From : sbelkania@moh.gov.ge
To : Kakha Dzimistarishvili
Subject : FW: shetanxmeba
Received On : 04.10.2017 06:52
Attachments :

მოგესალმებით ბატონო კახა, როგორც გუშინ მოგახსენეთ კონტროლის პალატამ მოითხოვა ინფორმაცია 2017 წელს საშტატო ნუსხის შეთანხმება მთავრობასთან. როგორც გავარკვიე ერთხელ გვაქვს მხოლოდ შეთანხმებული რადგან „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საშტატო ნუსხების და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ იზრდება თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი, საშტატო რიცხოვნობა ან/და თანამდებობრივი სარგოები. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის N272 განკარგულებით განხორციელდა ზემოაღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება. დანარჩენ შემთხვევებში არ საჭიროებდა მთავრობასთან შეთანხმებას. ველოდები თქვენს რეკომენდაციებს, ხომ არ თვლით რომ რამე დასამატებელია ან სხვანაირად ხომ არ საჭიროებს ფორმულირებას და შემდგომ მივაწვდით მათ ამ ინფორმაციას. საუკეთესო სურვილებით, სოფო ბელქანია ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144,  თბილისი, საქართველო,  0159 მობ:  +995 599 223232