From : sbelkania@moh.gov.ge
To : Maia Nikoleishvili
Subject : FW: Decentralization
Received On : 10.01.2018 10:09
Attachments :

გამარჯობა მაიკო,

 

რადგან ამ შეხვედრას ესწრებოდი შენ გადახედე თუ შეიძლება და მომწერე შენი კომენტარი, ასევე მინდა გაცნობო რომ დღეს 4 საათიანი შეხვედრაზე განიხილება ეს საკითხი და ამის მიხედვით უნდა მივწეროთ პასუხი ირინკას.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Irinka Tskhomelidze [mailto:irinkatskhomelidze@gmail.com]
Sent: Tuesday, January 9, 2018 11:18 AM
To: Sopo Belkania
Subject: Decentralization

 

სოფო გამარჯობა,

გილოცავ შობას და ახალ წელს! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ 😊

 

შენი დახმარება მჭირდება, ბოდიში რომ გაწუხებ თუ შეგიძლია ბატონ დავითთან შეათანხმო, რასაც გიგზავნი.

 

გიგზავნი, დეცენტრალიზაციის პირველი სამუშაო შეხვედრის ე.წ “minutes” ოქმს. ფრანცისკოს, მუაზამის და ბეტის კომენტარების გათვალისწინებით. ბატონი დავითის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება საბოლოო ვერსიად ჩაითვალოს. (

ასევე, გიგზავნი ამავე ოქმის დანართს (ექსელის ფაილში), რომელიც მოიცავს (დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ) დროში გაწერილ დაგეგმილ აქტივობებს.

და ბოლოს, დამატებითი ექსელის ფაილით გიგზავნი, დამსწრეთა სიას (პირველ გვერდზე, წითლად მონიშნულია ის პირები ვინც მოწვეული იყო, თუმცა არ დასწრებია შეხვედრას).

ექსელის მეორე გვერდზე მოცემულია ძირითადი (ყოვლისმომცველი) კომისიისთვის შემოთავაზებული ორანიზაციები - აქვე განვმარტავ, რომ ეს კომისია იქნება გადაწყვეტილების მიმღები კომისია და დაადასტურებს/ან უარყოფს ორი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებებს, ეს ორი სამუშაო ჯგუფი იქნება:

1) ზიანის შემცირების სამუშაო ჯგუფი ორგანიზაციები შემოთავაზებულია მეორე გვერდზე, დ 2) ჰოსპიტლებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ორი ჯგუფი სამუშაო რეჟიმში შემოიტანს წინადადებებს საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ასევე, გთავაზობთ თითოეული სამუშაო ჯგუფის და კომისიისთვის თავმჯდომარეებს:

1)     ძირითადი/ყოვლისმომცველი კომისია - ბატონი დავითის თანხმობის შემთხვევაში, ბატონი დავითი თავმჯდომარე და ფრანცისკო თანათავმჯდომარე იქნება;

2)     დანარჩენი ორი ჯგუფისთვის შესაძლებელია კენჭისყრის მეთოდის გამოყენება ან

ზიანის შემცირების სამუშაო ჯგუფისთვის - მაია ბუწაშვილი, ხოლო

ჰოსპიტლებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამუშაო ჯგუფისთვის -ბატონი თენგიზი.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ CDC-ის ექნება სამდივნოს როლი და თქვენი / ბატონი დავითის დასტურის შემთხვევაში დამწრეებს გავუგზავნით ოქმს და  შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციებს (თუ მისთვის უფრო მიმსაღებია სამინისტრომ გადაგზავნოს).

ყველაფერ ამას აქვს შეთავაზების ფორმა და მხოლოდ ბატონი დავითის დასტურის შემდეგ გავაზიარებთ ფაილებს და თითოეულ ორგანიზაციას შევთავაზებთ სამუშაო ჯგუფისთვის კონკრეტული პიროვნებების დასახელებას.

მოგვიანებით დაგირეკავ,

მადლობა წინასწარ.

კეთილი სურვილებით,

ირინა

 

--

Best regards,

 

Irina Tskhomelidze,

CDC South Caucasus Office

9 M. Asatiani  str.  0177 Tbilisi,Georgia

Tel: (995 598 708 807)