From : sbelkania@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject : FW: from Eliava Institute
Received On : 22.06.2017 14:44
Attachments :

ბატონო დავით,

 

გიგზავნით ზოგად ინფორმაციას ბაქტერიოფაგის კონპერენციის შესახებ, ქართულად და ინგლისურად, ასევე პროგრამას. კონფერენცია არის ინგლისურად, შესაბამისად მისასალმებელი სიტყვა ინგლისურად უნდა ითქვას.

 

 

ეს არის რაც მომწერეს, ჩემი აზრით უფრო მეტის თქმა შეიძლებოდა მაგრამ რავიცი J

 

რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ინსტიტუტის შესახებ:

 

მეცნიერი, რომელმაც ბაქტერიოფაგი აღმოაჩინა (Felix D’Herell) 100 წლის წინათ (რასაც ახლა ავღნიშნავთ) არის ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი ელიავასთან ერთად.

ეს არის მეორე კონფერენცია წელს, პირველი, აპრილში ჩატარდა პასტერის ინსტიტუტში, პარიზში - ჩვენი ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით.

ელიავას ინსტიტუტი , ე.წ. „ბრენდი“-ა, ვინც ფაგებზე მუშაობს ან იყენებს (ნებისმიერ ქვეყანაში) იცის ელიავას სახ. ინსტიტუტის შესახებ.

ფაგოთერაპია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყებში არის აღიარებული, თუმცა სხვა ქვეყნებში, აშშ, საფრანგეთი, ბელგია, გერმანია - დიდი მუშაობა მიდის ფაგების ლეგალური აღიარების მექანიზმების შერჩევის მიმართულებით. სხვათა შორის, ჩვენ ორი FDA-ს წარმომადგენელი ჩამოგვდის კონფერენციაზე.

უცხოელი პაციენტების რაოდენობა, რომელიც ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში ჩამოდიან, იზრდება, გეოგრაფია საკმაოდ ფართოა.

 

თუ რაიმე კითხვა გექნებათ მომწერეთ,

 

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232