|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს მინისტრის მოადგილის
ნინო ბერძული |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსულია შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკის“ დირექტორის N126610 13.12.16 წერილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი დაბა მანგლისის მოსახლეობის (N26236 14.03.17) განცხადება, შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკის“ სახელმწიფო სუბსიდირების თაობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ დაწესებულება განთავსებულია ორსართულიან ამორტიზირებულ შენობაში. სამედიცინო საქმიანობა წარმოებს პირველ სართულზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. ზამთრის სეზონზე (რომელიც გრძელდება 6 თვე) ოთახების გათბობა ხედბა შეშის ღუმელებით. დაფინანსების სიმცირის გამო (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია) ვერ ხერხდება სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა. სახელფასო დავალიანება შეადგენს 18,841 ლარს. ბოლო სამი წლის ანალიზის შესაბამისად, დაწესებულების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინიმალური ხარჯები ბევრად აჭარბებს შემოსავალს. განსაკუთრებით მძიმე ფინანსური მდგომარეობაა არასეზონურ პერიოდში, ტურისტების ნაკადის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიუხედავად, მოსახლეობის სიმცირის, ხანდაზმულობისა და გადახდისუუნარობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ამასთან, დაბა მანგლისის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე (დამსვენებელთა რაოდენობა - 5-7 ათასი), სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის გათვალისწინებით, ითხოვენ შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკისთვის“ „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში გამოიყოს ყოველთვიური ლიმიტი 6,000 ლარის ოდენობით. მოგახსენებთ, რომ შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა“ (ს/კ: 230805117) არის სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და მის მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულება და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N264 დადგენილების შესაბამისად სამედიცინო პერსონალი (4 ექიმი (ქირურგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ლაბორანტი) და 5 ექთანი) იღებს დანამატს. შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა“ იღებს მონაწილეობას „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის გეგმურ და გადაუდებელ ამბულატორიულ კომპონენტში. დაწესებულებაში დარეგისტრირებულია 1169 ბენეფიციარი. ემსახურება სოფლების - დიდი თონეთი, პატარა თონეთი, მოხისი, ცხრაკუდაანი, ალგეთი,ორბეთი, ახალი ზირბითი, პანტიანი, ამლივი, ღოლოვანი, დიდგორი, დრე, შამთა, ღვევი, ვანათი, წყრულეთი, წვერი, ახალსოფელი,გოხნარი, ზირბითი, საფუძვრები, შეხვეტილა, არხოტი, კოდისწყარო, ნაპილნარი, ჯვრისხევი, ჭინჭრიანი, ნამტვრიანი, უგუდეთი, დაბა მანგლისი - მოსახლეობას (2015 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით - 3,008 მოსახლე). სპეცდაფინანსების დამატების საჭიროების, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზნით, შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკიდან“ გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის N01-15/ო ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების ფორმის“ (დანართი N2) შესაბამისად, მანგლისის სამედიცინო დაწესებულების შესახებ 2016-2017 წლების (თვეების მიხედვით) ინფორმაცია (N55686 30.05.17). ზემოაღნიშნულის და მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მიზნამშეწონილად მიგვაჩნია, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა“ დაემატოს სამედიცინო მომსახურების გამწევ სხვა დაწესებულებების ნუსხას და სპეცდაფინანსების დამატების ზღვრული ოდენობა თვეში განისაზღვროს 6,000 ლარის ოდენობით (იხ. ცხრილი N1 და N2). ცხრილი N1
ცხრილი N2
წარმოგიდგენთ „სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სპეცდაფინანსების დამატების ან სამედიცინო მომსახურების გამწევი სხვა დაწესებულებებისათვის/ფიზიკური პირებისათვის სპეცდაფინანსების საჭიროების, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის N01-15/ო ბრძანების ცვლილების პროექტს. პროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ ითვალისწინებს. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების გატარება.
პატივისცემით,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული |