|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნინო ოდიშარიას
|
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დაბადების მოწმობა) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები.“. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 6 ივნისს და განპირობებული იყო „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, რომლის თანახმადაც, „ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამართლებრივი მდგომარეობა, უფლება-მოვალეობები და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები. კანონის 58-ე მუხლის თანახმად, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს „საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.“. გამომდინარე იქიდან, რომ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს ზემოაღნიშნული კანონისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეძლევა მხოლოდ დროებითი ბინადობის მოწმობა, მომზადდა ცვლილების პროექტი, რომლის თანახამადაც, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში. 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია დროებითი ბინადრობის მოწმობის გამო, შეწყვეტილი აქვს 100-მდე ოჯახს. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ადმინისტრირების ორგანოში მიმართვის შემთხვევაში ხელახლა განხორციელდება აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე განისაზღვრება მათი საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, მომზადდა ცვლილებების პროექტი ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში, რომლის თანახმადაც ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის საკითხი რეგულირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ანალოგიურად. ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს საარსებო შემწეობა ან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემწეობა. გარდა აღნიშნულისა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზუსტდება მონაცემთა კორექტირე(ბე)ბის შედეგად საარსებო შემწეობის მისაღები ქულათა ოდენობის მოპოვების შემთხვევაში საარსებო შემწეობის აღდგენის/განახლების პრინციპები, პერიოდი და საარსებო შემწეობის ოდენობა. კერძოდ, როდესაც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის დაკორექტირების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, სააგენტო, სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე შეჩერებული საარსებო შემწეობის თვიდან, კორექტირების შემდეგ არსებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, რაც სრულ შესაბამისობაშია ამავე წესით გათვალსიწინებულ შეჩერებული საარსებო შემწეობის განახლების წესთან (შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემა აღდგება შეჩერების თვიდან, გადამოწმების შედეგად ოჯახის შემადგენლობაში არსებული წევრების რაოდენობისა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად). წარმოგიდგენთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტებს, რომლებიც შეთანხმებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს ბრძანების პროექტების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.
პატივისცემით,
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია |