KA030121851380816

№ 01-8093 05 / მაისი / 2016 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნუცი ოდიშარიას
მოხსენებითი ბარათი

 

 ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5-6 აპრილს სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა  ამირან დათეშიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოსა და ბულგარეთის მთავრობის მიერ ორგანიზებით ქ.სოფიაში გამართულ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების 2016-2021 წლების სტრატეგიის ამოქმედებას და  საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ მის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბავშვთა უფლებების 2016-2021 წლების სტრატეგია შემუშავებულია ევროპის სბჭოს ბავშვთა უფლებების ექსპერტთა კომიტეტის მიერ დაინტერესებული წრეების ფართო მონაწილეობით და განსაზღვრავს უახლოეს  წლებში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საერთო პრიორიტეტებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კერძოდ;   

 1. თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველა ბავშვისათვის;      

2. ბავშვთა ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფა მათთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;

3. ყველა ბავშვისათვის ძალადობისაგან თავისუფალი სიცოცხლის უზრუნველყოფა;

4. ბავშვთა მიმართ მეგობრული სასამართლო პროცედურების უზრუნველყოფა;

5. ბავშვთა დაცვა ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკებისაგან.

სტრატეგია ასევე დეტალურად მიმოიხილავს არსებულ გამოწვევებს და განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოების მიერ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გასატარებელ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია ასევე, რომ სტრატეგიის განხორციელება უნდა მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების ფართო მონაწილეობით, ხოლო პროგრესის შესახებ დაგეგმილია შუალედური ანგარიშის მოზადება.

აქედან გამომდინარე, ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების 2016-2021 წლების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოში  ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესულების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს სტრატეგიის ქართულ ენაზე თარგმნა და ყველა დაინტერესებული პირისთვის მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსება და სხვა). ასევე, სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ  მოხდეს დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების ინფორმირება და სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით მათთან კოორდინაცია, რისთვისაც გთხოვთ თქვენს თანხმობას.

დანართი: ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების 2016-2021 წლების სტრატეგია

 

პატივისცემით,

 

 


 

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი
ნინო ოდიშარია