From : sbelkania@moh.gov.ge
To : Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org>; Nato Dolidze
Subject : RE: ბორჯომი
Cc : Nino Okhanashvili <nokhanashvili@gmail.com>; Nana Tsiklauri <nana.tsiklauri@undp.org>
Received On : 11.12.2017 18:41

ნატალია,

 

დიდი მადლობა დეტალური ახსნისთვის. ერთი კითხვა მაქვს რატომ ველოდებით ფინანსთას და იუსტიციას? ერთნაირი სისტემა უნდა დავნერგოთ ყველამ? არ მახსოვს მე და მაგიტომ ვკითხულობ.

 

რაც შეეხება გამგზავრებას და უკან წამოსვლას გასაგებია რომ 2 კვირა არის დარჩენილი ტრეინინგამდე, მაგრამ მოგეხსენებათ წლის ბოლოა და ყველას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და წინასწარ ხდება ყველაფრის შეთანხმება (მითუმეტეს როცა მაღალ რგოლზეა საუბარი), ამიტომ გავუსვი ხაზი ამ ცვლილებას. ჩემი აზრით ცოტა არარიალისტურია 11:00 საათზე ტრეინინგის დაწყება ჩასვლის დღეს. წინა ტრეინინგის დროსაც ვგეგმავდით 4 ზე გასვლას მაგრამ დავიგივიანეთ როგორც გახსოვთ, რიგი მიზეზების გამო. ასევე მინდა გაითვალისწინოთ რომ კვირა დღეს წამოსვლა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 12:00-13:00 საათისა. მე როგორც სამინისტრო უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას და ვთვლი რომ 1 დღე არ არის საკმარისი ამ ყველაფრისთვის ჩვენი სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე და თავიდანვე მაგიტომ იყო გასვლით ტრეინინგზე შეთანხმება რათა რაც შეიძლება მეტი დრო დაეთმოს აღნიშნულ საკითხს. ძალიან სამწუხაროა რომ მარტო მე ვხედავ ამ პრობლემას და დროის ნაკლებობას. თქვენ ხართ დონორი ორგანიზაცია და რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია თუ რამდენ დღეზე შევჯერდებით.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Natalia Baratashvili [mailto:natalia.baratashvili@undp.org]
Sent: Monday, December 11, 2017 8:30 PM
To: Sopo Belkania; 'Nato Dolidze'
Cc: 'Nino Okhanashvili'; Nana Tsiklauri
Subject: RE:
ბორჯომი

 

სოფო, გამარჯობა

 

პირველ რიგში, მადლობა დეტალური მეილისთვის, პუნქტების მიხედვით მივყვები (ზოგიერთზე ნინო გიპასუხებს):

