საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030185220728912*
KA030185220728912
             № 01-238/ო 14 / აგვისტო / 2012 წ.             
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა მივლინების წესის განსაზღვრის შესახებ

      

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა მივლინების ორგანიზების მიზნით ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლის შესაბამისად 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

      1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) შემოსული ნებისმიერი დოკუმენტი/წერილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას უცხოეთში დაგეგმილ  ღონისძიებაზე  ან უკავშირდება ოფიციალურ მიწვევას (სასწავლო ან სამეცნიერო სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ) შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნოს სამინისტროს აპარატს.
       2
.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეების უცხოეთში ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ეცნობოს მინისტრს ზეპირსიტყვიერად. მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს აპარატმა მოამზადოს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი მინისტრის სახელზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ღონისძიების ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები. მინისტრის დადებითი რეზოლუციის შემთხვევაში მოხსენებითი ბარათი გადაეგზავნოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  შემდგომი პროცედურების შესასრულებლად.
       3
. სამინისტროს დეპარტამენტების უფროსების მივლინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში შეთანხმდეს მინისტრთან, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში მივლინების პროცედურა განხორციელდეს ამ ბრძანების მე–2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
       4.  სამინისტროს ცენტრალური აპარატის სხვა თანამშრომრომელთა  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება დეპარტამენტის უფროსის თანხმობის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნ კურატორ მინისტრის მოადგილესთან. კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში სამინისტროს აპარატმა მოამზადოს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი თანამშრომელთა მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ღონისძიების ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები. უფლებამოსილი პირის დადებითი რეზოლუციის  შემთხვევაში მოხსენებითი ბარათი გადაეგზავნოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს შემდგომი პროცედურების შესასრულებლად.
        5. ვიზიტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, გარდა მინისტრის მოადგილეებისა, უფლებამოსილნი არიან დაბრუნებისას წარმოადგინონ ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსების მიზნით.
        6.  ქვეყნის შიგნით მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებულ უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
        7. ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელზე სამივლინებო თანხა გაიცემა ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტში წარმოდგენის შემდგომ.
         8.  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება წერილობით შეთანხმებულ იქნს მინისტრთან.
        9
. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 02 მაისის N 01-59/ო ბრძანება.
        10
.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



 

 

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ირაკლი გიორგობიანი