From : sbelkania@moh.gov.ge
To : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : RE: მისიის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებთან
Cc : Marina Darakhvelidze; Nutsi Odisharia; Paata Jorjoliani
Received On : 27.03.2017 14:56
Attachments :

ბატონო ამირან,

 

თქვენს მიერ მოთხოვნილ შეხვედრაზე 26 მარტს 16:00 საათზე დაესწრება შრომის დეპარტამენტიდან პაატა ჟორჯოლიანი, სოციალური დაცვის დეპარტამენტიდან თათია გვარამაძე, ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მარინა დარახველიძე.

 

შეხვედრა გაიმართება მერვე სართულზე დიდი დარბაზში.

 

პატივისცემით

 

სოფო ბელქანია

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:a.gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Friday, March 24, 2017 6:46 PM
To: 'Sopo Belkania'
Cc: '
ლელა სტურუა'; 'ნინო მაღლაკელიძე'
Subject:
მისიის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებთან

 

სოფო მოგესალმებით,

 

გაცნობებთ რომ, 28-31 მარტის რიცხვებში საქართველოში იგეგმება გაეროს მაღალი დონის მისია. მისიის მიზანია ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ განვითარება, რაც გულისხმობს გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტებისა და გაეროს ქვეყნის გუნდის მონაწილეობით ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას და თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას, მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ფარგლებში პრიორიტეტული ინტერვენციების გნახორციელების უპირატესობების გამოვლენას, ისევე როგორც უმოქმედობის ხარჯის შეფასებას. „საინვესტიციო შემთხვევების“ პრიორიტეტია სწორი გზავნილების შემუშავება და ადვოკატირება, რათა ჯანდაცვის სამინისტროებმაინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩარჩო კონვენციის განხორიცელებას უმნიშვნელოვანესი უკუ-ინვესტირება მოჰყვება თან, შესაბამისად გადასცენ სხვა დაინტერესებულ უწყებებს. 

აღნიშნული "საინვესტიციო შემთხვევა" ერთგვარი პილოტური აქტივობაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის - „FCTC 2030”-თვის. "FCTC 2030" პროექტს კონვენციის სამდივნო დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული ფინანსური დახამრებითა და გაეროს განვითარების პროგრამასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. საქართველო ამ პროგრამის აპლიკანტი ქვეყანაა  „პარტნიორი ქვეყნის“ სტატუსის მოსაპოვებლად. სულ უნდა შეირჩეს კონვენციის წევრი 15 ქვეყანა, რომელთაც მნივნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახამრება აღმოუჩნდებათ კონვენციის სრულყოფილი იმპლემეტაციისთვის. „საინვესტიციო შემთხვევის“ მისიის, როგორც FCTC 2030-ს ერთ-ერთი პილოტური აქტოვობის, განხორციელება საქართველოსთვის „პარტნიორი ქვეყნის“ სტატუსის მოპოვების პრერეკვიზიტია.

მისიაში მონაწილე ექპერტები პირველი კვირის განმავლობაში არიან:

-         გაეროს არაგადამდებ დაავადებზე უწყებათაშორისი მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკ ბანატვალა

-         FCTC 2030“ პროგრამის მენეჯერი, კონვენციის სამდივნო, ენდრიუ ბლექ

-         გაეროს განვითარების პროგრამის ჟენევის წარმომადგენლობა, ჯანდაცვისა და განვითარების პროგრამის სპეციალისტი, დადლი ტარლტონ

-         გაეროს განვითარების პროგრამის სტამბოლის წარმომადგენლობა, არაგადამდები დაავადებების პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლიკა გამგებელი

-         წამყვანი ეკონომისტი, ანა კონცევაია

-         ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიჯან ივანუსა

„საინვესტიციო შემთხვევა“ განხორციელებული იქნება გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის სხვა უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით. „საინვესტიციო შემთხვევის“ საბოლოო შედეგები გადაეცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისიის დახურვის სესიის დროს, რათა შესაძლებელი იყოს „საინვესტიციო შემთხვევის“ შემდგომი ადაპტირება და განახლება. გაეროს ქვეყნის გუნდს ასევე ეცნობება შედეგების შესახებ რათა მობილიზებულ იქნეს მათი მხრიდან შემდგომი მხარდაჭერა. მისიის ფარგლებში, პირველი კვირის განმავლობაში იგეგმება მაღალი დონის შეხვედრების გამარათვა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, როგორც თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის წამყვან უწყებასთან. 

საქართველოსთვის მისიის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  ოფიციალური წერილით მივმართე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მისიის წევრებს 29 მარტს 15:00 საათზე ხვება მინისტრი მოადგილე, ბატონი ზაზა სოფრომაძე. მისიის წევრების თხოვნით, გთხოვთ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, 29 მარტს 16:00 საათზე ან სხვა მათთვის მისაღებ დროს, დაიგეგმოს შეხვედრა ჯანდაცვის, სოციალური და შრომის დეპარტამენტის უფროსებთან ან წარმომადგენლებთან.

წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3