From : sbelkania@moh.gov.ge
To : Maia Nikoleishvili
Subject : FW: GHSA meeting in Tbilisi
Received On : 06.02.2018 11:47

მაიკო,

 

თუ შეგიძლია ბატონ ამირანთან რომ გაარკვიო რა სახის დახმარება ესაჭიროებათ ჩვენგან.

 

მადლობა

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Wednesday, January 31, 2018 1:53 PM
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: Sopo Belkania; Paata Imnadze; Ana Kasradze Gmail
Subject: GHSA meeting in Tbilisi

 

 

ბატონო დავით

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო, 2014 წლიდან, აქტიურად უჭერს მხარს ჯანმრთელობის გლობალური  უსაფრთხოების ინიციატივის (GHSA) განხორციელებას, რომელიც ეფუძნება ინფექციური დაავადებებით გამოწვეული რისკების პრევენციას, გამოვლენას და რეაგირების ასპექტებს

 

ზემოაღნიშნული მიმართულების წინსვლის უზრუნველყოფის და საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის წარმოჩენისმიზნით2018 წლის 26-28 მარტს , აშშ-სა და ნორვეგიასთან ერთად,​ თბილისში​, იგეგმება ​„რეალურ დროში ეპიდზედამხედველობისსამოქმედო პაკეტის ფარგლებში შეხვედრის ჩატარებას ​, რომელზეც მოწვეული იქნება ჯანმო-, OIE-, FAO- წარმომადგენლები, აგრეთვე აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ექსპერტები, ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყნები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ჯამში მოსალოდნელია სხვადასხვა ქვეყნის 40-50  წარმომადგენლის მონაწილეობა

 

შეხვედრის ძირითად მიზან წარმოადგენს ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის (GHSA) განმახორციელებელ და რეალურ დროში ეპიდზედამხედველობის პაკეტის მხარდამჭერ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებადა გამოცდილების გაზიარება და ექნება ტექნიკური ხასიათი

 

​DTRA მზად არის დაფაროს რეალურ დროში ზედამხედველობის სამოქმედო პაკეტის მხადამჭერი ქვეყნების (13 ქვეყანა) წარმომადგენლების მონაწილეობის ხარჯები. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა CDC-თან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ური თქვა ფინანსურ მხადაჭერაზე, შესაბამისად ვეცდებით საორგანიზაციო ხარჯები დავფაროთ შიდა სახსრებით და შეხვედრა ჩატარდეს ცენტრის ახალ შენობაში იმ შემთხვევაში თუ მოესწრება მისი სრულად გამართვა

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თქვენი ნებართვის შემთხვევაში, შეხვედრისთვის მომზადებულ მასალებზე განთავსდეს სამინისტროს და ცენტრის ლოგოები.  

 

შეხვედრის მულტისექტორული და ერთიან ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომიდან გამომდინარე, შეხვედრის თანაორგანიზება ასევე შევთავაზეთ საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სამსახურს.

მოგვიანებით სასურველი იქნება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება.

 

პატივისცემით

 

ამირანი