| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Elza Jgerenaia; Marina Darakhvelidze; n.kavtaradze@ncdc.ge; Nutsi Odisharia |
| Subject : | FW: ასოცირების პორტალი |
| Received On : | 06.10.2017 13:39 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით შემუშავდა სპეციალური ვებ-პორტალი www.aa.ge, რომელიც ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების, რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის დეტალურ ასახვას ერთ სივრცეში. პორტალის მართვასა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებაზე მუშაობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
კომიტეტის თავმჯდომარის სახელით, მოგვმართეს თხოვნით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული დირექტივის, რეგულაციისა და რეკომენდაციის შესახებ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში.
საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შემუშავდა სპეციალური ნიმუში. თანდართული ფაილით გიგზავნით მათ მიერ გამოგზავნილ აღნიშნულ ნიმუშს ცარიელს და ასევე შევსებულს მეტი სიცხადისთვის.
გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შევსებული ნიმუში მომაწოდოთ ა.წ. 13 ოქტომბრამდე.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232