| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | წერილი |
| Received On : | 28.06.2017 15:00 |
მოხსენებითი ბარათი |
ბატონო დავით, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” მიერ ყოველდღიურად ხდება თანამშრომელთა პირადი ინფორმაციის დამუშავება. ადამიანური რესურსისა და დროის სიმცირის გამო პროცესი მიმდინარეობს შეფერხებით და ხშირად ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, შემუშავდა ინფორმაციის დამუშავების პროგრამა, რის შედეგადაც გაიზარდა ინფორმაციის ელექტრონულად ხელმისაწვდომობა. პროგრამაში ჩაშენებულია - კადრების მოდული, რისი მეშვეობითაც, ხდება თანამშრომელთა პირადი ინფორმაციის ელექტრონული არქივის შექმნა. კომპიუტერთან დაკავშირებული მოწყობილობის, კერძოდ მძლავრი სკანერის შესყიდვა, ხელს შეუწყობს ინფორმაციის დამუშავების პროცესს, დაჩქარდება ელექტრონული არქივის წარმოება და გაუმჯობესდება ადამიანური რესურსების მართვის ხარისხი. 2015 წლის 8 სექტემბერს ცენტრს მმართველობაში გადაეცა „ეროვნული სამედიცინო ტრენინგ ცენტრი“ (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ს/კ: 01.72.14.014.720), სადაც ტარდება შეხვედრები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სხვა ღონისძიებები. 2016 წლიდან ამოქმედდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები. ასევე ცენტრი ამზადებს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, რომელიც შეიცავს გრაფიკულ ნახაზებსა და გეგმებს. ფერადი პრინტერის შესყიდვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა და სერტიფიკატების დამზადება შესაძლებელი გახდება დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ეროვნული სამედიცინო ტრენინგ ცენტრში“ ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და ამოქმედდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რა დროსაც მსმენელები გადიან, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას, სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებისათვის საჭირო უნარჩვევების დახვეწის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდა დატვირთვა და უკვე არსებული მულაჟები მოძველდა (ბუნებრივი ცვეთიდან გამომდინარე) საჭიროა 6 ერთეული ახალი მულაჟის (იგივე მანეკენის) და 2 სასწავლო (სიმულაციური) დეფიბრილატორის შესყიდვა, რათა უწყვეტად შენარჩუნდეს სასწავლო პროცესი. ასევე, მიმდინარე წლის განმავლობაში, ცენტრი გეგმავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ბრიგადების ახალ ფართებში განთავსებას, სადაც საჭირო გახდება სათანადო ავეჯის შესყიდვა. პირველ ეტაპზე - მხოლოდ მედიკამენტებისა და ტანსაცმლის შესანახი კარადების შესყიდვა, რათა შესაძლებელი გახდეს დასაწყობდეს მედიკამენტები და თანამშრომლებისათვის შეიქმნას ელემენტარული სამუშაო პირობები. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება (ბიუჯეტი) შეადგენს 18100 (თვრამეტი ათას ასი) ლარს. კერძოდ კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები (CPV 30200000) - 3000 (სამი ათასი) ლარი, ეროვნული სამედიცინო ტრენინგ ცენტრისთვის საჭირო ინვენტარი (CPV 39100000) - 5 700 (ხუთი ათას შვიდასი) ლარი, ხოლო რაიონული სამსახურებისთვის განკუთვნილი ავეჯი (CPV 39100000) - 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარი. ამასთან, მოგახსენებთ რომ ზემოაღნიშნული განკარგულების პროექტი წინასწარ შეთანხმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტთან. |
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232