| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | ndolidze@moh.gov.ge |
| Subject : | ჯანმრთელობის დაზღვევა - არჩევნები |
| Received On : | 09.10.2017 08:24 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით შერჩეული 3 კომპანიის (1. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი; 2. პსპ დაზღვევა; 3. ჯი პი აი ეიჩ) საპრემიო განფასებებს.
ამასთან ერთად, როგორც რიგი თქვენგანისთვის ცნობილია, განხორციელდა გარკვეული სამუშაოები და სახეზე გვაქვს: ხელშეკრულებების გაუმჯობესება (ძირითადი ცვლილებები იხილეთ თანდართულ ფაილში) როგორც ლიმიტების ნაწილში ( კლასიკი, სტანდარტი, ოპტიმალი, ბაზისური - მკვეთრად გაიზარდა ლიმიტები-იხილეთ დანართში), ასევე გამონაკლისების და დაფარვის სხვა ნაწილებში (მაგ:დაიშვა ორთოპროტეზირება ძველი დაზღვეულთათვის, გაიზარდა პროთეზების/სტენტების დაფინანსების ლიმიტი, განისაზღვრა თანდაყოლილი დაავადებების დაფინანსებადი ნაწილი, გადაუდებელი და დღის სტაციონარის გართულების საკითხი,თვალის გამონაკლისები დაკონკრეტდა და სხვა), ცალკე განისაზღვრა ონკოლოგიური ჩარევების ლიმიტი 12,000 ლარის ოდენობით, ასევე დაიშვა როგორც დიაგნოსტირების, ასევე ამბულატორია/ჰოსპიტალის დაფინანსება უცხოეთში ქართული სერვისების ფასების მიხედვით, უფრო მოქნილი გახდა ახალი თანამშრომლის დამატების რეჟიმი და სხვა ტიპის მოსახერხებულობა.
ერთადერთი მოთხოვნა რასაც სადაზღვევო კომპანიები გვიყენებენ: არანაკლები რაოდენობა რაც წინა წელს!
რაც შეეხება "იაფიან დაზღვევებს" - აქ ალბათ გლობალური გადაწყვეტილებაა მისაღები და არჩევნები ჩასატარებელი არ გახდება. თუმცა განსხვავებით წინა წლისგან, წელს 2 "იაფიანი" დაზღვევაა, არცერთი არაა დაშენებული, ერთი დაბალი (შარშანდელი ლიმიტით), ხოლო მეორე საყოველთაოს დარი ლიმიტებით და სანახევროდ დაფინანსებული ამბულატორიით.
გარდა ამისა:
წელს "არჩევნებს" დაემატა ერთი ახალი კომპანია, და ვინაიდან მათ ფასთა ყველაზე დაბალი (იაფი) ნიშნული შემოგვთავაზეს, მივიღეთ გადაწყვეტილება ასევე შეგვეთავაზებინა ისინი ჩვენი კოლეგებისათვის. შესაბამისად, მინდა ორიოდე სიტყვით (ვინც განხილვებში ჩართული არ იყო) მოვახსენო "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" შესახებ - ახალი კომპანიაა (2 თვის წინ აიღეს ლიცენზია), თუმცა უკვე მოახერხა და დააზღვია საქართველოს რკინიგზა (დაახლ. 30,000 დაზღვეული მთელი საქართველოს ტერიტორიაზე).
აღნიშნული კომპანიის მმართველი ბირთვი გახლავთ ათეულ წელზე მეტი სადაზღვევო გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა კომპანიის მმართველ პოზიციებზე. აღნიშნულ კომპანიას ამ მომენტში ჯერ ბოლომდე არ აქვ ისეთი სერვისები გამართული როგორიცაა ელექტრონული გადახდა (და სხვა ამდაგვარი რაც კომპანიის სიახლეს თან სდევს ხოლმე), მაგრამ პირობები გაიცა მაქსიმალური მორგებულობისათვის.
თითოეული სტრუქტურის ხელმძღვანელს ვთხოვთ, უმოკლეს ვადებში - როგორც წინა წლებში - ჩაატაროს მიკრო არჩევნები, რათა გამოვლინდეს ხმების მეტი რაოდენობით გამარჯვებული კომპანია.
გთხოვთ ამავე მეილზე მომაწოდოთ გამოკითხვის შედეგები.
პატივისცემით,
ლაშა ნიკოლაძე
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232