| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | FW: მოკლე ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ |
| Received On : | 25.04.2017 15:17 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
გიგზავნით ელზას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
სოფო ბელქანია
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Elza Jgerenaia [mailto:ejgerenaia@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, April 25, 2017 6:57 PM
To: sbelkania@moh.gov.ge
Subject: მოკლე ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ
სოფო სალამი,
ხვალინდელი შეხვედრისთვის მინდა მოკლე ინფორმაცია გქონდეს მინისტრისთვის, რომელიც ეხება 50 მლნ . ევროს ოდენობით საბიუჯეტო გამოყოფილ დახმარების პროექტს, სადაც ბენეფიციარებად მოიზრება 4 სამინისტრო - ჩვენს სამინისტროსთან ერთად განათლების, ეკონომიკის და სპორტის/ახალგაზრდობის სამინისტროები.
ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები 2017-2020 წწ
შრომის ბაზრის მოთხოვნასთან უნარების შესაბამისობის საჭიროება, ასევე თანმიმდევრული და უკეთესი ხარისხის უნარების განვითარების სისტემა, წარმოადგენს საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველს. არსებობს მტკიცებულებები უწყვეტი განათლების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგების არასაკმარისად არსებობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეგიონებში.
განათლების სფეროში არსებულ სტრატეგიებს/პოლიტიკას არ გააჩნიათ უნარების განვითარების სისტემის გლობალური ხედვა. საქართველოში არ არის სოლიდური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულად ინფორმაციას არსებული და მომავალი უნარების საჭიროებაზე; არ არის განვითარებული შესაბამისი უნარების განსაზღვრის მექანიზმი. არსებული საგანმანათლებლო სისტემა ვერ ახერხებს შემეცნებითი და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას სტუდენტებისთვის და არსებობს მზარდი მოთხოვნის საშუალო უნარების მქონე ადამიანებზე, რომელსაც განათლების სისტემა არ აწარმოებს. 15-24 წლის ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ძალიან დაბალია პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ჩიხური მდგომარეობის, დაბალი პრესტიჟისა და სხვა გარემოებების გამო.
პროგრამის კონკრეტული ამოცანა საქართველოში მამაკაცებისა და ქალების დასაქმების გაუმჯობესებაა, კერძოდ ახალგაზრდები საპილოტო რეგიონებში. მისი მოსალოდნელი შედეგებია:
(I) საგანმანათლებლო პროგრამები ხელმისაწვდომია როგორც საპილოტე 2 რეგიონში (განიხილება კონფლიქტის ზონისპირა რეგიონები), ასევე ქვეყნის მასშტაბით სულ 6 რეგიონი პილოტის ჩათვლით.
(II) კარგი ხარისხის და შესაბამისი უწყვეტი განათლების კომპონენტი ხელმისაწვდომია საქართველოს რეგიონებში, რომელიც ფოკუსირებულია განსაკუთრებით ახალგაზრდებზე
(III) მეწარმეობის სწავლება და მეწარმეობის სასწავლო შესაძლებლობები ხელმისაწვდომია საქართველოს 10 რეგიონიდან 6 რეგიონში.
ამასთან გიგზავნი ზ/ა დოკუმენტის სრულ ვერსიას ინგლისურ ენაზე.
ელზა
პატივისცემით,
ელზა ჯგერენაია
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის.: 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ.: +995 (032) 251 00 11 (1502)
მობ.: +995 (591) 221 100