| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Nino Okhanashvili <nokhanashvili@gmail.com>; Nato Dolidze |
| Subject : | RE: ბორჯომი |
| Cc : | Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org>; nana.tsiklauri@undp.org |
| Received On : | 05.12.2017 08:02 |
გამარჯობა ნინო,
როგორ ხართ?
არ ვიმყოფები საქართველოში და მაგიტომ გწერთ დაგვიანებით.
ნინო ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ ყველას ერთი ინტერესი გვაქვს და გვინდა რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს და პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულები ამაში. მე არც მიფიქრია სიტუაციის გაჭედვა ან ის რომ ვინმე სიტუაციას ჭედავს, რაღაც ახირების გამო, ან რა ახირებაზეა საუბარი საერთოდ ვერ ვხვდები.
მე მესმის, რომ მთავარი თქვენი აქცენტი არის სამინისტოზე და შესაბამისად მის ფარგლებში სისტემის დანერგვაზე, გთხოვთ მეც ნუ ჩამითვლით „ახირებაში“ მაგრამ სამინისტროში დანერგილი სისტემა ვერ იქნება წარმატებული და შედეგის მომტანი თუ იგივე არ გავრცელდება სსიპებზე, რადგან როგორც მოგეხსენებათ სსიპ არის სამინისტროს პოლიტიკის განმახორციელბელი. თუ განმახორცილემა სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ვერ შეასრულა სათანადოდ, სამინისტროს საქმიანობა ვერ შეფასედება დადებითად. აქედან გამომდინარე შემოგთავაზეთ მე დასაწყისშივე სსიპების ჩართულობა რაზეც მივიღე თანხმობა თქვენგან. როგორც ჩვენ შევთანხმდით სსიპ-ები იქნებიან ე.წ. მსმენელის როლში, რომ მეტი ინფორმაცია მოისმინონ შეფასების სისტემაზე და ნახონ პრაქტიკული მაგალითები, რაც უნდა დაინერგოს მაგათთანაც 2018 წლიდან. თუ სწორედ მახსოვს სამინისტროდან ტრეინინგს ესწრება 17 ადამიანი. რაც შეეხება სსიპ-ებისთვის ერთი დღის გამოყოფას, ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ხალხის მთელი დღით ერთ დარბაზში გაჩერება (მათი გრაფიკიდან და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება მთელი დღე შეძლონ დარჩენა).
ამ თემაზე მე ნატალიასაც ვესაუბრე და ჩავთვალე რომ მოვრიგდით.
იმედია სამინისტროს პოზიცია სწორედ გადმოგეცით დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
ნინო მინისტრმა მოიკითხვა შუალედური ანგარიში რომ წარმომიდგინოს როდის იქნება შესაძლებელიო. იქნებ თარიღზე შევთანხმდეთ. შუალედური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს 22 დეკემბრამდე. ასევე Task Force Management - ზე ვართ ჩამოსაყალიბებელი, რომელიც შეფასების სისტების მთავარი ინსტრუმენტი იქნება, როდის შეიძლება რომ ამ საკითხზე შევხვდეთ? შუალედურ ანგარიშში ეს თემაც უნდა გავაჟღეროთ.
დიდი მადლობა.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Nino Okhanashvili [mailto:nokhanashvili@gmail.com]
Sent: Friday, December 1, 2017 5:16 PM
To: Sopo Belkania; Nato Dolidze
Cc: Natalia Baratashvili; nana.tsiklauri@undp.org
Subject: Fwd: ბორჯომი
ნატა, სოფო,
31 კაციან ტრენიგნს ფიზიკურად ვერ ჩავატარებ. შეუძლებელია ამ რაოდენობის ადამიანებში იმ აქტივობების გაკეთება, რაც შედეგამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ გვინდა სსიპ-ების ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ არ მინდა, რომ ეს მოხდეს იმის ხარჯზე, რომ სამინსიტროსთან აღებული მთავარი ვალდებულება ვერ შესრულდება ჯეროვნად. მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ იმისდა მიუხედავად, რომ სკოუპში მათი ტრენინგი არ იყო, ცალკე გამოვყო დრო და ჩავუტარო საფუძვლიანი 1 დღიანი ტრენინგი სსიპ-ებს.
ტრენინგის მონაწილეთა ოპტიმალური რაოდნეობა (ყველა სტანდარტით) არის 12-15 ადამიანი (მაგალითისთვის - გერმანელი ექსპერტი იყო ეხლა ფინ. სამინსიტროში და არაფრით 12 კაცზე მეტი არ დააშვებინა ტრენინგზე). მე მზად ვარ 20 კაციან ჯგუფთანაც ჩავატარო, მაგრამ 30 ძალიან ბევრია. მათი პასიურად ყოფნა მგონი უარესია, ვიდრე ის, რომ ეხლა არ იყვნენ და ცალკე დაეთმოთ დრო, როდესაც პასუხებს მიიღებენ კითხვებზე.
მე მჯერა, რომ საერთო ინტერესი გვაქვს ყველა მხარეს. არავინ არ “ვჭედავთ” სიტუაციას, უბრალო ახირების გამო. მე გული შემტკივა ისევე, როგორც თქვენ და მინდა, რომ გამოვიდეს კარგად ყველაფერი.
მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი რა. ამ ადამიანებისთვის უარის თქმა უკეთესია, ვიდრე სამინისტროს მენეჯერების ცუდი ტრენინგი.
მომწერეთ რას ფიქრობთ
ნინო
Begin forwarded message:
From: Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge>
Subject: Fwd: ბორჯომი
Date: December 1, 2017 at 11:11:30 GMT+4
To: Nino Okhanashvili <nokhanashvili@gmail.com>
ნინ
გიგზავნი დეკემბრის ბორჯომის სიას.
Sent from my Samsung Galaxy smartphone.
-------- Original message --------
From: Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge>
Date: 11/30/17 9:09 AM (GMT+04:00)
To: Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org>
Subject: ბორჯომი
ნატალია
როგორც გუშინ მოგწერე წინა გამოგზავნილ სიას ეკლდა ტრეფიკინგის სსიპ ი ეხლა სია საბოლოოა და უბრალოდ ამ ეტაპზე დაუზუსტებლად გწერ თუმცა დავაზუსტებ ცოტა მოგვიანებით, რომ არნიშნულ ტრეინინგს ბორჯომში შესაძლოა დაესწროს მინისტრი და მისი მოადგილე.
საუკეთესო სურვილებით,
ნატა დოლიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 599 500747