From : Belkania
To : Mariana Mkurnali
Subject : FW: TAIEX-ის შეხვედრა-მინისტრის წერილი
Received On : 11.06.2018 15:48
Attachments :

FYI

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Friday, June 8, 2018 9:10 PM
To: David Sergeenko
Cc: Zaza Bokhua; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania
Subject: TAIEX-
ის შეხვედრა-მინისტრის წერილი

 

ბატონო დავით,

 

     როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციას შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებთან, რომლის შესრულების ვადა იწურება 2019 წელს.

     აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ევროკავშირის დახმარება ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) სახით, რომლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18-20 ივნისს დაგეგმილია ევროკავშირის ექსპერტების (ესპანეთი, ხორვატია) მისია საქართველოში. მისიის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები ცენტრსა და სამინისტროში, ასევე განხორციელდება ექსპერტთა ვიზიტები სისხლის ბანკებში.

 

     გვაქვს პატივი მოგიწვიოთ 18 ივნისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის, სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლები, ასევე სისხლის ბანკები და დარგის ექსპერტები (შეხვედრა ჩატარდება.  ახალ შენობაში, ალექსეევკის დასახლება, ლუგარის ცენტრის მიმდებარედ).

 

     აღნიშნული შეხვედრა მიეძღვნება ექსპერტების მიერ ევროდირექტივების დეტალურ განხილვას, ინტერაქტიულ ფორმატში ინფორმაციის გაზიარებას სისხლის კომპონენტების წარმოების სტანდარტებზე, სისხლის ბანკების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებზე, ევროპის ქვეყნებში სისხლის ტრანსფუზიის სამსახურების ორგანიზაციულ მოდელებზე და ხარისხის გარე კონტროლის პროგრამებზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება სამინისტროს და ცენტრის პრეზენტაციები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე, საქართველოში სისხლის სამსახურების პროფილზე, სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. მისიის განმავლობაში შედგება სამუშაო შეხვედრები და ექსპერტების მიერ მომზადდება რეკომენდაციები საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის სალიცენზიო მოთხოვნების განახლების და საქართველოში სისხლის სამსახურის ორგანიზაციული მოწყობის საკითხებზე.

 

     მოხარულნი ვიქნებით, თუ შეძლებთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას და მიესალმებით შეხვედრის მონაწილეებს.

 

   ევროკავშირის მისიის ვიზიტთან დაკავშირებით ასევე 20-ში დაიგეგმა ტრადიციული ტრანსფუზიოლოგიის მსოფლი დღესთან დაკავშირებული დონორთა და უანგარო დონაციაში გამორჩეულ დაწესებულებათა დაჯილდოების ცერემონიალი (20 ივნისი, 14.00, ახალი შენობის საკონფერენციო დარბაზი) და მოხარული ვიქნებით თუ თქვენი დროის გრაფიკი მოგცემთ შესაძლებლობას მონაწილეობის მიღების.

 

     პატივისცემით,

    

ამირანი