| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Ekaterine Berozashvili |
| Subject : | RE: დასწრების კონტროლის სისტემის 26-30 ივნისის მონაცემები |
| Cc : | Kakha Dzimistarishvili |
| Received On : | 05.07.2017 11:24 |
ქალბატონო ეკა,
დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის.
მცირედი კორექტირებას საჭიროებს სია: რევაზ პატარაია და ზევარ ჩხაიძე აღარ არიან ჩემი დეპარტამენტის თანამშრომლები.
რაც შეეხება მარიანა მკურნალის არ დასწრებას მაგ პერიოდში იგი იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო ნინო ბერბიჭაშვილი ჩემთან შეთანხმებით აგვიანებდა და გადიოდა ადრე.
დანარჩენ თანამშრომლებს რაც შეეხება აუცილებლად დავინტერესდები მათი დაგვიანების მიზეზით.
პატივისცემით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Ekaterine Berozashvili [mailto:eberozashvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, July 5, 2017 2:42 PM
To: sbelkania@moh.gov.ge
Subject: დასწრების კონტროლის სისტემის 26-30 ივნისის მონაცემები
ქალბატონო სოფიკო,
მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პერიოდულად აანალიზებს სამინისტროს შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო შემადგენლობის წარმომადგენელთა და შტატგარეშე თანამშრომელთა დასწრების კონტროლის სისტემით სამსახურში გამოცხადების მონაცემებს.
ინფორმაციისთვის გეგზავნებათ 2017 წლის 26-30 ივნისის მონაცემები თქვენდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა შესახებ.
შიდა აუდიტის დეპარტამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი მომართვის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პატივისცემით,
შიდა აუდიტის დეპარტამენტის
ინსპექტირების სამმართველოს უფროსი
ეკატერინე ბეროზაშვილი