| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | წერილი |
| Received On : | 22.06.2017 11:03 |
მოხსენებითი ბარათი |
ბატონო დავით, როგორც მოგეხსენებათ 2017 წლის 1 იანვარს დაზღვეულთა სიის საყოველთაო სერვისების შეზღუდვისთანავე (აპრილის თვეში) 4 სადაზღვევო კომპანია (ქართუ, ირაო, ჯიპიაი, იმედი ლ) (როგორც დაზღვევის ზედამხედველთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე) აღნიშნავდა ისეთი სადაზღვევო პროდუქტების (კერძო დაზღვევის ნაირსახეობა) შესახებ, რომელიც ძალაში იყო მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებობისას კონკრეტული ბენეფიციარის (დაზღვეულის) შემთხვევაში და როგორც წესი წარმოადგენდა საყოველთაო ჯანდაცვის თანაგადახდის შემავსებელ საშუალებას (ე.წ. დაშენებული პაკეტი). ვინაიდან აღნიშნული შეზღუდვა (01.01.2017 სადაზღვევო სიებით შეზღუდვა) შენარჩუნდა ა.წ. 1 მაისის ცვლილებების (ბენეფიციართა კატეგორიზაციის ახალი წესი) შემდგომაც, ასეთი პაკეტით დაზღვეული ადამიანები, ზემოთდასახელებული სადაზღვევო პირობის გამო, აღმოჩნდნენ როგორც საყოველთაო ჯანდაცვის (სახელმწიფო დაფინანსება), ასევე კერძო დაზღვევის (არასახელმწ. დაფინანსება) მიღმა, ანუ სრულიად ამოვარდნენ სისტემიდან. გარდა ამისა, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული (წერილიN57131 02.06.17) დაზღვეულთა სიების (სულ24,834) ანალიზმა გვაჩვენა საერთო სურათი: მიზნობრივი კატეგორია: 7,021; საბიუჯეტო დაზღვეული: 185; მოგეხსენებათ, ამ ორი კატეგორიის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯები არ იცვლება. რაც შეხება 1 მაისის შემდგომი კატეგორიების მიხედვით: მოზარდი (18 წლამდე), 70,000-100,000 ქულა - 1,768 (საბაზისო სერვისი); > 1,000 – 2,773 (მნიშვნელოვანი შეზღუდვით); <1,000 – 10,732 (გეგმიურ სერვისებზე შეზღუდვით); (> 40,000 – 1,146 ) არ აქვს დანახარჯი; (ვეტერანი - 35) არ აქვს დანახარჯი. როგორც გამოიკვეთა ამ ბენეფიციართა სრული რაოდენობა (13,505 მათგანი შეზღუდული საყოველთაო სერვისით, 1,768 - საბაზისო საყოველთაო სერვისით ) არ შორდება 15,273 ადამიანს. შესაბამისად, აღნიშნული ბენეფიციართა რაოდენობა არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფისკალურ დატვირთვას საყოველთაო ჯანდაცვისათვის. ამავე დროს, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტისათვის, უმჯობესია რომ ამ ადამიანებმა შეინარჩუნონ კერძო დაზღვევა თუნდაც ახალი კატეგორიზაციის ფარგლებში, ვიდრე გაწყვიტონ და მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვას დააწვენ დანახარჯებში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ ადამიანების სისტემაში დასაბრუნებლად, შესაძლებლად მიგვაჩნია აღნიშნული ადამიანები ამოღებულ იქნას 01.01.2017 სადაზღვევო სიებიდან, რათა მათ შეძლონ ახალი კატეგორიების და მიმდინარე დაზღვევის მიხედვით შესაბამისი სერვისების მიღება. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას. |
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232