From : sbelkania@moh.gov.ge
To : Mariana Mkurnali
Subject : FW: ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) - პროგრესის ანგარიში
Received On : 06.09.2017 11:41

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Tamar Gzirishvili [mailto:tgzirishvili@gmail.com]
Sent: Wednesday, September 6, 2017 12:17 PM
To: sbelkania@moh.gov.ge
Subject:
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) - პროგრესის ანგარიში

 

გამარჯობა სოფიკო

 

როგორც შევთანხმდით, გწერთ პროგრესის ანგარიშში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მადლობელი ვიქნები თუ ამ ინფორმაციას მომაწვდით

 

პირველ რიგში, მინდა დავაზუსტო ვალდებულების ტექსტში გაწერილი პირველი ეტაპის შესრულების საკითხი. საუბარი მაქვს პორტალის შექმნის მიზნით საჯარო კონსულტაციების წარმართვაზე, რომლებსაც უნდა დასწრებოდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამედიცინო ასოციაციები და მოსახლეობა (შესრულების ვადა: 2016 წლის ნოემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე). მაინტერესებს, ჩატარდა თუ არა ამ ტიპის კონსულტაციები? თუ კი, გთხოვთ, მომაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა შევედრების რაოდენობა, თარიღები, მონაწილეთა სია და შეძლებისდაგვარად, განხილული საკითხები. ამ შემთხვევაში, ანგარიშის მიზანია დაადგინოს, შესრულდა თუ არა ეს აქტივობა და ასევე, რამდენად გამოსადეგი იყო ის. შესაბამისად, თუ ასეთი შეხვედრები ჩატარდა, მსურს დავუკავშირდე 2-3 ისეთ ადამიანს, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას პროცესში.  

 

ასევე, ჩვენთვის პასუხისმგებელი უწყების აზრთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი ორგანიზაციების მოსაზრება პროცესთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გთხოვთ, მომწეროთ საკონტაქტო პირის ინფორმაცია, ვისაც შეიძლება ამ თემაზე გავესაუბრო. ასევე, თუ გახსენდებათ სხვა ორგანიზაცია, ასოციაცია, ან სამინისტროში შემავალი უწყება, რომელსაც აქვს კომპეტენტური აზრი პორტალის შექმნასთან დაკავშირებით, მადლობელი ვიქნები, თუ მათ საკონტაქტო ინფორმაციასაც გამიზიარებთ

 

ამ დროისთვის სულ ეს არის. დაველოდები თქვენს პასუხს

 

წინასწარ გიხდით მადლობას

 

პატივისცემით

 

თამარი 

 

 

 

 

 

 


 

--

Email: tgzirishvili@gmail.com

Mobile: +995595447747