| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | Indira Robakidze <irobakidze@moh.gov.ge>; Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: პროფესიული გადამზადები კურსები |
| Received On : | 17.05.2017 08:58 |
დიდი მადლობა ინდირა,
გიდასტურებ მეილის მიღებას.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის პრევენციის პროექტის მენეჯერი
სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
მობ: 599 22 32 32
From: Indira Robakidze [mailto:irobakidze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, May 16, 2017 8:45 PM
To: 'Irma Aladashvili'
Cc: sbelkania@moh.gov.ge
Subject: RE: პროფესიული გადამზადები კურსები
მოგესალმებით,
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კრიზისული ცენტრის დასაქმებული ბენეფიციარები, ხშირ შემთხვევაში ითხოვენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში/ტრენინგებში ჩართვას უკვე არსებული პროფესიის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. დაუსაქმებელი ბენეფიციარები ირჩევენ მათთვის სასურველ/უნარჩვევების შესაბამის პროფესიულ გადამზადების პროგრამაში ჩართვას, შემდგომში დასაქმებისათვის, ხოლო რაც შეეხება სკოლის მოსწავლე და სტუდენტ ბენეფიციარებს (მსხვერპლი/დაზარალებული) მათ სურვილს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა (უცხო ენები, მათემატიკა, უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და სხვ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოგვიდგინთ, იმ პროფესიულ/საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულებებს (შემდგომში - შესყიდვისათვის), რომლებიც თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარების სურვილებსა და უნარებს ეხმიანება ამ ეტაპისათვის.
1. ბიზნეს კომუნიკაციის გაყიდვების კურსი;
2. მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი;
3. მედდების/ექთნების გადამზადების კურსი;
4. სასტუმროს ადმინისტრირების/მართვის კურსი;
5. სტილისტის შემსწავლელი კურსი (კოლორისტიკა, თმის შეჭრა, დავარცხნა);
6. მანიკიური, პედიკიურის შემსწავლელი კურსი;
7. ბისერებით და სხვადასხვა მასალებით სამკაულებისა და სხვადასხვა ნაკეთობების დამზადების შემსწავლელი კურსი;
8. კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი;
9. აბიტურიენტთათვის გადამზადების კურსი;
10. სასკოლო პროგრამებში გადამზადების კურსი;
11. ინგლისური ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი კურსი;
12. ფრანგული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი კურსი.
აღნიშნული ჩამონათვალი დაფუძნებულია კრიზისული ცენტრის ადმინისტრაციის მიერ ბენეფიციარების მიმართ უკვე განხორციელებულ/მიწოდებულ მომსახურებებზე დაყრდნობით. ამასთანავე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან მოხდეს ბენეფიციარებისათვის იმ ხელსაწყოების/მასალების/ნივთების შესყიდვა/მიწოდება რაც მათ ესაჭიროებათ სწავლებისათვის და შემდგომ დასაქმებისათვის.
პ.ს. დასაქმება ჯერ არ განხორციელებულა პროფესიული გადამზადების ნაწილში, ვინაიდან ბენეფიციარები ამჟამად გადიან შესაბამის სასწავლო პროგრამებს.
გთხოვთ, დამიდასტურეთ მეილის მიღება.
პატივისცემით,
ინდირა რობაქიძე
მობ: 577 93 10 15.
From: Irma Aladashvili [mailto:ialadashvili@moh.gov.ge]
Sent: ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 14:01
To: shakulashvililamara@gmail.com; b.machutadze@mail.ru; ia.pirashvili@gmail.com; irobakidze@moh.gov.ge; tamuna.sanikidze@gmail.com; 'tamar kepuladze'
Cc: 'Sopo Belkania'; laitadze@gmail.com; 'tamuna'
Subject: პროფესიული გადამზადები კურსები
მოგესალმებით მეგობრებო,
როგორც მოგეხსენებათ, ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (პროექტის მენეჯერი - სოფო ბელქანია), რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის შექმნა და ფონდის ბენეფიციართა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა. სანამ ზემოაღნიშნული პროგრამა ჩამოყალიბდება, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, დავიწყოთ ჩვენი ბენეფიციარებისათვის პროფესიული გადამზადების კომპონენტის განხორციელება. ამდენად, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ ბენეფიციართა ის საჭიროებები, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრში, პროფესიული გადამზადების კუთხით. ამასთან, სასურველია, საჭიროებები იმგვარად შეფასდეს თქვენ მიერ, რომ შემდგომ ბენეფიციართა დასაქმებაც გაგიადვილდეთ, ანუ ადგილზე (რეგიონში) დასაქმების ბაზარსაც რომ პასუხობდეს...
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, 2017 წლის 17 მაისამდე, წარმოგვიდგინოთ ის პროფესიული მიმართულებები (პროფესიული გადამზადების კურსების შესყიდვისთვის), რომლებიც ჩვენი ბენეფიციარების სურვილებსა და უნარებს ეხმიანება. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგი ლაითაძეს.
მომზადებული ინფორმაცია გადააგზავნთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: sbelkania@moh.gov.ge; laitadze@gmail.com
გთხოვთ დამიდასტურეთ მეილის მიღება.
დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.
პატივისცემით,
ირმა ალადაშვილი
სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის
სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და
დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
მობ.: 577 93 10 12
ელ.ფოსტა: ialadashvili@moh.gov.ge