  1. მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით ნინო მოგწერს; რაც შეეხება დამხმარ ინსტრუმენტს სიტუაცია შემდეგია: როგორც ვახსენეთ ჯერ კიდევ ბორჯომში, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენს დაკვეთაზე, აქ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ფინანსთა სამინისტროს/იუსტიციის სამინსიტროს რა გეგმები აქვთ (მუშაობენ უკვე). თქვენს IT-თან შეხვედრას ჯერ არანაირი აზრი არ აქვს (რის გამოც არ შევხვდით) სანამ არ ვიცით ის უწყებები რას აპირებენ. ამიტომაც მივწერეთ, მიმოწერაში ჩვენ ყველა ვართ. სამწუხაროდ, ფინანსთა და იუსტიციის სამინსიტროდან ამაზე რეაგირება არ მოჰყვა. როგორც ნატას დღეს ავუხსენი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რას აპირებენ ისინი რომ ისე როგორც თქვენ, 22 დეკემბრამდე ვიცოდეთ რა გზით გეხმარებით და ეს იყოს რეალისტური და ეფექტიანი რესურსების კუთხით. პროცესი აქ როგორც ხედავ არ გაჩერებულა ჩვენი მიზეზით, კომუნიკაცია გახდა აშკარად დაბრკოლება. იუსტიციის სამინისტროს ხვალ ისედაც ვხვდებით, ბიუროსაც ჩვენ შევეხმიანებით. აქვე მაშინ გთხოვთ, რომ თქვენ დაუკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს HR-ს და იქნებ თქვენი დახმარებით გამოვიდნენ კონტაქტზე, რომ ჯამში ეს პროცესი რომ მეტად თანამშრომლობითი გახდეს; ნატასთან აქტიურ კომუნიკაციაში ვარ, თუ რამე დამატებითი კითხვა გაქვს რაზეც პასუხი არ მიგიღია (და არ ვიცი), მომწერე ან დამირეკე;
  2. რაოდენობა - აქ პრობლემა არ არის; წინასწარ გათვლილი გვქონდა და დაველოდებით ბოლო სიახლეებს;
  3. გამგზავრება - „მოულოდნელად“ ან „არაინფორმირებული“ რატომ? ტრენინგამდე ორი კვირია; და ნატას დღეს ვესაუბრე/ავუხსენი თუ რაში იყო საქმე; ამას აქვს რამდენიმე მიზეზი; 1) რადგან თქვენი ტრენინგი იყო პირველი, ამიტომაც ჩაინიშნა პარასკევს გასვლა (არ ვიცოდით როგორ ჩაივლიდა, რამდენად გვეყოფოდა დრო და ა.შ.); თქვენმა შემთხვევამ აჩვენა რომ ორ დღეში დასრულების პრობლემა არ იყო და ამიტომაც ყველა პარტნიორთან ყველა ტრენინგი დაიგეგმა ამაზე პრინციპით, გასვლა იყო შაბათს; 2) როგორც იცი, კვირა დღეს ვამთავრებთ 13:00 - ანუ ფაქტობრივად ვიყენებთ მხოლოდ 3 საათს და არა სრულ დღეს, ამიტომაც პარასკევს ჩასვლის მიზეზი კიდევ უფრო ნაკლებია; 3) ტრენინგის ეფექტურობა დანარჩენი სამი სამინისტროს მაგალითზე შემიძლია გითხრა რომ არ იკლებს. ამ ყველაფერთან ერთად გვაქვს დიდი ღონისძიება და ბევრნი ვიქნები იქ. ის რომ ეს შეთანხმებულია ალბათ პრობლემა არ იქნება, თარიღი არ იცვლება, რაც მთავარია;
  4. ტრანსპორტირება - გამგზავრების დღის გათვალისწინებით გთავაზობთ 8:30 საათს, ჩასვლა 10:30; ყავა-ჩაი 10:30-11:00 საათამდე, დავიწყებთ 11:00 საათზე.
  5. ფოკუს ჯგუფი - ასევე როგორც ვისაუბრეთ, პარასკევს იყო ბოლო ვადა სიების წარდგენის, დღეს გადავანაწილეთ სიების მიხედვით თანამშრომლები და სია გამოიყურება ესე - იხ. დანართი; ჯგუფი დაემატა (დღეები არ შეცლილა), რამდენიმე თქვენმა თანამშრომელმა ჯგუფებში გადასვლა უკვე დამიდასტურა ასე რომ აქ ყველაფერი რიგზეა; ნატას უბრალოდ ვთხოვ ამ დოკუმენტის გაზიარებას. მონაწილეებს სასტუმროს ადგილს ჩვენ შევატყობინებთ (ან ფაბრიკა ან „ბეთსი“).

 

და ბოლო, ვთანხმდებით რომ ზოგადად ეს პროცესი ყველას მხრიდან (ჩვენ, თქვენ, სხვა სამინისტროები, ბიურო) შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობს, დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან ინტენსიური და აქტიურია. ბუნებრივია რომ მცირე დეტალები - დღის წესრიგი, მონაწილეთა რაოდენობა იცვლება და ჩვენ გვესმის. სწორედ ამიტომაც მუდმივ კონტაქტზე ვართ ბოლო 2 თვის მანძილზე. იმედია მცირე დეტალების ცვლილებას არ გულისხმობ, ხოლო ძირეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის პრობლემა ვფიქრობ არ გვქონია. ამიტომაც, ის რომ „შეთანხმებული დეტალები ძალიან ხშირად იცვლება“, ვერ დაგეთანხმები და უსამართლოდ ჟღერს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბარი იყო ორ დეტალზე: ერთი - მივაღწიეთ შეთანხმებას ის, რომ სსიპ-ების თანამშრომლები მოდიან, ხოლო მეორე დეტალი - გამგზავრება და ამ დეტალის საუბრის პროცესში ვართ დღეს. ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ტელეფონითაც ვისაუბროთ და შევთანხმდეთ რომ ყველას პოზიცია (მათ შორის ჩვენი) და ინტერესი იყოს გათვალისწინებული, რადგან საბოლოო ჯამში გვამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რაშიც ნინო გვეხმარება.

