From : Belkania
To : Mariana Mkurnali; Maia Nikoleishvili
Subject : Fwd: შეხსენება: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა
Received On : 28.06.2018 16:52
Attachments :



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Open Government Partnership <ogpgeorgia@justice.gov.ge>
Date: June 28, 2018 at 17:08:24 GMT+4
To: Open Government Partnership <ogpgeorgia@justice.gov.ge>
Cc: Zurab Sanikidze <zsanikidze@justice.gov.ge>, Gvantsa Meunargia <gmeunargia@justice.gov.ge>, Lana Morgoshia <lmorgoshia@justice.gov.ge>, Ketevan Tsanava <ktsanava@justice.gov.ge>
Subject: RE: შეხსენება: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა

ძვირფასო კოლეგებო,

 

გიგზავნით ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების გეგმის სამუშაო ვერსიას.

 

შეგახსენებთ, რომ ხვალ ფორუმის შეხვედრაზე სწორედ ამ ვერსიას განვიხილავთ დეტალურად. ასევე, ვისაუბრებთ იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

 

გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებები წარმოადგენენ მოკლე პრეზენტაციებს მათი ვალდებულების ან იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ვერ გაითვალისწინეს. შეხვედრაში თითოეული უწყების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ უწყებებმაც, რომელთაც მიემართებოდათ ესა თუ ის რეკომენდაცია, რომელიც ვერ აისახა გეგმაში და შესაბამისად, გეგმის პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე არ არიან პასუხისმგებელი უწყებები.

 

პატივისცემით,

 

From: Open Government Partnership
Sent: 2018 წლის 27 06, ოთხშაბათი 12:03
To: Open Government Partnership
Cc: Zurab Sanikidze; Gvantsa Meunargia; Lana Morgoshia; Ketevan Tsanava
Subject: შეხსენება: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა
Importance: High

 

ძვირფასო ფორუმის წევრებო,

 

შეგახსენებთ, რომ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება 29 ივნისს, 16:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში (I სართულის I სათათბირო).

 

სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე ვაზუსტებთ რამდენიმე დეტალს და ხვალ მოგაწოდებთ.

 

პატივისცემით,

 

OGP საქართველოს სამდივნო

 

From: Open Government Partnership
Sent: 2018 წლის 22 06, პარასკევი 19:05
To:
Cc: Zurab Sanikidze; Gvantsa Meunargia; Ketevan Tsanava; Lana Morgoshia
Subject: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა
Importance: High

 

ძვირფასო ფორუმის წევრებო,

 

პირველ რიგში, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მოგეხსენებათ, გაწეული სამუშაო იყო ნაყოფიერი და საკმაოდ ჩართულობითი.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) დაასრულა მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის ამ ეტაპისთვის არსებულ სამუშაო ვერსიაზე მუშაობა. არსებულ ვერსიაში წევრი სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ვალდებულებებთან ერთად ასახულია აპრილისა და მაისის თვეში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული იდეები.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 29 ივნისს, 16:00 სთ-ზე, გიწვევთ იუსტიციის სამინისტროში (პირველი სართული, პირველი სათათბირო) სამოქმედო გეგმის ამ ეტაპზე არსებული პროექტის, მასში ასახული ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების განსახილველად, რომელიც ამ ვერსიაში არ ასახულა.

 

ფორუმის შეხვედრაზე თითოეული უწყება თავის ვალდებულებას წარმოადგენს.

 

თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

 

პატივისცემით,

 

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო
ანალიტიკური დეპარტამენტი