From : Belkania
To : Info Center <infocenter@eu-nato.gov.ge>
Subject : RE: ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მოსაწვევი
Received On : 27.04.2018 11:41
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ბატონი დავითი ვერ დაესწრება აღნიშნულ ღონისძიებას.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Info Center [mailto:infocenter@eu-nato.gov.ge]
Sent: Tuesday, April 24, 2018 7:03 PM
To: Sopo Belkania
Subject:
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მოსაწვევი

 

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 30 აპრილს-1 მაისს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ნატოს წევრი და პარტინიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები. კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი, ასევე რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები.

გიგზავნით ფორუმის ელექტრონულ მოსაწვევას ბატონ დავით სერგეენკოს სახელზე და პროგრამის სამუშაო ვერსიას.

გთხოვთ, არაუგვიანეს 27 აპრილისა დაგვიდასტუროთ ბატონი დავითის მონაწილეობა ფორუმში 30 აპრილსა და 1 მაისს, ელ. ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: infocenter@geo.gov.ge

გაცნობებთ, რომ ვრცელდება ფორუმის მხოლოდ ელექტრონული მოსაწვევები.

მადლობას გიხდით წინასწარ თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით, 

 

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ/

Information Center on NATO and EU

 

.დადიანის . 2/1, თავისუფლების მოედანი, 0105/

Shalva Dadiani Str. 2/1, Freedom Square, 0105

 

ტელ/Cell: 2 158 100