From : sbelkania@moh.gov.ge
To : Tako Ugulava <tugulava@unicef.org>
Subject : RE: გაერთიანებული შეხვედრის თხოვნით
Received On : 03.02.2017 10:11

თაკო,

 

როგორც მთხოვე დარბაზი დავჯავშნე 8 თებერვალს 16:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში მეშვიდე სართულზე.

 

პატივისცემით,

 

 

სოფო

 

From: Tako Ugulava [mailto:tugulava@unicef.org]
Sent: 2017
წლის 03 02, პარასკევი 14:09
To: Sopo Belkania
Subject: FW:
გაერთიანებული შეხვედრის თხოვნით

 

სოფო,

 

ჩემო საყვარელო, გთხოვ, დაგვეხმარე შეხვედრისათვის  (იხილე ქვევით) ოთახის დაჯავშნაში.

 

პატივისცემით,

თაკო

 

 

From: Tako Ugulava
Sent: Thursday, February 2, 2017 10:56 AM
To: 'nberdzuli@moh.gov.ge' <nberdzuli@moh.gov.ge>; 'zsopromadze@moh.gov.ge' <zsopromadze@moh.gov.ge>; 'mdarakhvelidze@moh.gov.ge' <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; 'nodisharia@moh.gov.ge' <nodisharia@moh.gov.ge>; 'mtsereteli@ssa.gov.ge' <mtsereteli@ssa.gov.ge>; 'maia_ker@yahoo.com' <maia_ker@yahoo.com>; 'lkandelaki8@gmail.com' <lkandelaki8@gmail.com>; 'tamogakhokidze@gmail.com' <tamogakhokidze@gmail.com>; 'tengoabazadze@gmail.com' <tengoabazadze@gmail.com>; 'mnaskidashvili@ssa.gov.ge' <mnaskidashvili@ssa.gov.ge>; 'NAlaverdashvili@ssa.gov.ge' <NAlaverdashvili@ssa.gov.ge>; 'mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge' <mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>
Cc: Ketevan Melikadze <kmelikadze@unicef.org>; Maguli Shaghashvili <mshaghashvili@unicef.org>; Jaba Nachkebia <jnachkebia@unicef.org>
Subject: FW: გაერთიანებული შეხვედრის თხოვნით

 

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

 

თუ ქვევით კომუნიკაციას გადახედავთ, გაგახსენდებათ, რომ რამოდენიმე თვის წინ (აგვისტო, 2016) იუნისეფის თხოვნით, ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, რათა ოფიციალურად გამოგვეცხადებინა ბავშვთა ზრდისა და განვითარების და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაზე მუშაობის დაწყება.    როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს პროცესი პირობითად ორ პარალელური პროცესად იყოფა; 1. ჯანდაცვის კომპონენტი - დედის და ბავშვის მეთვალყურეობა 2. სოციალური კომპონენტი - სახ. პროგრამების ადმინისტრირების ჭრილში

 

მოგახესენებთ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გარკვეული ნაბიჯები უკვე მიღწეულია, განსაკუთრებით სოციალური კომპონენტის ჭრილში, რასაც შეხვედრაზე მოგახსენებთ. თუმცა იმისათვის, რომ მთლიანი პროექტის წარმატება გვქონდეს, თქვენთან ერთად გვსურს პრაქტიკული საკითხები გავიაროთ დედის და ბავშვთა მეთვალყურეობის კომპონენტის ნაწილში. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში პრაქტიკულად გვეძლევა საშუალება სოფლის ექიმის და საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში შესაბამისი პროგრამების უკეთესი ადმინისტრირების მექანიზმების შემოტანა, რისთვისაც გვჭირდება სხვადასხვა საკვანძო გადაწყვეტილებებზე თქვენთან შეთანხმება.   

 

ვიმედოვნებთ, რომ გამოთქვავთ ინტერესს და შეძლებთ დასწრებას შეხვედრაზე, რომელსაც ვგეგმავთ მომავალ კვირაში. შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5-დან 2 საათამდე იქნება. სავარაუდო თარიღად გთავაზობთ 8 თებერვალს, ხოლო შემოთავაზებული დრო არის 4 საათი. მზად ვართ შევცვალოთ დრო თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე, თუ თქვენი სურვილი იქნება, შეგვიძლია, რომ შეხვედრის ადგილად გაეროს საკონფერენციო დარბაზი შემოგთავაზოთ.

 

წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

თაკო უგულავა

ქეთევან მელიქაძე

გაეროს ბავშვთა ფონდი

 

 

 

From: Ketevan Melikadze
Sent: Wednesday, August 3, 2016 2:51 PM
To: nberdzuli@moh.gov.ge; zsopromadze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; mtsereteli@ssa.gov.ge; maia_ker@yahoo.com
Cc: Tako Ugulava <tugulava@unicef.org>; Maguli Shaghashvili <mshaghashvili@unicef.org>; Jaba Nachkebia <jnachkebia@unicef.org>; turdziladze@gmail.com
Subject:
გაერთიანებული შეხვედრის თხოვნით

 

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონო ზაზა,

 

მოგმართავთ ერთ საათიანი ერთობლივი შეხვედრის თხოვნით, რომლის თემატიკა იქნება  ბავშვთა ზრდისა და განვითარებისა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის ინტეგრირებული საინფორმაციო სახელმწიფო სისტემის განვითარება.

 

შეგახსენებთ, რომ ეს არის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ის მოდული, რომლიც განიხილება, როგორც „დაბადების რეგისტრის“ გაგრძელება და რომლის კონცეპტუალურ განხილვასაც მიეძღვნა ერთობლივი შეკრებები კაჭრეთსა და ლოპოტაზე.

 

ამ ეტაპისათვის იუნისეფმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ბ-ნ ალეკო ტურძილაძის კომპანიასთან და შესაბამისად, მზად ვართ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები.

 

მოგეხსენებათ, რომ ეფექტური მოდულის შექმნის ერთერთ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ განსაზღვრული და ყველა მოთამაშესთან შეთანხმებული პროცესების აღწერილობა. ამისათვის კი, ჩვენ გვესაჭიროება სამინისტროს ხელდასმით შექმნილი გაერთიანებული (ჯანდაცვა და სოციალური) სამუშაო ჯგუფი. ბუნებრივია, ეს სამუშაო ჯგუფი უფრო ხანგრძლივი დროით იქნება საჭირო, რადგან ბიზნეს პროცესებზე შეთანხმებას სხვა ტექნიკური საკითხების განხილვა მოჰყვება კვალდაკვალ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხანმოკლე ერთობლივი შეხვედრა ამ საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარება.

 

თავს უფლებას  ვაძლევთ, რომ შეკრების სავარაუდო დრო და ადგილი შემოგთავაზოთ: პარასკევი (5 აგვისტო), 14:00-15:00 სთ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ შეხვედრისათვის ყველასათვის სასურველი დროის შერჩევაში.

 

პატივისცემით,

 

ქეთევან მელიქაძე

თაკო უგულავა

გაეროს ბავშვთა ფონდი