From : Belkania
To : Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
Subject : RE: მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) მხარდაჭერასთან დაკავშირებით
Received On : 18.05.2018 11:33
Attachments :

ანო,

 

აღნიშნული ინფორმაცია გადავეცი ბატონ დავითს.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Ana Kvernadze [mailto:akvernadze@gov.ge]
Sent: Thursday, May 17, 2018 6:00 PM
To: Sopo Belkania; kkhandolishvili@mes.gov.ge
Cc: Nino Sarishvili
Subject:
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) მხარდაჭერასთან დაკავშირებით

 

 

მოგესალმებით სოფო და კახა,

 

როგორც მოგეხსენებათ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოში გეგმავს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) განხორციელებას. მიქსი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კვლევის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და ბავშვების შესახებ მთავარი და ძირითადი მდგომარეობის შესწავლას.

 

აღნიშნული კვლევა დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ მსოფლიოში ჩატარებულია 300 გამოკითხვა 100-ზე მეტ ქვეყანაში. დეტალური ინფორმაცია კვლევის შესახებ მოცემულია დანართში.

 

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მიქსის კვლევას ახორციელებს საქსტატი, UNICEF-ის დაკვეთით. მიმდინარე მოცემულობით, UNICEF-ს აქვს კვლევის ბიუჯეტის ნაწილი, ხოლო დარჩენილი ფინანსური დახმარების მოძიებას აწარმოებს პირადად. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქვეყანაში სადაც მიქსი ტარდება, ქვეყნის მთავრობები უზრუნველყოფენ გარკვეულ მხარდაჭერას ფონდმა მომართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მთავრობის მხრიდან შემდეგი დახმარების მიღების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

 

1.      ფინანსური დახმარება 50 000-70 000 აშშ დოლარი (კვლევის საერთო ღირებულების 3-5 %; საერთო ბიუჯეტია - 1,4 მილიონი);

2.      1 თვით 2018 წლის აგვისტოში, სატრენინგო სივრცის გამოყოფა 90 ინტერვიუერისთვის;

3.      3 თვე (სექტემბერიდან-დეკემბერამდე) ინტერვიუერების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა საველე სამუშაოების დროს (13 მინივენი, თითო განკუთვნილი 6-7 გუნდის წევრისთვის ქვეყნის მასშტაბით).

 

იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის შედეგების მოსარგებლე ყველაზე მსხვილი ბენეფიციარებია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები, გთხოვთ უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული საკითხების კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

 

დაველოდებით თქვენს პასუხს და კითხვების შემთხვევაში მზად ვარ შეგხვდეთ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გავიაროთ საკითხები.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ანა

 

 

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

Anna Kvernadze
Advisor/National Coordinator of SDGs

Policy Planning Unit 

Administration of the Government of Georgia
7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia

M: (+995 568) 017117
T:  032990900, 2395

QR-Code Generator