KA030190994421717

№ 01-25286 22 / ნოემბერი / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის
ივანე ბიბილაშვილის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

  როგორც მოგეხსენებათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს N515 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ახორციელებს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 220 საწოლზე მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. მშენებლობას აწარმოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“. სამშენებლო-სამონტჟო სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 41 264 000 (ორმოცდაერთი მილიონ ორასსამოცდაოთხი ათასი ლარი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით გადარიცხული იქნა შემდეგი თანხები:
  ადმინისტრაციული ხელშეკრულება N1  24.09.2014 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 4 000 000 (ოთხი მილიონი ლარი) ლარი.

  ადმინისტრაციული ხელშეკრულება N6  30.12.2014 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასიათასი ლარი) ლარი.

  ადმინისტრაციული ხელშეკრულება N3  29.07.2015 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 5 000 000 (ხუთი მილიონი ლარი) ლარი.

  ადმინისტრაციული ხელშეკრულება N2  19.02.2016 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასიათასი ლარი) ლარი.

  ადმინისტრაციული ხელშეკრულება N4  01.07.2016 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 6 000 000 (ექვსი მილიონი ლარი) ლარი. 
   ადმინისტრაციული ხელშეკრულება N1  30.03.2017 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 
5 000 000 (ხუთი მილიონი ლარი)

   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წერილობით (N 01/24587 07.04.2015 წ.) ეთხოვა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაციისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა N2-ის) მოწოდება. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია  და სსიპ - „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ საექსპერტო დასკვნები (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებზე 2014 წლის სექტემბრიდან 2017  წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე N003554715,  N005170615, N005860315, N004478415, N004947515, N005551515, N006719915, N007249515N000148116, N000821516, N001189816, N002311216, N0023884916, N002847516, N004024316, N004846116, N005384416, N007107516,  N005384416,  N001498617,  N002736147    ჯამური ღირებულებით 23 865 193.88 (ოცდასამი მილიონ  რვაასამოცდახუთი ათას ასოთხმოცდაცამეტი ლარი და 88 თეთრი) ლარი. 

   მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს  N976  წერილით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ ასევე დამატებით წარმოადგინა დაზუსტებული გაანგარიშება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის ნაწილობრივ შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით ღირებულებით 4 431 197.23 (ოთხი მილიონ ოთხასოცდათერთმეტი ათას ასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 23 თეთრი) ლარი, აღნიშნული სამუშაოები დასრულების სტადიაშია და შესაბამისად ვერ იქნა ასახული წარმოდგენილ აქტებში (ფორმა N2-ში).

  მშენებლობის დაწყებიდან დღეის მდგომარეობით შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ ზემოთ ხსენებული საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მიღებული აქვს 30 500 000 (ოცდაითი მილიონი ხუთასი ათასი  ლარი) ლარი, ხოლო ფაქტიური დანახარჯები შეადგენს 28 296 391.11   (ოცდარვა მილიონ მილიონ ორასოთხმოცდათექვსმეტი ათას სამასოთხმოცდათერთმეტი ლარი და 11 თეთრი) ლარს.   
  
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2017 წლის 31 ოქტომბრის N976  წერილით, მშენებლობის შემდეგი ეტაპების (წარმოდგენილი საორიენტაციო გეგმა-გრაფიკით) გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ითხოვა   7 000 000,00 (შვიდი მილიონი) ლარით დაფინანსება. ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2017 წლის 26 იანვრის N32 პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის გადარიცხული იქნას 5 000 000 (ხუთი მილიონი ლარი) ლარი.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მოხდება თანხის გადარიცხვა.




  

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ივანე ბიბილაშვილი