From : sbelkania@moh.gov.ge
To : Zaza Sopromadze; Marina Darakhvelidze
Subject : FW: ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 01.02.2018 09:39
Attachments :

მოგესალმებით,

 

გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე წერილს და მომაწოდოთ ინფორმაცია ა.წ. 6 თებერვლამდე, იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების მიზნით.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Ketevan Sarajishvili [mailto:ksarajishvili@justice.gov.ge]
Sent: Thursday, February 1, 2018 11:43 AM
Cc: Aleksandre Baramidze; Mariami Bregadze
Subject: FW:
ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრებო,

 

ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ თანდართულ ცხრილში მოცემულ, თეთრად დარჩენილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები და პოზიციები წარმოგვიდგინოთ არაუგვიანეს 7 თებერვლის 18:00 საათისა.

 

პატივისცემით,

 

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი

საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო

 

 

From: Ketevan Sarajishvili
Sent: Wednesday, January 24, 2018 6:17 PM
Cc: Aleksandre Baramidze <abaramidze@justice.gov.ge>; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge>
Subject: RE: ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით

 

ძვირფასო საბჭოს წევრებო,

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს 22 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, გიგზავნით ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე ცხრილს. დოკუმენტში მწვანე ფრად მონიშნულია მხარეთა შორის შეჯერებული საკითხები, ხოლო თეთრ ფერში წარმოდგენილია ის თემები, რომელიც საჭიროებს დამატებით მსჯელობასა და კონსულტაციას.

 

ამასთან, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოებას, რომ სამსჯელოდ არ ვხდით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე აუცილებლად შესაცვლელ საკითხებს (სსკ 265 მუხლი). ეს საკითხი საჭიროებს მხოლოდ გადაწყვეტილების კანონში ასახვის თავისებურებებზე შეჯერებასა და იმ სხვადასხვა იდეაზე მსჯელობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციასთან არის დაკავშირებული.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ცხრილის ბოლო, N 17 საკითხთან (შეჯერებული) მიმართებაში, მათ, ვისაც არ ჰქონია შესაძლებლობა, გაცნობოდა თუ რა მოდელზეა საუბარი, სხდომამდე გამოგეგზავნებათ პროექტი, ასევე ევროპელი ექსპერტის მიერ დეკემბერში გამოგზავნილი დასკვნა, რომლის რეკომენდაციებიც საბოლოო დოკუმენტში იქნა ასახული.

 

საბჭოს სხდომაზე შეთანხმების თანახმად, გთხოვთ, დღეიდან 2 კვირის ვადაში (არაუგვიანეს 7 თებერვლის 18:00 სთ) წარმოგვიდგინოთ თქვენი მოსაზრებები ცხრილში მოცემულ, თეთრად დარჩენილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი

საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო

 

 

From: Ketevan Sarajishvili
Sent: Tuesday, January 23, 2018 9:04 PM
Cc: Aleksandre Baramidze <
abaramidze@justice.gov.ge>; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge>
Subject:
ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით

 

საღამო მშვიდობისა,

 

მიმდინარე წლის 22 იანვრის ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონი თეა წულუკიანის, ინსტრუქციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გასაცნობად გიგზავნით:

-         საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასებას (RIA), რომელიც მოამზადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა;

-         ექიმ-ნარკოლოგების განმარტებებსუკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და მათი შემცველი პრეპარატების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობებისნუსხაში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით;

-         ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პირველადი პრევენციის დოკუმენტს, რომელიც მოამზადა ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ;

-         საქართველოში სერვისების  განვითარების გარდამავალი გეგმა /კონცეფციას, რომელიც მოამზადა ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ;

 

 

კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე ცხრილს, რომელშიც ასახული იქნება შეჯერებული და ღიად დარჩენილი საკითხები, მოგაწოდებთ შევიწროებულ ვადებში.

 

 

პატივისცემით,

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი

საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო