| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | FW: ინფორმაცია აშშ ვიზის შევსების თაობაზე |
| Received On : | 17.03.2017 14:36 |
ბატონო დავით,
გიგზავნით აშშ ვიზის შესავსებად საჭირო ინფორმაციას. ასევე საჭირო არის ფოტო სურათი 5X5, არ უნდა აღემატებოდეს 240kb. დისკზე რომ ჩააწერინონ სადაც გადაიღებენ.
სრული ინფორმაცია აშშ არასაიმიგრაციო ვიზის შევსების თაობაზე: http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-ds160complete.asp#
DS-160 აპლიკაციის ლინკი: https://ceac.state.gov/genniv/default.aspx
აპლიკაციის შევსებისას საჭიროა დასეივდეს შევსებული გვერდი მომდევნო გვერდზე გადასვლამდე, რათა დროის ამოწურვის შემდგომ არ დაიკარგოს შეყვანილი მონაცემები.
DS-160 აპლიკაციის შევსების შემდგომ ხდება ვიზის მოსაკრებლის (160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) გადახდა საქართველოს ბანკში. აღნიშნულ ვებ. გვერდზე http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-paymentinfo.asp უნდა შეხვიდეთ და ამობეჭდოთ შესაბამისი ქვითრის ბლანკი ( ქვითრის ბლანკი - $160 MRV საკონსულო მოსაკრებელი) და ბანკში უნდა წარადგინოთ აღნიშნული ბლანკი, DS-160 აპლიკაციის დასტურის ფურცელი და პასპორტი.
ვიზის მოსაკრებლის გადახდიდან 5 საათის გასვლის შემდგომ ხდება გასაუბრებაზე ჩაწერა. გასათვალისწინებელია, რომ საღამოს საათებში გადახდის შემთხვევაში თანხა ანგარიშზე ისახება მომდევნო დღეს.
გასაუბრებაზე ჩაწერისთვის თან უნდა იქონიოთ: პასპორტი, სავიზო განაცხადის (MRV) მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, DS-160 აპლიკაციის შევსების დასტურის ფურცელი, ელ. ფოსტის მისამართი. გასაუბრებაზე ჩაწერა ხდება ორი გზით ონლაინ რეჟიმში https://cgifederal.secure.force.com/?language=Georgian&country=Georgia ან ქოლ ცენტრთან დაკავშირებით +995 32 2471160.
ამერიკის ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების ოფიციალური ჩამონათვალი:
1. პასპორტი;
2. მოწვევა;
4. DS-160 შევსებული ფორმის დასტური;
5. გადახდის ქვითარი (ვიზის მოსაკრებელია 160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადახდა ხდება აპლიკაციის შევსების შემდგომ საქართველოს ბანკში)
აპლიკაციის შესავსებად საჭირო დამატებითი ინფორმაცია:
ბინის მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; მშობლების სახელი–გვარი და დაბადების თარიღი; მგზავრობის თარიღი; სასწავლებლის/სამუშაო ადგილის დასახელება და მისამართი.
პატივისცემით,
სოფო ბელქანია
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232