| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | წერილი |
| Received On : | 21.06.2017 10:43 |
ბატონო დავით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ“-ს, შპს „სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფ“-სა და შპს „ალიანს მედი+“-ს შორის დაიდო წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს „რეგიონალური სამედიცინო ცენტრი“-ს კაპიტალში კუთვნილი 100% წილის შესყიდვა.
აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10 დეკემბრის N01/98804 წერილის შესაბამისად, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და გაფორმდა სამინისტროს მიერ მისი მოწონების შემდგომ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის N01-346/ო ბრძანების შესაბამისად, ჩვენ მიერ განხორციელდა შპს „რეგიონალური სამედიცინო ცენტრი“-ს მიერთება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ“-თან.
მიმდინარე წლის 15 ივნისს მივიღეთ წერილობითი შეტყობინება სს „თიბისი ბანკი“-ს მხრიდან, რომელიც შეეხება შპს „რეგიონალური სამედიცინო ცენტრი“-ს მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს შპს „ალიანს მედი+“-ის სასარგებლოდ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების 2.5 პუნქტის შესაბამისად, კლიენტის (შპს ‘ალიანს მედი+) მიერ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევში, თიბისი ბანკი უფლებამოსილია დააკმაყოფილოს ბანკების მოთხოვნა თავდებისგან და უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მისი ნებისმიერი ანგარიშიდან. ეს გულისხმობს, რომ შპს „ალიანს მედი+’-მა არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მიიღო შეტყობინება და შესაბამისად, შპს ‘ალიანს მედი+“-ის მიერ არსებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „თი ბი სი ბანკ“-მა მომართა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ“-ს, როგორც შპს „რეგიონალური სამედიცინო ცენტრი“-ს უფლებამონაცვლეს.
აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებულია არასაჯარო სივრცეში, არ ყოფილა ასახული კომპანიის ბალანსზე და შესაბამისად, დარღვეულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დადასტურებული კეთილსინდისირების პრინციპი, რადგან მათი ქმედება ხელს შეუშლის ან შეზღუდავს ჩვენ მიერ საკუთრების უფლების შემდგომ გამოყენებას.
ჩვენ წერილობით მივმართეთ შპს „ალიანს მედი+“-ს, რათა განემარტა თუ რატომ არ მოხდა ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ამ ინფორმაციის ჩვენთვის გაცნობა და მომხდარიყო აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების გაუქმენა. მათი პასუხის შესაბამისად, დაიგეგმა შეხვედრა სს „ვითიბი ბანკი“-სა და სს „თიბისი ბანკი“-ს წარმომადგენლებთან, რათა გაატარონ ქმედითი ღონისძიებები.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პრობლემა არ მიგვაჩნია დასრულებულად, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გადაჭრაში.
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232