From : sbelkania@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject : FW: სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ - საყოფაცხოვრებო სუბსიდია
Received On : 05.04.2017 15:14

ეს არის ბატონო დავით

 

სოფო ბელქანია

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: nino odisharia [mailto:nodisharia@moh.gov.ge]
Sent: Friday, March 31, 2017 7:04 PM
To: David Sergeenko
Cc: Sopo Belkania
Subject:
სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ - საყოფაცხოვრებო სუბსიდია

 

ბატონო დავით,

 

ამაზე დაახლოებით 2 კვირის წინ ვისაუბრეთ და ვეღარ მოგწერეთ დიდი ბოდიში.

 

შევთანხმდით რომ მოკლედ მოგწერდით რას ვაკეთებთ და მთავრობაზე კითხვები თუ დაისმეოდა რას ვპასუხობდით:

 

საქმე იმაშია, რომ ადამიანები რომლებიც იღებენ სახელმწიფო პენსიას (გარდა მასწავლებლების, ლექტორების ბიბლიოთეკარების ა.შ.), შშმ-ობის სოციალურ პაკეტს (სუსტად მხედველი და უსინათლოების გარდა) და ასევე საყოფაცხოვრებო სუბსიდიას (ომის ვეტერანები, 9 აპირლი, პოლიტრეპრესირებულები, ჩრნობილი), როცა იწყებენ საჯარო სამსახურში მუშობას სოც. მომსახურების სააგენტოს უნდა აცნობონ ამის შესახებ სამსახურის დაწყებიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო თუ არ აცნობებენ, სააგენტო ამის შესახებ იგებს რამოდენიმე თვეში შემოსავლების სამსახურიდან და იწყებს ზედმეტად გადარიცხული თანხის ამოღებას, არც გამოიხატება იმაში, ამ თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებით (ხან ხელით ხელით შემოაქვთ, თუ სამსახური დაკარგა და ისევ ინიშნავს პენიას ან სოც პაკეტს, უკავდება 20%).

 

საქართველოს პარლამენტი თითქმის ყოველ წელს აკეთებს ზედმეტად გადარიცხული პენსიების ლეგალიზებას და „პატიობს“ შეუტყობინებლობას და აღარ აბრუნებინებს თანხას, ამას ტრადიციულად მოყვება მთვარობის დადგენილება, რომელიც პატიობს შშმ-ებს არ შეტყობინებას და არ აბრუნებინებს თანას, თუმცა საყოფაცხოვრებო სუბსიდია მხოლოდ ერთხელ არის გაკეთებული ლეგლიზაცია.

 

2016 წელსაც განხორციელდა პენსიის და სოციალური პაკეტის და სოციალური დახმარების ლეგალიზება (2016 წლის 1 დეკემბრამდე), ეხლა მოგვმართა ვეტერანთა დეპარტამენტმა რომ გავაკეთოთ საყოფაცხოვრებლო სუბსიდიის ლეგალიზება, რაც ლოგიკურია და თან პატარა თანხასთან არის დაკავშირებული 15 პირი სულ 5690 ლარი.

 

ეს პრობლემა ყოველ წელს დგება და უკავშირდება პენსიის, სოციალური პაკეტის თუ დახმარების მიმღებების მიერ საჯარო სამსახურის დაწყებას და შეუტყობინებლობას, რაც მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქის ვალდებულებაა. თუ დაისმება კითხვა როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, გვაქვს 2 იდეა:

 

1)      მივცეთ საშუალება საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად რომ პენსია/სოც პაკეტი მიიღონ - რაც სამართლიანია მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება, ეს მუხლი კანონში იმისთვის ჩაიდო, რომ თანხები დაზოგილიყო (მოგეხსენებათ პენსიონრების და შშმ პირების რაოდენობა ძალიან ბევრია)

2)      თვითონ საჯარო სამსახურს დავაკისროთ ვალდებულება სოც. სააგენტოს აცნობოს ყოველთვიურად მასთან დასაქმებული საპენსიო ასაკის პირების შესახებ. რაც შეეხება შშმ პირებს და სოც. დახმარებებს - პერსონალურ მონაცემებზე გავდივართ უნდა დაველაპარაკოთ საჯარო სამსახურის ბიუროს და პერსონალურ მომაცემების დაცვის ინსპექტორს.  ეს გახდება საფუძველი დროულად რეაგირების. ამისთვის დაგვჭირდება კანონში ცვლილება და კომიტეტთან შეთანხმება.

 

მოხსენებითი ბარათი № 01-4686 გაჩერებულია დეს-ში და ელოდება თქვენს „ოკ“-ს რომ დაეწრეოს იურისტებს შემდგომში მთავრობაზე გასაგზავნად.

 

დიდი მადლობა.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

 

ნუცი