 

ძალიან დიდი ბოდიში ამ სიგრძე წერილისთვის ყველასთან.

საუკეთესო სურვილებით,

 

ნატალია

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Monday, December 11, 2017 6:54 PM
To: 'Nino Okhanashvili' <nokhanashvili@gmail.com>; Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org>; Nana Tsiklauri <nana.tsiklauri@undp.org>
Cc: 'Nato Dolidze' <ndolidze@moh.gov.ge>
Subject: RE:
ბორჯომი

 

გამარჯობა ნინო, ნატალია,

 

როგორ ხართ? ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, არ ვიმყოფებოდი საქართველოში.

 

რამოდენიმე საკითხი მაქვს თქვენთან გასარკვევი/შესათანხმებელი:

 

  1. მინისტრთან და მოადგილეებთან შუალედულური ანგარიში - 20 დეკემბერს არვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება შეხვედრის ჩანიშვნა, როგორც ვიცი მინისტრი არ იქნება ქალაქში, დავაზუსტებ და მოგწერ. 19 დეკემბერს შენ საქართველოში იქნები?

ასევე ამ შეხვედრაზე სრული ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ როგორც მთლიან პროცედურაზე ასევე მის დამხმარ ინსტრუმენტზე (task force management).

 

  1. ტრეინინგი ბორჯომში - შენი თხოვნისამბერ სსიპ დან 2 ადამიანი წამოვა. ტრეინინგზე დამსწრე პირების რაოდენობა იქნება 27 (ჩემი და ნატას ჩათვლით). ასევე როგორც აღვნიშნე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაესწროს მინისტრი და ორი მოადგილე, ამის შესახებ ზუსტი პასუხი მეცოდინება კვირის ბოლოს. ჩვენი მხრიდან ჯამში გამოდის 30 პირი.

 

 

  1. ტრანსპორტირება -  ჩვენი შეთანხმების თანახმად თბილისიდან გამგზავრება ბორჯომის მიმართულებით დაგეგმილი იყო 22 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში, ხოლო უკან დაბრუნება 24 დეკემბერს, ეს განრიგი მე შევათანხმე მინისტრთან და ასევე მოადგილეებთან. ეხლა შემთხვევით ვიგებ ნატალიასგან, რომ გამგზავრება გადაწყდა 23 დეკემბერს 9:00 საათზე, რადგან დიდი ღონისძიება გაქვთ ჩანიშნული. ამ ღონისძიების შესახებ ჩვენ ყველანი საქმის კურსში ვიყავით წინა ტრეინინგის დროს და შევთნხმით რომ ღონისძიება დღის პირველ ნახევარში იყო ხოლო გამგზავრება შემდგომ, ასე რომ არ იქნებოდა პრობლემა. ჩემი აზრით ძალიან რთული იქნება იმავე დღეს ტრეინინგის ჩატარება და ხალხის მობილიზაცია დილის საათებში. ასევე ნამგზავრეზე მთელი დღე ტრეინინგზე ჯდომა რამდენად ეფექტური იქნება?

 

ნატიალია,

 

ძალიან სამწუხაროა რომ დღეს სრულიად შემთხვევით გავიგე ეს ამბავი. ჩემი თხოვნა იქნება რომ გამგზავრება თბილისიდან დავოტოვოთ ისევ 22 დეკემბერს. ისედაც ცოტა დროა დარჩენილი და ბევრი საქმე გასაკეთებელი. როგორც აღვნიშნე მე პირადად არ მიმაჩნია სწორედ 23 ში გამგზავრება და პირდაპირ ტრეინინგზე ხალხის შეყვანა, არ იქნება ეს ტრეინინგი ეფექტური და იმ შედეგს არ მოგვცემს რაც გვინდა რომ მივიღოთ. ნინო შენ რას ფიქრობ?

 

ასევე არ მიმიღია არანაირი პასუხი task force management-ის თაობაზე, ვერც შეხვედრის ჩანიშვნა მოხერხდა თქვენი მხრიდან ჩვენს IT დეპარტამენტთან. ის პასუხი რაც ნატას სატელეფონო საუბრის დროს უთხარი ვფიქრობ რომ პირდაპირ კავშირში არ არის ჩვენს დაკვეთასთნ/თხოვნასთან.

