From : sbelkania@moh.gov.ge
To : Tamuna Barkalaia
Subject : წერილი UNWOMEN
Received On : 09.08.2017 14:10

თამუნა,

 

გიგზავნი ირინასთან გადაგზავნი წერილის შინაარს. შენ თანხმობას ველოდები და გადავუგზავნი. ტელეფონზე ველაპრაკე და არ არის პრობელმაო უბრალოდ მაილზე მომწერეო. ნახე აბა მოგწონს რაც მიწერია?

 

 

 

გამარჯობა ირინა,

 

როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო ფონდი ახორციელებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა  იურიდიული, ფსიქოლოგიური, სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას და სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღებას თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის ბაზაზე, ასევე სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა იურიდიულ კონსულტირებას, ფსიქოლოგიურ მომსახურებას, კრიზისული ცენტრის ბაზაზე.

ფსიქოლოგიური დახმარება- მიეწოდება ყველა იმ პირს (სამივე სამიზნე ჯგუფს), რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადა  და სჭირდება ფსიქოლოგიური კონსულტირება. მსხვერპლმა სერვისი შესაძლოა მიიღოს თავშესაფრის ან/და  კრიზისული ცენტრის ფარგლებში.მომსახურებით სარგებლობის ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფონდის შიდა რეგულაციების მიხედვით.

 

გვსურს შეიქმნას ფსიქოლოგიური ჩარევის სტანდარტიზირებული მიდგომების სახელმძღვანელო, რაც შესაძლებლობას მისცემს პროცესში ჩართულ თანამშრომლებს მიიღონ ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება, გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას, შექმნან საერთო მიდგომები მსხვერპლთა მხარდაჭერის პროცესში.

 

ამისათვის გვესაჭიროება ექსპერტის დაქირავება, რომელიც შეიმუშავებს აღნიშნულ სახელმძღვანელოს და ჩაატარებს ტრეინინგს. ექსპერტის დაქირავების თანხა მოძიებულ იქნება ოქტომბრის თვის ტრეინინგის ბიუჯეტიდან.

 

გთხოვთ მომწეროთ თქვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

 

სოფო ბელქანია

 

ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის პრევენციის პროექტის მენეჯერი

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა                            

დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

მობ: 599 22 32 32