From : sbelkania@moh.gov.ge
To : Maia Nikoleishvili
Subject : FW: WHO EB Special Session_22-23 November
Received On : 17.11.2017 11:57

FYI

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Wednesday, November 15, 2017 7:50 PM
To: Sopo Belkania; Marina Darakhvelidze; 'Ketevan Goginashvili'
Subject: RE: WHO EB Special Session_22-23 November

 

სოფო წავიკითხე დოკუმენტი, განსხვავდება მნიშვნელოვნად პირველად წარმოდგენილი ვარიანტისგან რაც ტედროსმა მოახსენა სექტემბერში. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი დოკუმენტია, მოიცავს გლობალური ჯანმრთელობის თითქმის ყველა აქტუალურ მიმართულებას მოკლედ და ლაკონურად, ეყრდნობა ძირითადად მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩოს და პრიორიტეტები, მიზნები და ინდიკატორები კარგადაა შერჩეული.

 

რას ვისურვებდი დამატებით:

1.        ჯანმოს მეტ პოლიტიკურ აქტივობას საერთაშორისო ასპარეზზე და მეტ ჩართულობას საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში. კი აქვს რომ დიდი შვიდიანისა და დიდი ოციანის მეტი დაინტერესება და ა.შ. მაგრამ მან თუ შეძლო, რომ ჯანმრთელობა უფრო მაღალ პოლიტიკურ რეგისტრში აიყვანა გლობალურად იქნება მეტად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ამას მეტად უნდა გაესვას ხაზი.

 

2.        ჯანმო აღარ უნდა იყოს მარტო ღარიბი ქვეყნების მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაცია და მის მუშაობაში უფრო ფართოდ უნდა იქნენ ჩართული განვითარებული ქვეყნები (არა მარტო დაფინანსებით). ანუ მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

 

3.        უნდა გახდეს ინიციატორი ახალი თამაშის წესების დამყარებისა სახელმწიფო (საზოგადოებრივ) სექტორს, კერძო, სამოქალაქო, საერთაშორისო და ფილანტროპულ სექტორებს შორის სწორი თანამშრომლობისა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ და კერძო სექტორებს შორის, რამეთუ დღეს ძირითადი ინოვაციები და სიახლეები სამედიცინო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში მოდის კერძო სექტორიდან. ეს უნდა იყოს როგორც ჯანდაცვის სისტემების განვითარებაში ისე ჯანდაცვისა და მედიცინის ყველა მიმართულებით.

 

4.        ჯანმოს უნდა შეეძლოს ჯანდაცვაში გარკვეული პროცესების პროგნოზირება და მათი დროული პრევენცია ან მათზე რეაგირება. უნდა იყოს მსჯელობა თუ როგორ განვითარდება მოკლე და ხანგრძლივვადიან პერიოდებში ჯანდაცვის სიტემები, პრევენციული მედიცინა და ა.შ. ანუ უნდა მიეხმაროს ქვეყნებს ხანგრძლივვადიან პროგნიზირებასა და დაგეგმარებებში.

 

 

5.        არის მიძღვნილი ნაწილი დოკუმენტისა ინოვაციებისადმი და მისი საჭიროებებისადმი, მაგრამ არაფერია ან ძალიან ცოტა ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების როლზე ჯანმოს მუშაობაში და ასევე ჯანმოს თანამშრომლობაზე ასეთი ტიპის ინსტიტუციებთან გლობალური ან ქვეყნების დონეებზე (მაგალითად აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები, მისი ანალოგები დიდ ქვეყნებში, დაავადებათა კონტროლის ან ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტები და ა.შ.).

 

6.        ალბათ სპეციალური ნაწილი უნდა მიეძღვნას მომავლის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, გონომიკის, პროტეონომიკის, პერსონალიზირებული მედიცინის როლს მომავლის ჯანდაცვაში და რა როლს ითამაშებს ჯანმო ამაში, რამეთუ 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გააზრება მათ გარეშე წარმოუდგენელია.

 

 

7.        ასევე ტექსტში მომესაკლისა პრევენციული მედიცინა და მისი8 როლი 21- საუკუნის ჯანდაცვაში.

 

8.        უნდა კარგად გამოკვეთოს თუ ქვეყნების დონეზე როგორ აპირებს ყველაფერი ამის განხორციელებას.

 

9.        სასურველია ამ სტრატეგიული დოკუმენტის საუზველზე შემუშავდეს სამოქმედო გეგმაც გაწერილი დროში.

 

        ამ ეტაპზე სულ ეს. პერიოდულად კიდევ გადავხედავ და დამატებით მოგწერ თუ კიდევ ჩავთვალე რამე მიზანშეწონილად.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, November 15, 2017 6:32 PM
To: Marina Darakhvelidze; 'Ketev
an Goginashvili'; Amiran Gamkrelidze
Subject: RE: WHO EB Special Session_22-23 November

 

მოგესალმებით,

 

განმეორებით გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები/მოსაზრებები, რომელთა დაფიქსირებაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სპეციალური სესიის ფარგლებში, მინისტრის დროული ინფორმირების მიზნით.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Monday, November 6, 2017 6:38 PM
To: Marina Darakhvelidze (mdarakhvelidze@moh.gov.ge); 'Ketevan Goginashvili'; Amiran Gamkrelidze (a.gamkrelidze@ncdc.ge)
Subject: WHO EB Special Session_22-23 November

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22-23 ნოემბერს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სპეციალური სესია, რომელიც ეძღვნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-13 გენერალური სამუშაო პროგრამის განხილვის საკითხს. ღონისძიებაში, WHO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით, მონაწილეობას ღებულობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო.

გთხოვთ, განიხილოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი და მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები/მოსაზრებები, რომელთა დაფიქსირებაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სპეციალური სესიის ფარგლებში, ბატონი დავითის შემდგომი ინფორმირების მიზნით.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232