 

აქვე გთხოვთ რომ გამომიგზავნოთ საბოლოო სია დროების მიხედვით და ადგილი ფოკუს ჯგუფების შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა დროულად ვაცნობო თანამშრომლებს.

 

შეთანხმებული დეტალები ძალიან ხშირად იცვლება და მოხარული ვიქნები შემდგომში თუ უფრო მეტად ვიქნებით ინფორმირებულები ცვლილებების შესახებ.

 

ველოდები თქვენს პასუხს.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Nino Okhanashvili [mailto:nokhanashvili@gmail.com]
Sent: Wednesday, December 6, 2017 4:54 PM
To: Sopo Belkania
Cc: Nato Dolidze; Natalia Baratashvili; nana.tsiklauri@undp.org
Subject: Re:
ბორჯომი

 

 

სოფო,

 

მადლობა პასუხისთვის

 

მე მგონია, რომ სსიპებისთვის უკეთესი იქნება თუ არა მარტო მოისმენენ, არამედ იმონაწილევებენ, მაგრამ თუ თვლით, რომ აქტიურ ტრენინგზე მეტი ღირებულება ექნება მათ დასწრებას და პასიურად დაკვირვებას, მაშინ გავაკეთოთ, ისე, როგორც გინდათ. უბრალოდ ტრენინგის დაწყებამდე გთხოვ, რომ წესები ავუხსნათ, რომ უხერხულობა არ შეიქმნას შემდეგ

 

ასევე გთხოვთ, შევამციროთ ჯამური რაოდენობა და თუ შესაძლებელია სსიპიდან წამოვიყვანოთ მაქსიმუმ 2 ადამიანი: მაგ. უფროსი და HR  . 

 

რაც შეეხება შეხვედრას, მზად ვარ 20-ში დღის მეორე ნახევარში შევხვდე მინისტრს შუალედური შედეგების წარსადგენად. მანამდე პროცედურას გადმოგიგზავნით თქვენც

 

პატივისცემით,

 

ნინო ოხანაშვილი

 

On Dec 5, 2017, at 12:02, Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> wrote:

 

გამარჯობა ნინო,

 

როგორ ხართ?

 

არ ვიმყოფები საქართველოში და მაგიტომ გწერთ დაგვიანებით.

 

ნინო ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ ყველას ერთი ინტერესი გვაქვს და გვინდა რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს და პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულები ამაში. მე არც მიფიქრია სიტუაციის გაჭედვა ან ის რომ ვინმე სიტუაციას ჭედავს, რაღაც ახირების გამო, ან რა ახირებაზეა საუბარი საერთოდ ვერ ვხვდები.

მე მესმის, რომ მთავარი თქვენი აქცენტი არის სამინისტოზე და შესაბამისად მის ფარგლებში სისტემის დანერგვაზე, გთხოვთ მეც ნუ ჩამითვლით „ახირებაში“ მაგრამ სამინისტროში დანერგილი სისტემა ვერ იქნება წარმატებული და შედეგის მომტანი თუ იგივე არ გავრცელდება სსიპებზე, რადგან როგორც მოგეხსენებათ სსიპ არის სამინისტროს პოლიტიკის განმახორციელბელი. თუ განმახორცილემა სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ვერ შეასრულა სათანადოდ, სამინისტროს საქმიანობა ვერ შეფასედება დადებითად. აქედან გამომდინარე შემოგთავაზეთ მე დასაწყისშივე სსიპების ჩართულობა რაზეც მივიღე თანხმობა თქვენგან. როგორც ჩვენ შევთანხმდით სსიპ-ები იქნებიან ე.წ. მსმენელის როლში, რომ მეტი ინფორმაცია მოისმინონ შეფასების სისტემაზე და ნახონ პრაქტიკული მაგალითები,  რაც უნდა დაინერგოს მაგათთანაც 2018 წლიდან. თუ სწორედ მახსოვს სამინისტროდან ტრეინინგს ესწრება 17 ადამიანი. რაც შეეხება სსიპ-ებისთვის ერთი დღის გამოყოფას, ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ხალხის მთელი დღით ერთ დარბაზში გაჩერება (მათი გრაფიკიდან და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება მთელი დღე შეძლონ დარჩენა). 

