|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2018 წლის 1 მაიასამდე უნდა დაამტკიცოს თამბაქოს ნაწარმის კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების ნიმუშები, რომელიც უნდა მოიცავდეს თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის შესაბამის პიქტოგრამას. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებებით მიღებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეფექტის მაქსიმუმამდე გაზრდის მიზნით, საქართველოში, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, მიზანშეწონილია დაინერგოს ყველაზე წამყვანი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული და დანერგილი უახლესი გრაფიკული გამოსახულებები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულ ოფისსა და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების (პიქტოგრამების) გამოყენების უფლება ეთხოვოს ავსტრალიისა და კანადის მთავრობებს. ჯანმო-ს შუამდგომლობით მოხდა ავსტრალიის მთავრობის შესაბამის უწყებასთან დაკავშირება და შეირჩა 7 გრაფიკული სამედიცინო გამოსახულება (პიქტოგრამა), რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონტექსტს. იმისათვის, რომ ქვეყანამ დროულად შეძლოს შერჩეული პიქტოგრამების შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცება, საჭიროა ავსტრალიის მთავრობასთან გაფორმდეს შეთანხმების დოკუმენტი. ამ ეტაპზე, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ავსტრალიის მთავრობის მიერ გამოაგზავნილი შეთანხმების პროექტი ინსტრუქციით, რომლის თანახმად ორი ორიგინალი დოკუმენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმოწერით უნდა გაიგზავნოს ფოსტით შემდეგ მისამართზე: John Mohoric ხელმოწერილი დოკუმენტების მიღების შემდეგ ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენელი ხელს მოაწერს დოკუმენტებს და ორმხრივ ხელმოწერილ (ერთ ორიგინალ) დოკუმენტს გადმოაგზავნის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული |