| From : | Belkania |
| To : | Anti-Drug Interagency Council <antidrugcouncil@justice.gov.ge> |
| Subject : | RE: ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა |
| Received On : | 26.03.2018 11:10 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიდასტურებთ ბატონი დავით სერგეენკოს დასწრებას.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Anti-Drug Interagency Council [mailto:antidrugcouncil@justice.gov.ge]
Sent: Monday, March 26, 2018 1:58 PM
Cc: Tea Tsulukiani; Aleksandre Baramidze; Ketevan Sarajishvili; Mariami Bregadze
Subject: ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა
მოგესალმებით,
გვაქვს პატივი, მიმდინარე წლის 27 მარტს, 17:00 საათზე, მოგიწვიოთ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები:
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
- ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების პროექტი;
- ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წევრთა არჩევის წესის პროექტი;
- ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მოდალობებთან დაკავშირებით უწყებათა მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა ცხრილი;
- ცენტრის მოდალობების შესახებ უცხოელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა;
ე.წ. „დოზების კანონპროექტი“
- „დოზების კანონპროექტი“;
ამასთან, გაცნობებთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომაზე განხილულ საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს როგორც სამთავრობო უწყებებმა, ისე - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.
- იხილეთ ინტეგრირებული ცხრილი (6 დანართთან ერთად), რომელშიც ასახულია საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები;
სხდომა გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირველი სართულის პირველ სათათბირო ოთახში.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები და სხდომის დღის წესრიგი და დაგვიდასტუროთ სხდომაზე დასწრება.
პატივისცემით,
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო