  პერინატალური სერვისის მიმწოდებელმა დაწესებულებამ, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია, ერთდროულად მიაწოდოს II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისები. აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც პერინატალური სერვისის შესაბამისი დონე მინიჭებული აქვთ/მიენიჭებათ 2017 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნული დაწესებულებების  წლიური ბრუნვა უნდა იყოს ≥1800 მშობიარობა წელიწადში (ან ≥ 150 მშობიარობა თვეში) და მათ, ასევე, უნდა ჰქონდეთ ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) ერთეული (განყოფილება, დეპარტამენტი და ა.შ.). გამონაკლისს წარმოადგენს საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილება პერინატალური სერვისის მიმწოდებელი იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ (წლიური ბრუნვით < 1800-ზე), რომლის მიღწევადობა უახლოეს სუბსპეციალიზებული (III დონის) პერინატალური მოვლის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებამდე აღემატება 120 წუთს ან/და განთავსებულია საზღვრისპირა  მუნიციპალიტეტში/რეგიონში. აღნიშნული  პერინატალური სერვისის ფარგლებში დაწესებულებას  უფლება აქვს, მიიღოს ნაადრევი მშობიარობა და უზრუნველყოს III დონის ნეონატალური მოვლა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,   მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა  და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-2/ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით ასეთი შერეული ტიპის დაწესებულებები განისაზღვრებიან "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" სამეანო-პერინატალური სერვისების და ასევე, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო მომსახურების (დანართი N1.5) მიმწოდებლებად.

ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სამეანო-პერინატალური სერვისების მიწოდება და მათი ადმინისტრირება.

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყონ დადგენილების პროექტისთვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა.

 

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232