ამ თემაზე მე ნატალიასაც ვესაუბრე და ჩავთვალე რომ მოვრიგდით.

იმედია სამინისტროს პოზიცია სწორედ გადმოგეცით დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.

 

ნინო მინისტრმა მოიკითხვა შუალედური ანგარიში რომ წარმომიდგინოს როდის იქნება შესაძლებელიო. იქნებ თარიღზე შევთანხმდეთ. შუალედური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს 22 დეკემბრამდე.  ასევე Task Force Management - ზე ვართ ჩამოსაყალიბებელი, რომელიც შეფასების სისტების მთავარი ინსტრუმენტი იქნება, როდის შეიძლება რომ ამ საკითხზე შევხვდეთ? შუალედურ ანგარიშში ეს თემაც უნდა გავაჟღეროთ.

 

დიდი მადლობა.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144 თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Nino Okhanashvili [mailto:nokhanashvili@gmail.com] 
Sent: Friday, December 1, 2017 5:16 PM
To: Sopo Belkania; Nato Dolidze
Cc: Natalia Baratashvili; nana.tsiklauri@undp.org
Subject: Fwd: 
ბორჯომი

 

 

ნატა, სოფო,

 31 კაციან ტრენიგნს ფიზიკურად ვერ ჩავატარებ. შეუძლებელია ამრაოდენობის ადამიანებში იმ აქტივობების გაკეთება, რაც შედეგამდემიგვიყვანს. მე მესმის, რომ გვინდა სსიპ-ების ჩართულობისუზრუნველყოფა, მაგრამ არ მინდა, რომ ეს მოხდეს იმის ხარჯზე, რომსამინსიტროსთან აღებული მთავარი ვალდებულება ვერ შესრულდებაჯეროვნად. მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ იმისდა მიუხედავად, რომსკოუპში მათი ტრენინგი არ იყო, ცალკე გამოვყო დრო და  ჩავუტაროსაფუძვლიანი 1 დღიანი ტრენინგი სსიპ-ებს

ტრენინგის მონაწილეთა ოპტიმალური რაოდნეობა (ყველა სტანდარტით) არის 12-15 ადამიანი (მაგალითისთვის - გერმანელი ექსპერტი იყო ეხლაფინ. სამინსიტროში და არაფრით 12 კაცზე მეტი არ დააშვებინატრენინგზე). მე მზად ვარ 20 კაციან ჯგუფთანაც ჩავატარო, მაგრამ 30 ძალიან ბევრია. მათი პასიურად ყოფნა მგონი უარესია, ვიდრე ის, რომეხლა არ იყვნენ და ცალკე დაეთმოთ დრო, როდესაც პასუხებს მიიღებენკითხვებზე

 

მე მჯერა, რომ საერთო ინტერესი გვაქვს ყველა მხარეს. არავინ არვჭედავთ სიტუაციას, უბრალო ახირების გამო. მე გული შემტკივა ისევე, როგორც თქვენ და მინდა, რომ გამოვიდეს კარგად ყველაფერი

მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი რა. ამ ადამიანებისთვის უარისთქმა უკეთესია, ვიდრე სამინისტროს მენეჯერების ცუდი ტრენინგი

 

მომწერეთ რას ფიქრობთ

 

ნინო

 

 

 

 

Begin forwarded message:

 

From: Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge>

Subject: Fwd: ბორჯომი

Date: December 1, 2017 at 11:11:30 GMT+4

To: Nino Okhanashvili <nokhanashvili@gmail.com>

 


ნინ

 

გიგზავნი დეკემბრის ბორჯომის სიას

 

 

Sent from my Samsung Galaxy smartphone.

 

 

-------- Original message --------

From: Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> 

Date: 11/30/17 9:09 AM (GMT+04:00)

To: Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org> 

Subject: ბორჯომი

 

ნატალია

 

როგორც გუშინ მოგწერე წინა გამოგზავნილ სიას ეკლდა ტრეფიკინგის სსიპ ი ეხლა სია საბოლოოა და უბრალოდ ამ ეტაპზე დაუზუსტებლად გწერ თუმცა დავაზუსტებ ცოტა მოგვიანებით, რომ არნიშნულ ტრეინინგს ბორჯომში შესაძლოა დაესწროს მინისტრი და მისი მოადგილე.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ნატა დოლიძე

 

ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144 თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  + 995 599 500747