KA030126965942716

№ 01-13091 12 / ივლისი / 2016 წ.
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი)
უფროსს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს


ქალბატონო ნანა, 

მოგხსენებთ, რომ პოლონეთის დედოფლის წმ. იადვიგას სახელობის ფონდის პროექტის - „შშმ პირთა პროფესიული და საზოგადოებრივი რეინტეგრაციის ცენტრის მოდელის შექმნისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება“, რომელიც დაფინანსებულია  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის პოლონეთის დახმარების ფარგლებში, მიმდინარე წლის 23-28 ივლისს დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში. მისი მიზანია, შშმ პირთა დღისა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გარემოს ადაპტაციისა და მცირე სახელოსნოების განვითარების საკითხებში პოლონეთის პრაქტიკის გაზიარება.
ზემოაღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა უწყების, მათ შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - ნატო ჩაფიძე - სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი.
აქვე მოგახსენებთ, რომ მომწვევი მხარე უზრუნველყოფს მოვლინებასთან დაკავშირებული ხარჯების (მგზავრობისა და სასტუმროს  ხარჯი) დაფინანსებას.  გთხოვთ, უზრუნველყოთ მითითებული თანამშრომლების მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება. 

დანართის სახით (4 ფურცელი) გიგზავნით, პოლონეთის მხარის მიერ გადმოგზავნილ კორესპოდენციას.

პატივისცემით,

 

 

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი
ნინო ოდიშარია